9 ამოუხსნელი ქართული ფენომენი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
9 ამოუხსნელი ქართული ფენომენი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
დედამიწაზე უამრავი ამოუხსნელი მოვლენაა, რაზეც ადამიანებს პასუხი არ გვაქვს, ფიქრით თავსაც ნაკლებად ვიღლით, ან ტვინს ვიჭყლეტთ და პასუხს ვეღარ ვპოულობთ.
თუმცა ამ მოვლენებს ემატება კიდევ უფრო უცნაური, ამოუხსნელი ფენომენი, რომელიც მისტიკურიც არის, საოცარიც და საერთოდ - რომ ვერ წარმოგედგინათ, მაგრამ ისინი რეალურად არსებობენ, თუმცა პირადად ჩემთვის, ისინი მაინც ზებუნებრივ, პასუხგაუცემელ მოვლენად რჩებიან:

  1. ბავშვის "ფეისბუკის" გამხსნელი დედები (ხანდახან მამებიც), რომლებიც ალაიქებენ, აკომენტარებენ, შემდეგ სტილში: ბებომ (დედამთილთან პირფერობა) ახალი ბაჩები გვიყიდაო!
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    ლა კალგები ვალთო, დედიკო გვიკვარსო…
    ა.შ. მომკალით და ვერ ვიგებ!
  2. ყველაფრით უკმაყოფილოები - მაგალითად:
  • თუ ვინმე ქველმოქმედების შესახებ ინფოს გაავცელებს, ქოთქოთებენ: თუ რამეს აკეთებ ჩუმად უნდა აკეთო, პიარისთვის აკეთებ, ნაძირალა ხარ, ამოწყდი!
  • რჩევებს გასცემ და - რას გვესაუბრები დამრიგებლური ტონით, ვის რა უნდა ასწავლო, ნაძირალა ხარ ამოწყდი!
  • ბინაზე ფასდაკლებაა, ან ბანკის აქცია და: თქვენ ვის გაახარებთ, ხალხის გასაყვლეფად ხართ შექმნილები, ამოწყდით!
  • თუ 1 თვიან კამპანიას დაიწყებ, სადაც, მაგალითად, უპატრონო ძაღლებს დააპურებ: დანარჩენი 11 თვე რა ქნან საწყალმა ძაღლებმა, თქვე მათხოვრები!

მოკლედ, ვერაფრით აამებ, ვერასდროს, არც იოცნებო!

3. რადიოში მრეკავები, ჯერ რომ იწყებენ: პირველ რიგში შენ გიძღვნი ჩემო კარგო (წამყვანს), მერე ყველა კარგ ადამიანს და…. რომ მოიკითხავენ ადამის მოდგმას და მერე სიმღერას რომ უკვეთავენ. ფულს რომ იხდიან ამაში. იუთუბი, საუნდ ქლაუდი და ა.შ. რომ არ გაუგიათ რა არის, სულ რომ რეკავენ და რეკავენ.
4. ნებისმიერი ჯვრის ფორმის ფოტოზე, თუ გამოსახულებაზე - ისტერიულად რომ წერენ:
  • AMIN
  • Amen
  • Амин
  • ამმიიინნნ

და მართლა რომ ჰგონიათ, რომ სასწაული მოხდება და ციდან მირონის წვიმა წამოვა

5. შუქნიშანთან შენს უკან რომ დგანან და წითელი აინთება თუ არა რომ გისიგნალებენ. ანუ, ანთება და შენი გაფრენა ერთი რომ უნდა იყოს, პრინციპულად რომ მიზოზინებ და ლამის საჭეს რომ ურახუნებს თავის ისტერიჩკა თავს.
აქვე ისინიც, "პროწივზე" რომ მოდიან, წინ რომ აეტუზები და არ ატარებ, ან ფანჯარას რომ ჩაუწევ "გასაიასნებლად" და სანამ ხმას ამოიღებ, მიბნედილი თვალებით და ჩახრინწული ხმით რომ გეკითხება: რამე პრობლემაა ძმაააა?

