08-02-2010
როგორ მონუსხა მაოხრებელი ნაპოლეონი ქართველი ქალის სილამაზემ
არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა "თეთრ განძად" წოდებული ქართველი ქალი, რომლის გამჭრიახობამაც გადაარჩინა კაირო. კინოს, მუსიკის, თეატრისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორს, ისტორიკოს გიორგი კალანდიას ნაფისას შესახებ ეგვიპტეში მოგზაურობისას შეუგროვებია ისტორიული ცნობები.
08-02-2010
მე-!5 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა ვასკო დე გამამ სამხრეთ აფრიკას ჰოლანდიური გემით შემოუარა, ჰოლანდიელმა ჰუგენოტებმა იქ პატარა კოლონია შექმნეს. დროთა განმავლობაში მათ უპოვარი ფრანგები და ხელისუფალთაგან დევნილი ადამიანები შეუერთდნენ. კოლონისტები თავს უმთავრესად მესაქონლეობით, მევენახეობით და მიწის დამუშავებით ირჩენდნენ. ახალი მიწების ამთვისებლებმა ბურების (ბორი - გლეხი, ჰოლანდ.) პატარა რესპუბლიკა - ტრანსვაალი დააარსეს. თითოეული მათგანი თავს მოვალედ მიიჩნევდა, საკუთარი მონაგრიდან წილი გაეღო რესპუბლიკის აღმშენებლობისა და დაცვისათვის.
08-02-2010
იუნკრები რას წარმოიდგენდნენ, რომ სულ მალე, ქვეყნის დასაცავად გასულებს არავინ დაეხმარებოდათქართველმა ვაჟკაცმა თამაშ-თამაშით გასწია გარდაუვალი სიკვდილისკენმას შემდეგ, რაც დამანგრეველმა მეთერთმეტე არმიამ გადაუარა საქართველოს, იუნკრებისათვის საძმო საფლავები გაითხარა. ერთი დღევანდელი პარლამენტის შენობის ადგილზე მდებარე მონასტრის ეზოში, მეორე - დღევანდელი ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე... ბაგების ტერიტორიაზეც მხოლოდ ვარაუდით თუ შეიძლება საძმო საფლავის ადგილის განსაზღვრა. იუნკერ შალვა ერისთავის საფლავი ერთადერთია, რომლის ადგილიც დადასტურებულად იცის ოჯახმა...
01-02-2010
ოთხი თვე ამაოდ ელოდა პარიზში ნიკო ბური თანამეინახეებს მოგზაურობის გასაგრძელებლად, შემდეგ კი მოთმინების ძაფი გაუწყდა და მარტოს მოუწია გამგზავრებამ სამხრეთ აფრიკაში. ალექსანდრიაში ჩასვლისთანავე შეიტყო - ძლიერ, ცივილიზაციით მოამაყე ინგლისის იმპერიას ომი გამოუცხადებია სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ პატარა ხალხისთვის - ბურებისთვის...
01-02-2010
კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში უამრავ უნიკალურ ექსპონატთან ერთად ინახება XIII საუკუნის ვერცხლის მონეტა. თურქეთის სულთნის ქეიხუსრევ ბენ ქეიქუბადის ძლევამოსილების ნიშნად მოჭრილ ვერცხლის ფულს ჩვენთვის ფასი არ ექნებოდა, რომ არა თამარ მეფის შვილიშვილი თამარი. სულთანმა მონეტა სწორედ მას უძღვნა. 13 წლის თამარი სელჯუკთა სახელგანთქმულ ახალგაზრდა მბრძანებელს მიათხოვეს.
01-02-2010
კრძალვით დავხარე თავი ზღვის დონიდან თითქმის 4000 მ სიმაღლეზე ათასი წლის წინ ნალოც ჯვარ-სანთლებთან. ამ ჯვრის ნაწილი და თავმომწვარი სანთელი საპატრიარქოს უნივერსიტეტში მისმა რექტორმა, ბატონმა პარმენ მარგველაშვილმა მაჩვენა.
25-01-2010
სამხრეთ აფრიკაში ვეფხვებზე სანადიროდ გამგზავრებამდე ნიკო ბაგრატიონი კოლა ორბელიანთან გაჩერდა პეტერბურგში, რომელსაც, როგორც იურისტს რაღაც საქმე გაუჭიანურდა სასამართლოში და პარიზში წასვლა შეუფერხდათ მეგობრებს.
18-01-2010
მას შემდეგ, რაც აფხაზებმა ქართველები გამოდევნეს და ვითომდა დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს, ბევრი რამ შეიცვალა. შვილებს ახალი ისტორია დაუწერეს, ქუჩებს სახელები გადაარქვეს და ქართული კვალის წაშლას დიდი მონდომებით მიჰყვეს ხელი. არაფერს მოგახსენებთ, რისი ამოშლა და დავიწყება გადაწყვიტეს თავისი ცხოვრებიდან აფხაზებმა, მხოლოდ იმაზე მინდა გიამბოთ, რაც ახსოვთ და ვისი პატივისცემაც შერჩათ. სოხუმში მშვიდობის გამზირს აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - სიმონ აშხვაცავას სახელი დაარქვეს.
18-01-2010
ნიკოლოზ II-ის რუსეთის მეფედ კურთხევის ცერემონიალის შემდეგ ნიკო ბური ნიჟნი-ნოვგოროდს გაემგზავრა მდინარე ვოლგით თავად ნიკოლოზ ორბელიანთან ერთად. სწორედ მან შესთავაზა აფრიკაში ლომებზე სანადიროდ გამგზავრება ბუნებისა და ნადირობის მოყვარულთა ჯგუფთან ერთად, რამაც დიდად აღაფრთოვანა თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდა.
11-01-2010
მტკვარი განსაკუთრებით უყვარდა. ბადით მიდიოდა სათევზაოდ და არა მხოლოდ თევზის დასაჭერად... ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ იცოდა, რომ თვალები ფართოდ უნდა გაეხილა და ყველაფერი დაემახსოვრებინა:
11-01-2010
ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონი (ნიკო ბური) 1896 წელს რუსეთის მეფის კორონაციას ქართველ დიდგვაროვნებთან ერთად დაესწრო. ორი წლის შემდეგ პარიზში გაემგზავრა, მარსელზე გავლით კი ალექსანდრიაში (ეგვიპტე) ვეფხვებზე სანადიროდ ჩავიდა. აფრიკაში მის ჩასვლას დაემთხვა ინგლის-ბურების ომი და ბაგრატიონმა, როგორც მოხალისემ, ტრანსვაალს მიაშურა ინგლისელების წინააღმდეგ საბრძოლველად.
04-01-2010
"კვირის პალიტრა" აგრძელებს ნიკო ბაგრატიონის (ბური) წიგნის, "ბურებთან", ბეჭდვას. აფრიკაში სანადიროდ გამგზავრებულმა ნიკო ბაგრატიონმა შეიტყო, რომ აფრიკის სამხრეთით მცხოვრებ მშვიდობიან ბურებს დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა...
28-12-2009
ყველაზედ მეტად დამახსოვდა ერთის ახალის წლის წინა ღამე. ჩვენ, პატარებს, არ ვიცი, ხვალის ლოდინისაგან, თუ მეტის-მეტ გართობისაგან, ძილი აღარ მოგვეკიდა. არა ერთხელ და ორჯელ გვიბრძანა დედამ წადით, შვილებო, დაიძინეთო, და ჩვენ კი თითით ყელს ვუწევდით და ისე ვეხვეწებოდით: დედას ჭირიმე, ნუ გაგვრეკავ, არ გვეძინებაო.
28-12-2009
"კვირის პალიტრა" აგრძელებს ნიკო ბაგრატიონის (ბური) წიგნის, "ბურებთან", ბეჭდვას. აფრიკაში სანადიროდ გამგზავრებულმა ნიკო ბაგრატიონმა შეიტყო, რომ აფრიკის სამხრეთით მცხოვრებ მშვიდობიან ბურებს დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა...ნიკო ბაგრატიონის წიგნი, "ბურებთან", მრავალმხრივ არის საყურადღებო. უწინარესად, ეს გახლავთ იმ ბატალიების მონაწილის შეუფარავი, მართალი მონათხრობი და ასევე ქართული მემუარული ლიტერატურის საინტერესო ნაწარმოები.
21-12-2009
თბილისში ამბავი მალე ვრცელდება. ხმა გავარდა, - რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი "დიდოსტატის მარჯვენის" გადაღებას აპირებსო. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებდა, ვინ იქნებოდა მეფე გიორგი, არსაკიძე და შორენა. ეს სამეული ხომ ნაწარმოებში სიყვარულის გასაოცარ სამკუთხედს ქმნიდა, ამიტომ ფილმიც გასაოცარი უნდა ყოფილიყო!
21-12-2009
საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, კანადიდან თუ რუსეთიდან ბევრმა მოხალისემ მიაშურა შორეულ აფრიკას ინგლისელებთან საბრძოლველად. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პატარა ქვეყნის მწარე ხვედრმა გულგრილი ვერც ქართველი პატრიოტი ნიკო ბაგრატიონ-მუხრან-ბატონი დატოვა და უყოყმანოდ დაუდგა გვერდით ბურებს.