ბლოგერები
ჰეკატეს ბლოგი
ჰეკატე ბერძნულ მითოლოგიაში ბედნიერებისა და გამარჯვების მომნიჭებელ ქალღმერთად არის ცნობილი და ბევრი ფუნქცია ეკისრება. ბლოგერი ჰეკატე დაინტერესებულია პრობლემებით ყველა იმ სფეროში, რომელთაც მითოლოგიის თანახმად მისი სეხნია ქალღმერთი ალბათ ოდესმე განაგებდა.
ნუ გადაგვაყოლეთ ბილეთებს
ბილეთების მყიდველებიან, პოლიციელებიან, სპეცრაზმელებიანად, ყველა ბუჩქებში იკმაყოფილებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს და ყარს ვაკის პარკი შარდის სუნად.
12-07-2015
დაწვრილებით...
ბოლის გამომშვები ფეისბუკელეთი
შევეცადეთ წარმოიდგინოთ რა მოხდება, ერთ დღეს ფეისბუქს და სხვა სოციალურ ქსელებს თუ გაგვითიშავენ?
30-09-2013
დაწვრილებით...
ჩვენ უნიათო და მშიშარა  ერი ვართ!
ამასობაში, სახლის კარზეც დაგიკაკუნებთ რუსი ან თურქი და გეტყვიან, ეს მათი მიწაა. რას იზამ? პროტესტი გვიან იქნება, რადგან აღმოაჩენ, რომ შენი ეზო ორი სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე დგას, შენ კი ორი გზა დაგრჩენია: ორივე ქვეყანას გაერიდო, ან დარჩე და ერთ დღეს თურქი მიადგება შენს უკანალს, მეორე დღეს კი რუსს ვერ, უფრო არ, ეტყვი უარს. შენ ხომ უნიათო და მშიშარა ხარ და წინასწარ იცი რაც მოდევს წინააღმდეგობას.
24-09-2013
დაწვრილებით...
ბეგარა
ჭუჭყიანი, კვლავ მრავალჯერ გამოყენებული ერთჯერადი დანიშნულების სამედიცინო ხალათი მომაწოდეს და მიმასწავლეს, მესამე სართულზე უნდა ახვიდეო. ჩეკი მომეცით-მეთქი, მოვითხოვე მშვიდად. ქალმა (ამჯერად სხვა იყო) თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი, გაურკვეველი დანიშნულების ფურცელი მომიხია და მომაწოდა.
31-08-2013
დაწვრილებით...
ამომივიდა აპკი ყელში,  (ო)ღონდაცა რაააააააააააააა!

რაც შეეხება შემდეგს: ქორწინებამდე უნდა დაიცვას თუ არა უბიწოება ქალმა (კაცმაც)? ვფიქრობ, ეს თემაც მოძველდა, ან უფრო სწორი იქნებოდა საკითხის ასე დასმა, _ საერთოდაც სწორედ რომ გოიმობაა, ამ თემის ტრიალი. Lლგბტ "სასტავების" უფლებების დამცველ საზოგადოებაში ვისი რა საჯდომის საქმეა ვინ რას ისურვებს, ქალწულად ჩაბარდეს ქმარს, თუ სექსუალურ ურთიერთობებში დახელოვნებული შეჩერდეს საბოლოო არჩევანზე?!
26-07-2013
დაწვრილებით...
მოითხოვე მისი უფლებების დაცვა, სანამ შენ გახდები დასაცავი, ანუ უარი ცოცხლად დასამარებას!



50 წელს გადაცილებული ქალი მარტო ცხოვრობს საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე. მის ბინას ტუალეტი არ აქვს. ქალს დამოუკიდებლად, ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისმა ფეხებმა დიდი ხნის წინ დაკარგეს მუხლებში მოხრის უნარი. ამიტომაც ციალა სულ სახლში იმყოფება და სიარულის ნაცვლად დახოხავს.

29-06-2013
დაწვრილებით...
ჯარისკაცის დედა
გუშინ, საოპერაციო ბლოკში რომ შეგიყვანეს, ექიმმა მამაშენს მხრებზე ზუსტად ისე დაადო ხელი, როგორც 25 წლის წინ, არ უთქვამს, ალბათ ვერ გადარჩებაო, არც არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩემმა გულმა მითხრა დე, რომ მიმატოვებდი. 25 წლის წინანდელი იარა ამტკივდა მუცელზე და საშინელი სიცარიელე ვიგრძენი მკერდქვეშ.
09-06-2013
დაწვრილებით...
ანზორი ამ დროს თავს ვეღარ იკავებს და ყვირის, გადართეთ სხვა არხზე, სანამ გაბოზებულხართ და სავაშს საყვარლებად დადგომიხართო. დიახ, მისი ეჭვიანობა უსაზღვროა, ვერ ითვალისწინებს, რომ მოხუც ზაირას და ეთერის სავაშის მოხიბვლის არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, მაგრამ სასტიკად გმობს ფილმს, რომელმაც მისი თქმით, ქართველი ქალები ერთი თურქი კაცის ვირტუალურ ჰარამხანაში მოაქცია.
29-05-2013
დაწვრილებით...