6. სამშენებლო კომპანიას აქცია რომ აქვს და უწერიათ, რომ 100 კვადრატული ბინა იყიდება 70,000 დოლარად და რომ დაეყრებიან კომენტარებში:

  • Ra girs kvadratuli
  • Kvadrati ra Xiiirs?
  • квадратулис фаси рамдениаа????
  • Mipasuxeeeettt?

თან შესაშური მოთმინების მქონე ადმინმა სათითაოდ რომ უპასუხა და კიდევ და კიდევ რომ წერენ.

რომ გინდა ბღავილით აღმოგხდეს: შვიდასი, შვიდასი, შვიდასიიიიიი!!!! და მერე იქვე რომ დაასხმევინო არარსებული ტვინები!

7. ლათინურ შრიფტიანი ბრძენები, უზარმაზარ სტატუსებს რომ წერენ, აბდაუბდა პუნქტუაციით და სინტაქსით და ლათინური შრიფტით. აქაც ორი უკიდურესობაა, ძალიან "ქაჯები", მაგ: sixvaruli, hemodi feisbukze, xaxachosa sihitlita xana daumhwenebia… და მეორეები, მეტისმეტად "მოწესრიგებულები":rogor khar? Gantskhadeba, tskheli da tsivi და ა.შ.

8. ტუტუცი ბავშვების მშობლები, ძირითადად დედები, ან ახალგაზრდა ბებია-ბაბუები - აი სადმე შორს რომ მიდიხარ და ბავშვი ზედ რომ გივლის, ფეხებს გაწმენდს და მშვიდად რომ ეუბნება "მორჩი დათუნა, დედა/ბიძიას ნუ აწუხებ ნინუცა" და თავის საქმეს რომ აგრძელებს, ნაცვლად იმისა, რომ გადასვას ბავშვი, ან ბოდიში მაინც მოგიხადოს მსგავსი "პატივისთვის".

9. mail.ru-ს მეილიანები. კაცმა არ იცის, როდის გახსნეს მეილი, იქნებ იმ დროს არ იყო ჯიმეილი, ან არ ვიცი, მაგრამ შე დალოცვილო, აი რაღა დროს მეილ.რუ-ა! პატრიოტების რისხვას ცალკე დაიმსახურებთ, რუსული პროდუქტის მოხმარებისთვის... სულ მგონია, რომ ეს ის ხალხია, гамаржоба гурам рогор хар??? ტექსტს რომ მომწერენ და მერე რომ მკითხავენ, როგორ ვარ ოდნოზე, დრუზიაში რომ დამამატონ მერე და აცენკები დამიწერონ.

ჰოდა, ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა - ეს ყველაფერი ჩემთვის ამოუცნობ ფენომენად დარჩა და ამოხსნას უკვე აღარ ვეძებ…

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (58)
გოჩა
17 თებერვალი 2017 16:04
მეილ.რუ - ზე ჩვენც ბოდიში აუცილებლად შევცვლი ჯმეილით
sali
16 თებერვალი 2017 13:14
ძალიან კარგად და სწორად დაგვახასიათე... ვის როგორ მაგრამ მეტ ნაკლებად ეს ცოტ ცოტა ყველას შეგვეხო...აი მე მაგალითად რაღაც შენიშვნებს უკვე მივიღებ! კარგი იყო...
გიგილოო
16 თებერვალი 2017 00:11
99%-ს, რომ მაილ რუ აქვს :დ
14 თებერვალი 2017 15:02
პირველად როცა გავაკეთე მეილი მაშინ იყო "მეილ.რუ." ვიყენებ იშვიათად და მეზარება შევიცვალი იმის გამო რომ ვინმემ ისე არ იფიქროს როგორც სტატიის ავტორი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა