ქართველი "ონანისტი" მამრები, ანუ ვინ გვარცხვენს
ქართველი "ონანისტი" მამრები, ანუ ვინ გვარცხვენს
ქართული სტუმართ-მასპინძლობის ტრადიცია მხოლოდ ისტორიის კუთვნილება, ხელშეუხებელი "წმიდათა-წმინდა" მოვლენა არ არის და ის ყოველთვის დროზე მორგებული ჩვეულება იყო. ახლაც, 21-ე საუკუნეში ჩვენ - ქართველი მასპინძლები, ყველანაირი ხერხებით ვცდილობთ შთაბეჭდილების მოხდენას, ჩვენი უცხოელი სტუმრების გაოცებასა და მოხიბვლას.

შემთხვევით გზა აბნეული მგზავრების შეფარებისა და გულუხვად გამასპინძლების ისტორიები ჩვენი მშობლების თაობას ალბათ ბევრი ჰქონია. ჩვენ კი ახალ მეგობრებსა და სასურველ სტუმრებს სულ უფრო ხშირად ინტერნეტში ვხვდებით. ასეა საიტ couchsurfing-ის შემთხვევაშიც,
You must have Flash Player installed in order to see this player.
სადაც მსოფლიოს მასშტაბით ვპოულობთ უფასო მასპინძლებს, ვმეგობრდებით, ან უბრალოდ ვხვდებით ტურისტებს და ვეხმარებით ქალაქის დათვალიერებაში. ეს ერთგვარი მოყვარულ მასპინძელთა და სტუმართა შეხვედრის ადგილია, სადაც არა ერთი საინტერესო ადამიანის პოვნა და დამეგობრება შეგიძლია.

საიტი ყველა ვიზიტორს აძლევს საშუალებას საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოსვლის მსურველთა შესახებ ინფორმაცია მიიღოს, დაეკონტაქტოს, ღამის გასათევი ან უბრალოდ ქალაქის დათვალიერებაში დახმარება შესთავაზოს. ამ საიტის აქტიური მომხმარებელი ვარ, 2012 წლიდან და იყო დრო საკმაოდ კარგად ვიყენებდი, მანამ სანამ ამ სივრცესაც არ მიწვდებოდნენ ქართველი "ჰორნი" და მუდმივად ერეგირებულ მდგომარეობაში მყოფი მამრები.

შარშან ერთ ლიტველ გოგონას მივწერე, რომ საინტერესო პროფილი აქვს და რომელიმე საღამოს სიამოვნებით შევხვდებოდი და ქალაქს დავათვალიერებინებდი.

მან კი საკმაოდ უხეშად მიპასუხა: "ბოიფრენდი მყავს და არ ვარ დაინტერესებული შეხვედრითო!"

გავბრაზდი. ვერ მივხვდი, რა შემატყო სექსის დეფიციტის და რატომ ჩათვალა, რომ ამ
საიტს არასწორი მიზნებისთვის ვიყენებდი. ვუპასუხე, რომ საიტს წესების მიხედვით ვიყენებ და აქეთაც რომ შემოეთავაზებინა, მასთან სექსი არ დამაინტერესებდა.

გამომლანძღა და მომახალა, რომ ყველა ქართველი ბიჭი ერთნაირი ვართ.

შემდეგ შევიხედე საქართველოში ჩამოსვლის მსურველებში და ასეთი სურათი დამხვდა:


  • ბიჭებს, მოხუცებს და წყვილებს არცერთი შეთავაზება მასპინძლობაზე (სამივეს სიამოვნებით ვმასპინძლობ, როცა დრო მაქვს)
  • გოგონებს კი, განსაკუთრებით სლავური ქვეყნებიდან - მინიმუმ 8-10 შეთავაზება

ამის შემდეგ უკვე არც გამკვირვებია, საერთო აგრესიის ობიექტი მეც რომ გავხდი. რამდენიმე თვის წინ ჩემ სტუმარს ვიღაცამ უთხრა, რომ სიღნაღში ტურისტი გოგონა გააუპატიურეს, არგუმენტებზეც იხუმრეს როგორც ჩანს:

  • ქალიშვილი მაინც არ იყო და მრიცხველზე ეწერება თუ რა, რა მოხდა ერთით მეტი სექსი
  • ალბათ თვითონ გამოიწვია, მოკლე შორტით რომ მოძრაობდა…
  • ა.შ.

გოგონამ სასწრაფოდ გააუქმა სიღნაღში ვიზიტი ვინ იცის თავის ქვეყანაში ჩვენზე რას მოყვება, თუმცა მე მაქსიმალურად შევეცადე მისი სტერეოტიპები დამემსხვრია და მგონი მეტნაკლებად შევძელი.

1 თვის წინ უნგრელ გოგონას მივწერე, რომელთანაც ძალიან ბევრი საერთო ინტერესი მქონდა და შეხვედრა შევთავაზე. შეხვედრამდე გამაფრთხილა, რომ მიზანი სექსი არ იყო და უბრალოდ მეგობრულად მხვდებოდა. ამჯერად უკვე აღარ გამკვირვებია, მაგრამ სრული შოკი მივიღე, როცა წერილი წამაკითხა საიტზე.

ვინმე გიორგი ისტერიულად სთხოვდა შეხვედრას. კატი დათანხმდა და როცა გამოსვლისას უთხრა, რომ მეგობარიც (გოგონა) მასთან იყო, გიორგი ძალიან გაბრაზდა და უყვირა, რატომ არ მითხარი, მე ძმაკაცს წამოვიყვანდიო. კატიმ გადაწყვიტა შეხვედრა გაეუქმებინა, რაზეც გიორგიმ არც მეტი, არც ნაკლები აგინა, თან პირდაპირი თარგმანით: ფაქ იორ მაზერ იუ ბიჩ! ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდში, მაინც არ დანებდა და გინების კომპენსაცია მასაჟით შესთავაზა. გოგონა უკვე აღარ პასუხობდა და ეშინოდა კიდეც, შემთხვევით სადმე არ შემხვდესო.

რაღა შორს წავიდე, სამი დღის წინ ერევანში სულ რამდენიმე ბიჭს შევხვდით და ყველას მაშინ, როცა საიდანღაც მივბრუნდით და ჩვენს გოგონებს აკიდებულები დაგვხვდნენ, კლუბი იქნებოდა ეს, ქუჩა თუ მარკეტი, სულ რამდენჯერმე დავტოვეთ მარტოები და ყველა ჯერზე "დაუპატიჟებელი სტუმრები" დაგვახვედრეს.

ჩემი მასპინძლების სიას თუ შეხედავთ, მათი 70% ან ბიჭია, ან წყვილი, ანუ "უკაცო" ოჯახები მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში თანხმდებიან ჩემს მასპინძლობას, ჩემი ქართველობიდან გამომდინარე, მიზეზებს აღარ გავიმეორებ, თუმცა ძალიან საწყენია.

სექსის დეფიციტი თითქოს არ არის თბილისში, მაგრამ აი ეს კატეგორია, მაინც გააფთრებული დარბის და არც არის გასაკვირი. რომელი თავმოყვარე გოგო დაწვება ბიჭთან, რომელიც მას "ბოზად" თვლის, მერე სიამაყით მოყვება უბანში ათასჯერ "დანავაროტკებული" ფორმით და ცოლად კიდევ უკოცნელ გოგოს ეძებს, ან პრინციპში შეიძლება უკვე ჰყავდეს კიდეც ცოლი.

მოკლედ, პრობლემის გადაჭრის გზას ვერ ვხედავ, თუ ვინმეს რამე ვერსია გაქვთ - მითხარით.

ერთადერთი თხოვნა მექნება უბრალოდ: ქართველო "ჰორნი" ბიჭებო, ნუ გვარცხვენთ მსოფლიოს მასშტაბით იმ ბიჭებს, ვისაც ეს არ დაგვიმსახურებია!

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (35)
Nita
27 იანვარი 2017 17:02
მე დედა უკრაინელი მყავს, მამა ქართველი, მაქვს აბსოლუტურად სლავური გარეგნობა. თავისუფლად ვსაუბრობ რუსულადაც და ქართულადაც. სანამ გაიგებენ, რომ ქართველი ვარ, რეების მოგერიება მიწევს, არ იცით!
გიო
25 ნოემბერი 2016 13:24
ჩვენი წინაპრები რომ ვაჟკაცები იყვნენ ისეთები გადაშენდნენ. იმათ რომ უდყღდად სისხლი ძარღვებშ
MIRABELA-ს
29 ოქტომბერი 2016 12:57
მე ის ქალები მეცოდებიან,რომელთა ტვინს ფუნქცია საერთოდ არ გააჩნია და შესაბამისად ვერც სხვა ორგანო ვერ შეითავსებს.
ჰჰჰ
15 ოქტომბერი 2016 11:01
ყველაზე ცუდი ისაა,რომ დაგვავიწყდა მშობლების დრო,დავფრთიანდით და ახალი სტრატეგიით დავიწყეთ ცხოვრება.არაა საქართველო უკულტურო ქვეყანა და ნუ წერ შეროზია ასეთ რაღაცეებს! გეთანხმები არიან დაბალი დონის ადამიანები,მაგრამ უმეტესობა მხოლოდ წესიერებით ცხოვრობს?ამიტომ დაწერე კერძო პიროვნებებზე და არა ხალხზე,წინააღმდეგ შემთხვევაში აგრესია წამოვა კომენტარებში!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა