მამაკაცების "დისკრიმინაციის" 14 მაგალითი ქართულად
მამაკაცების "დისკრიმინაციის" 14 მაგალითი ქართულად
შესავალში დიდი დრო რომ არ დავკარგოთ, მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და განვიხილოთ პუნქტებად:

1. მამაკაცები პენსიაზე 5 წლით გვიან გავდივართ, ქალებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია და ასეც რომ არ იყოს, მიზეზი გაუგებარია;

2. ქალს შეუძლია აბორტის გაკეთება მამის თანხმობის გარეშე; (ძალიან გთხოვთ ნუ ვიკამათებთ, ვინ რამდენი იშრომა და ვის რა წვლილი მიუძღვის, ფაქტია, ეს როლი არავისთვის "შეგვიტენია" იძულებით და ბავშვს ჰყავს ორი მშობელი)

3. არასრუწლოვანთან სექსის
You must have Flash Player installed in order to see this player.
(თუნდაც ქორწინების) გამო მამაკაცები ისჯებიან, თუმცა არავინ ინტერესდება მეძავები რა ასაკიდან იღებენ ბიჭ "მუშტარს"


4. განშორების დროს, შემთხვევების უმრავლესობაში – ბავშვი დედასთან რჩება;

5. სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ მამაკაცებისთვის არის სავალდებულო, ომშიც მამაკაცები ვიღუპებით;

6. ქალი, რომელიც არ მუშაობს და ქმრის კმაყოფაზეა საკუთარივე ნებით – დედაა და დედობა "ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობაა", ხოლო იგივე როლში მყოფი მამაკაცი – მუქთახორა, ჟიგოლო, ალფონსი და მრავალი სხვა ნეგატიური ეპითეტით ფასდება;

7. მამაკაცების ტანსაცმლის სექციას, მაღაზიის ¼ უჭირავს და ის ნაწილიც, ბავშვთან არის გაერთიანებული;

8. ხშირია შემთხვევები, როცა სექსუალური კავშირის შემდეგ, ქალების ან მათი ოჯახების მხრიდან ხდება მათივე ცოლად შერთვის იძულება, როცა ამავე სექსუალური მიზეზებით, მამაკაცები ვერავის ვაიძულებთ ქმრად შეგვირთონ;

9. ქალებს შეუძლიათ შეიტანონ კორექტირებები საკუთარ ვიზუალში, ნებისმიერი რაოდენობით და ფორმით, რაც მამაკაცებისთვის დღემდე სირცხვილად
ითვლება (პროცენტული უმრავლესობით);

10. შუაზე გაყოფის გარდა შემთხვევებში, როცა ორიდან ერთი მხარე იხდის საერთო ლანჩის თანხას, უმრავლეს შემთხვევებში ეს მამაკაცია (ანალოგიურად ტაქსის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ა.შ. შემთხვევებში), სხვა შემთხვევაში მომენტალური პარალელები ივლება სიძუნწესთან, უნიათობასთან, ქალის პატივისცემის არ არსებობასთან, ა.შ.

11. თუ ქალი იამაყებს თავისივე სქესით – ის დამოუკიდებელი, ძლიერი ქალია, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში – ის სექსისტია;

12. არატრადიციული სექსის შემთხვევაში, მამაკაცების მიმართ აგრესია ქალებთან შედარებით გაცილებით მაღალია;

13. ქალებს ჩაცმულობის მხრივ გაცილებით დიდი არჩევანი აქვთ, რაც მამაკაცების შემთხვევაში მიუღებელია და ჩვენი გარდერობი ვიწრო დიაპაზონით არის განსაზღვრული;

14. საზოგადოებისთვის ნაკლებად პრესტიჟულ, თუ მძიმე, ან უსუფთაო პოზიციებზე უმეტესად მამაკაცები არიან დასაქმებულები: ტაქსის მძღოლი, დაცვის თანამშრომელი, ფიზიკური მუშა, ნაგვის მანქანებთან მომუშავეები (როგორც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უწოდებენ), იგივეა სიცოცხლისთვის სახიფათო პოზიციების შემთხვევაშიც, ხოლო პრესტიჟულ და კომფორტულ სამსახურებში, მაგ: ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, რითეილი, კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ა.შ. – ქალთა პროცენტული წილი გაცილებით მაღალია.

ეს ჩამონათვალი არ გულისხმობს იმას, რომ მამაკაცები მეტად ვიჩაგრებით, არც იმას, რომ ქალების შემთხვევაში ყველაფერი იდეალურადაა და ვინმე მათ დაცვას ეწინააღმდეგება, უბრალოდ – ვთვლი, რომ იგივე გენდერული პრობლემები, ცალმხრივად არ უნდა განიხილებოდეს და ორივე სქესი, თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, ყველა მიმართულებით.

შიგადაშიგ, შეიძლება იუმორითაც შეხედოთ, ანუ არ ვწუწუნებ, უბრალოდ ზოგ სახალისო და ზოგ კიდევ, არც ისე მარტივ პრობლემაზე ვამახვილებ ყურადღებას.

მადლობა ყურადღებისთვის.

პატივისცემით,

მამაკაცი.

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (18)
nita-ს
02 თებერვალი 2017 12:29
რა პატივისცემაზე საუბრობთ?! არ გაქვთ ქალებს კაცისადმი პატივისცემა,ის რაც ჩამოწერილია ფაქტებია და მეტი არაფერი.რეზინი თუ გაიხა რა ვქნა? არასწორია ბავშვი დედას ალიმენტი მამას. არავინ წუწუნებს,ფაქტების კონსტატაციაა,კაცი უნდა იყო,რომ გაიგო:)). ყოველდღე არ არის ომი,მაგრამ ყველა თაობას მოუწია და დაიხოცა მამაკაცები,ქალები არა, ჰოდა ქალს თუ აღარ უნდა ტრადიციული როლი,აღარც კაცს უნდა რაღაც სულელური ტრადიციისათვის სიკვდილი.სულ ქალების წუწუნი ისმის,კაცმა სიმართლე თქვა და ემუქრებით პატივისცემას დაკარგავო,აღარ დარდობენ კაცები,თუ ქალების პატივისცემას დაკარგავენ,რადგან ქალებმა უკვე დაკარგეთ კაცების პატივისცემა.
Nita
27 იანვარი 2017 16:44
გურამ, 1. ძალიან ბევრი ქალია საქართველოში, რომელიც ადრე გაათხოვეს, ან ქმარმა დასვა სახლში "ესღა მაკლია, ცოლმა იმუშაოსო". 2. ძალიან ბევრი ქალი ოჯახს ქმართან ერთად არჩენს თანაბრად და ამასთან, საოჯახო საქმეები მხოლოდ ცოლის კისერზეა; 3. 90-იანებში განსაკუთრებით იყო ეს მოვლენა - ცოლები ოჯახს უვლიდნენ, არჩენდნენ და ქმრები მხოლოდ სვამდნენ, სცემდნენ და შვილისთვის ცაის დასხმაც ერცხვინებოდათ!! დღეს თუ კაცი უვლის შვილებს და ცოლი მუშაობს, კაცს არავინ ლანძღავს, ყველამ იცის სად ვცხოვრობთ.
lia-ს, -ს ჩამოიცვი რეზინი და არ გადაიხდი არაფერს!!!
რაც შეეხება ომს - ომი ყოველ დღე არაა. კაცების უმეტესობა კიდევ 2-3 შვილს ითხოვთ, დაოჯახების მერე! :)
სირცხვილიას და სხვებს - ქალებს რაც გადააქვთ ცხოვრების მანძილზე, სუსტი სქესი სასაცილო ნათქვამია. უბრალოდ, ქალი უნდა იყო, ეს რომ გაიგო!
რაც შეეხება გარდერობს - მეც ჯინსით და მაისურით დავდივარ ძირითადად, არ მაქვს საშუალება და ვერ ვყიდლობ. ჩემზე მაგრად გაცვია გურამ, ასე რომ ნუ წუწუნებ და ნუ მიკარგავ პატივისცემას! :)
***- ს
12 დეკემბერი 2016 10:35
კომენტარშიც სჩანს,რომ ავტორი მართალია. თუ კაცი საუბრობს მამაკაცთა დისკრიმინაციაზე-ეს წუწუნია და თუ ქალი უფლებებზე,ეს სინათლე და ევროპასთან დაახლოვება?!
სირცხვილია
10 დეკემბერი 2016 01:23
ყველაზე დიდი სიბნელე ჩემი აზრით გენდერული თანასწორობაა... გენდერული თანასწორობის პირობებში მამაკაცი ვეღარ იქნება ჯენტლმენი და ქალი ვერ იქნება მანდილოსანი. რო იზრდებოდით რას გასწავლიდნენ მშობლები მამაკაცებს? მანდილოსანს უნდა დაუთმო, იმიტომ კიარა რომ მის დისკრიმინაციას ცდილობ, არამედ იმიტომ რომ სუსტი სქესის წარმომადგენელია და უნდა მოვუაროთ, პატივი ვცეთ და ა.შ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა