გმირობა არც უნდა მოითხოვო და გმირებს არც უნდა ელოდო...
გმირობა არც უნდა მოითხოვო და გმირებს არც უნდა ელოდო...
13-07-2012
კახი კავსაძე ძალიან გვიყვარს ქართველებს. შესრულებული როლებისა და პროფესიონალიზმისთვის - თავისთავად. მაგრამ არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც მას, როგორც პიროვნებას, ერთიათად საინტერესოს ხდის. ჯერ ერთი, ის დათაშკა კავსაძის შვილია და მერე - ბელა მირიანაშვილის მეუღლე. კახი კავსაძემ ღირსეულად ატარა მამამისის შვილის სახელი. არაფერი შეშლია ამ თვალსაზრისით... არც ბელას სიყვარულში შეშლია რამე.

თვითონ იმასაც ვერ წარმოიდგენს, რომ ადამიანი შეიძლება სხვანაირი იყოს - სხვაზე არ იზრუნოს, ღირსებას უღალატოს, სიყვარული შებღალოს. ეს ხომ სავსებით ბუნებრივია: ცოცხლობდე, გიყვარდეს, იყო ერთგული, უღალატო შვილი და მეგობარი, მეუღლე და მამა. ამიტომაც ცოტა უკვირს კიდეც, გამორჩეულად რომ ახსენებენ კახისა და ბელას სიყვარულს:

- მეუბნებიან, თქვენი სიყვარულიო... როგორ გეკადრებათ, ჩვენ არტისტები ვართ და ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა... სიძულვილი ანგრევს ქვეყანას. ოჯახები, ტრადიციები - ეს არის სიყვარული, რომელზეც დგას საქართველო... არტისტი თუ ცუდს ჩაიდენს, ისიც მაგრად ჩანს.

და სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი "მაგრად ჩანს", კახი კავსაძესთან ხალხმა იპოვა "გაიშვიათხილებული" ფასეულობები. სწორედ ამიტომ არ სწყინდებათ მისი ცხოვრების ამბის კიდევ და კიდევ მოსმენა:

- ჩემი ბავშვობაა: მე, ჩემი ძმა და დედა, მამა კი სადღაც გვერდითაა - ხან ჯარში, ხან დაჭერილი. მთელი ბავშვობა ვფიქრობდი, მამა ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ნიჭიერი და საიმედოა-მეთქი. ღონიერი ვიყავი, მაგრამ სულიერი დასაყრდენი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ასეთი კი დედა გახლდათ, მერე ბელა...

სკოლაში რომ შევედი, ზუსტად მაშინ გაიყვნენ ქალები და ვაჟები. დავამთავრე და - შეერთდნენ. რახან ვაჟთა სკოლა მქონდა დამთავრებული, ძალიან მერიდებოდა გოგონების.

კარგად ვსწავლობდი. წამოვიზარდე და... ქუჩა, მეგობრები, გოგონები... ხომ იცით, ამ დროს ათასი საცდურია... ცოტა ავუშვი.
სპორტი მიყვარდა. ჯერ დავრბოდი, მერე ცურვაზე დავიწყე სიარული, წყალბურთსაც ვთამაშობდი, ჩოგბურთსაც, კალათბურთსაც... მუსიკასაც ვსწავლობდი...
როცა მამა ომიდან დაბრუნდა, შინამდე ვერ მოაღწია, გზაში დაიჭირეს. პირველად კა-გე-ბეში შევხვდით ერთმანეთს. 10 წლის ვიყავი. ოთხ წელიწადს არ მენახა და ბუნდოვნად მახსოვდა. დავიმორცხვე. მუხლებზე დაგვისვა. მე მარცხენა მუხლზე, ჩემი ძმა - მარჯვენაზე. მამამ გვკითხა: - მუსიკას სწავლობთო?
დავდივართ-მეთქი... მამა მუსიკოსი იყო და პირველ რიგში უნდოდა, მუსიკაზე გვევლო. მამა გვერდით რომ მყოლოდა, აუცილებლად მუსიკოსი გავხდებოდი.
მე ფორტეპიანოზე ვუკრავდი, ჩემი ძმა, იმერი - ვიოლინოზე... მუსიკასაც ვწერდი. თეატრალურ ინსტიტუტში გიზო ჟორდანიამ სტუდენტური სპექტაკლი დადგა, მუსიკა კი მე დავწერე.

ახლა ჩემთვის ვუკრავ და ვწუხვარ, ამის დროც რომ არ მრჩება.
მიჭირდა მუსიკაზე სიარული, მაგრამ მამის სიტყვას მაინც არ გადავედი და ათწლედი დავამთავრე. სტიპენდიას დედას ვაძლევდი... ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით. მახსოვს, სკოლაში ფორმები უნდა შეგვეკერა, ჩვენ კი ვერ შევიკერეთ... მერე მამაჩემის ლურჯი ჩოხისგან დიდი გაჭირვებით გამოგვიჭრეს ორი ფორმა.

სკოლა რომ დავამთავრეთ, დედამ გვითხრა: ახლა სადაც გინდათ, იქ ისწავლეთო. მე არტისტობა ვარჩიე. იმერი მომღერალი გამოვიდა. დედა ექიმი იყო, მაგრამ სულ განიცდიდა, - მხატვარი მინდოდა ვყოფილიყავი და მშობლებმა ნება არ დამრთესო. მართლა შესანიშნავად ხატავდა.
ინსტიტუტში კოტე მახარაძე და
მალიკო მრევლიშვილი მასწავლიდნენ. სულ მეჩხუბებოდნენ, - პირი გახსენი და ნორმალურად იმეტყველეო. დაკომპლექსებული ვიყავი. სტუდენტობა საუკეთესო ხანაა. იმედიანია...

დილიდან დაღამებამდე თეატრალურში ვიჯექი. ეტიუდებს ვთამაშობდით, სცენებს ვდგამდით. ბელა ჩემზე სამი წლით გვიან მოვიდა თეატრალურში. მაგარი გოგო იყო. როგორ იცოდა ყველაფერი, ადამიანს როგორ გრძნობდა... ხან დავთვრებოდი, ვერ ვიქცეოდი კარგად. გათენდებოდა და ვფიქრობდი, ახლა გუშინდელზე რამე რომ მითხრას, გავგიჟდები-მეთქი. არა, კაცო, არ მეუბნებოდა. და მერე, როცა დრო გავიდოდა და მხიარულს მნახავდა, მაშინ მეტყოდა, - რას ჰგავდი, არ შეგრცხვაო? არასოდეს დაუწუწუნია. იცოდა, რისი შესაძლებლობაც მქონდა და არაფერს ითხოვდა.

გასტროლებზე სიარული დავიწყეთ უცხოეთში და... რა გგონიათ, რა ჩამომქონდა? სულ ჭინჭები! ნიფხავ-პერანგი, მაისური და ნასკი! საგანგებოდ არ ვამბობ წინდას... ვბრაზობ და იმიტომ! ჩემი ხუთი თვის ჯამაგირი ღირდა ჯინსი. 50 მანეთი მქონდა ჯამაგირი... ვინ გადაიხდიდა ამდენ ფულს, როგორ შეიძლებოდა! უცხოეთში რომ დავიწყეთ სიარული, მერე ვიყიდე ჯინსი.

ბელასთვის მთავარი ბავშვების კარგად ყოფნა იყო... ნანუკაზე განსაკუთრებით ვფიქრობდი, ერთხელ ირაკლი აღრიალდა, - შენ მარტო მე მეჩხუბები, ნანუკა უფრო გიყვარსო... ნანუკა კავსაძე რომ არ იყო, მაშინღა გაიგო ირაკლიმ, როცა მისი და თეატრალურში ჩაირიცხა. ჯერ სიებში ეძებდა... ვერ იპოვა... მაშინ უთხრა ნანუკამ, მე დამატებით სიაში ვარო. მერე რვეულებზე ნახა გვარი - ხუსკივაძე. ვინ არის ეს გიჟი, სულ შენთან რომ ტოვებს რვეულებსო, - ჰკითხა დას. მერე ინსტიტუტში მისულიყო. ნანა კავსაძეს ეძებდა... უთხრეს, კავსაძე კი არა, ხუსკივაძეაო... ბელა მიყვებოდა, მოვიდა და მკითხა, - რა, ნანუკა ჩემი და არ არისო?!. ბელამ ისე კარგად იცოდა თქმა და ახსნა, რომ ირაკლიმ ყველაფერი გაიგო.

სულ გადაღებები მქონდა... ამას წინათ "აურზაური სახინკლეთშია" თუ "სალხინეთში", იმას აჩვენებდნენ. რაღაც მოძრაობას ვაკეთებ და ისე გულიანად ვურტყამ ფეხებს, რომ სიამოვნებით ვუყურე. ისე, ჩემი ფილმების ყურება არ მიყვარს. სულ იმას ვფიქრობ, აქ როგორ ჯობდა თამაში, იქ როგორ ჯობდა-მეთქი...


მწარედ მახსოვს "დონ კიხოტის" გადაღებები. თავიდან თუ ვითამაშებდი "დონ კიხოტში"? კი, ოღონდ ხელში მილიონ დოლარს თუ მომცემთ. ფულია ის, რაც ამ ფილმის გადაღებისას სიცოცხლეს შემინარჩუნებს. თუ ისევ იმ პირობებში მომიწია თამაშმა, გადაღების დაწყებისთანავე მოვკვდები. გადაღებებზე ახალციხეში ჩემი მანქანით მივდიოდი. ცხრაჯერ კინაღამ ხევში გადავვარდი.

არტისტობას ვინ ჩივის, მთელი ცხოვრება წაიღო პაჭაპუჭა საქმეებმა, ლურსმანსა და პურზე სიარულმა...
დაქანცული ვარ. ნანუკა მეტყვის ხოლმე, - წადი, წამოწექიო... რომ დამეძინოს-მეთქი?!
დაისვენე, უნდა დაგეძინოსო. არა, საქმე მაქვს, არ უნდა დამეძინოს-მეთქი!
და რა საქმე - პაჭაპუჭა...

ნანუკამაც და ირაკლიმაც მთელი ბავშვობა კულისებში გაატარეს და მაინც მსახიობობა მოინდომეს.
მე მინდოდა, ნანას "საკომკავშირულოზე" ესწავლა და მერე ცეკაში ემუშავა. ვხუმრობ? სულაც არა... მართლა მინდოდა. რომელ მშობელს არ უნდა, შვილი უზრუნველყოფილი ჰყავდეს. არა, არტისტობა მინდაო. ვუთხარი, რომ ტაშის დაკვრამდე და მერეც ბევრი უბედურება ხვდება მსახიობს. რადგან ეს არის პროფესია, სადაც სულ გულსა და სულში გიმიზნებენ და გჭრიან-მეთქი. არ დამიჯერა.

მინდოდა, ირაკლი ფეხბურთელი გამხდარიყო - კარგად თამაშობდა. მერე დაიქცა ქვეყანა... მოხდა ისე, რომ ნანა მჭედლიძემ კინოში გადაიღო ზურიკო ბერიკაშვილი და ირაკლი... კარგად გამოუვიდათ. და ამანაც მსახიობობა მოინდომა! ვკითხე, თანახმა ხარ, ყველაფერს გაუძლო-მეთქი?.. კი, ბატონოო.... სტუდენტობა გადასარევად გაატარა და მერე დაიწყო მურტალი პროზა! შუბლით დაეჯახა სინამდვილეს...

ჰოდა, მერე გული ატკინეს. დატოვა ყველაფერი და წავიდა ამერიკაში.. დაიწყო ამერიკაში მუშაობა და რა... იქაც "კაპეიკებს" აძლევენ. რა ვქნა? იყვნენ, სადაც უნდათ, ოღონდ კარგად იყვნენ... ჩემთვის კი არა, თავისთვის. ირაკლი რომ მიდიოდა, ჩამოვუწერე, როგორ უნდა ეცხოვრა. ისე, რა ჩემი ჩამოწერა უნდა, გადასარევად არის ჩამოწერილი ათი მცნება...

ერთი რამ ვთხოვე კიდევ: არ მიყვარს, როცა ვინმეს ან რამეს ენდობიან, ის უმტყუნებს და - არ მეგონაო, იტყვიან. თუ ვინმე საიმედო იქნება, ის გაგიხარდეს და გაგიკვირდეს. რომ მიეყრდნობი კედელს და არ დაინგრევა, ესაა საოცრება. ხომ ხედავთ, ყველაფერი ინგრევა!
ნდობაც უნდა შეგეძლოს, მაგრამ ჭკუით. გმირობა არც უნდა მოითხოვო და გმირებს არც უნდა ელოდო. ამას ვეუბნები შვილებს: "არ მეგონა" არ გამაგონოთ-მეთქი!

ირაკლის წასვლიდან ერთი წელი რომ გავიდა, - ძალიან გამიჭირდა. შვილიშვილებიც ძალიან მო­მე­ნატრა... მერე ისე აეწყო, წელიწადში სამჯერ მივდი-მოვდიოდი ამერიკაში. ერთი წელიწადია, არ ვყოფილვარ. გულის ოპერაციის მერე შევამუხრუჭე...
45 წლისას გარდამეცვალა დედა და მაშინ ვიგრძენი, რომ დავობლდი...
ჩემი ცოლი იყო ჩემი სულიერი დასაყრდენი, ისიც რომ წავიდა, დავრჩი მარტო... ვაანალიზებ ჩემთვის: შვილებისთვის ახლა მე ვარ დასაყრდენი. ვიცოდი, რომ დედაჩემი წავიდოდა, ამას შეგუებული ვიყავი, ახლა ისინიც ეგუებიან, რომ მე წავალ...

P.S. დათაშკა კავსაძე, რომელიც მთელი საქართველოსთვის საამაყო და ღირსეული შვილია, შვილიშვილებს მხოლოდ ფოტოებით ჰყავთ ნანახი;
ირაკლი კავსაძე: დათაშკა რეპრესირებული იყო. ბევრი ვერც ბედავდა ბებიასთან მოსვლას. ძალიან რთულად მოიპოვებოდა მასალა მის შემოქმედებაზე, თუმცა ბებიას გადანახული ჰქონდა შავი დისკები, მახსოვს კიდეც, რომ ჩავრთე და მისი ხმა გავიგონე... ამის სიტყვით გადმოცემა ძალიან გამიჭირდება.
ბავშვებიდან ნელ-ნელა ვიგებდი რაღაცებს. მესმოდა, ბაბუა გადასახლებული იყო, მაგრამ რატომ, რა დააშავა - ამას ვერ ვხვდებოდი. ბებიას მისი სურათებიც ჰქონდა.

მერე ერთი გენიალური რამ მოხდა. ჩემს საცოლესთან მივედი, მან მკითხა, დათაშკა შენი ვინ იყოო. ბაბუა-მეთქი. ვიღაც გერმანელი ქალია ჩამოსული, ეძებს დათაშკას ან მის საფლავსო. საფლავი აღარ არსებობს. სამაგიეროდ უთხრეს, რომ შვილები ჰყავს დათაშკას. მოინდომა მათი გაცნობა. ეს ქალი აღმოჩნდა ბაბუას მეგობარი, ვინც უყვარდა გერმანიაში... ელზა... კახი კარგად აღწერს ამ ამბავს.. გავარდნენ კახი და იმერი - ბიძაჩემი... შევედი და დავინახე: დედაჩემის გერმანული ვარიანტი იყოო, - ყვებოდა კახი. როგორც ბავშვები, ისე ჰყავდა ჩახუტებული დათაშკას შვილები. ეს სურათი არ დამავიწყდება. ელზა შუაში იყო და აქეთ-იქით ესენი, როგორც პატარებს, ისე ეფერებოდა. კეთილი და დიდი ადამიანი იყო დათაშკა, ამხელა სიყვარული დატოვა ადამიანებში.
თურმე ეს ქალი ეუბნებოდა, ეხვეწებოდა, არწმუნებდა, საქართველოში არ წახვიდეო, არა, უნდა წავიდეო! რაც მოხდა, ყველამ იცის. ფრაუ ელზა კი ხშირად ჩამოდიოდა, რომ კახი და იმერი ენახა.
...
სამაგიეროდ, დათაშკა კავსაძის ჩადებულ ქვაკუთხედზე მისი შთამომავლობის ცხოვრება აიგო და ნამდვილად ღირსეულად აიგო.

ლელა ჯიყაშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

მკითხველის კომენტარი (21)
demna
19 ივლისი 2012 12:57
კახი მგელი ხარ !!!
zaali
18 ივლისი 2012 16:41
ბატონო კახი, მართლაც რომ კახი ხართ. იცოცხლე დიდხანს და მოგვეცი ის ბედნიერება, რომ დიდხანს მოგეფეროთ პირადად თქვენ, თქვენს შემოქმედებას და თქვენს კაცურ ცხოვრებას.
mariami
17 ივლისი 2012 18:14
ბატონი კახისდარ ადამიანებს, ჩვენი დროის გმირები ქვიათ!
nata
17 ივლისი 2012 15:57
ძალიან დიდ პატივს გცემთ ბატონო კახი!!!!!
DINO_ZAUR
17 ივლისი 2012 14:22
საქართველოს უყვარხარ ბატონო კახი...
irma
17 ივლისი 2012 13:31
რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ან მოვისმინო კახი კავსაძის შესახებ არ მეზრდება, ყოველთვის ისე ვკითხულობ ,როგორც პირველად.
khvicha jamelashvili
16 ივლისი 2012 21:23
ამ კაცს კომენტარი არ სცირდება,მისი სახელია კ ა ც ი
Tina
16 ივლისი 2012 17:09
ეს არის ლეგენდა,ეს არის პიროვნება რომელსაც უნდა მიჰყვე,მიბაძო,ბევრი ისწავლო მისგან,მოუსმინო, გაიზიარო მისი ნათქვამი, დაიმახსოვრო...არაჩვეულებრივი ადამიანია,პირადად ვიცნობ და ბედნიერი ვარ ამით,მასთან ბევრჯერ მისაუბრია და შემდეგ მისი სიტყვები დიდხანს გამყოლია... ბატონო კახი, ღმერთმა ბედნიერება და სიხარული და ჯანმრთელობა ნუ მოგიშალოთ... მიხარია რომ ვარ იმ ეპოქაში რომელშიც ბატონი კახი კავსაძე არსებობს!!! მადლობა ღმერთს ამ დიდი ჯილდოსათვის რომელიც არგუნა ქართველ ხალხს ღმერთმა! მუდამ თქვენი თაყვანისმცემელი თინა.
badri
15 ივლისი 2012 12:14
კახი კავსაძე-კაცი ლეგენდა!!! ძალიან მაგარი კაცი!!!
ზურაბ წურწუმია
15 ივლისი 2012 11:48
შვილს ვეუბნები ,თუ ვინმემ გკითხა რა ნიშნავს იყო ქართველი ?! კახი კავსაძეზე მიუთითე!...ესაა ქართველობის ფორმულა!
giorgi
14 ივლისი 2012 21:49
გაიხარეტ ბატონო კახი.
tvalsazrisi
14 ივლისი 2012 21:09
რა უნდა დავწერო ისეთი, რაც სრულად გამოხატავდა ემოციას ამ არაჩვეულებრივი ქართველის მიმართ?
უბრალოდ, დავლოცავ და დიდიხნის ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებ.
ერს კი ვუსურვებ, ათიდან ერთი მაინც გაზრდილიყოს ბ-ნ კახასნაირი
lali
14 ივლისი 2012 18:22
didxans itsotsxlet batono kaxi! dzalian vamakob tkvenit!
martia
14 ივლისი 2012 17:10
სად წახვალთ, ბატონო კახი! მერედა ვინ გიშვებთ?!
თქვენნაირიპიროვნებები დედამიწას სულ ცოტა 150 წელი უნდა ამძიმებდნენ:))
გვიყვარხართ, ყველა ნაღდ ქართველს!
Commentarius
14 ივლისი 2012 11:45
ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და მადლობას გიხდით, რომ მოგვეცით ქართველებს ამის საშუალება.
გააკეთე კომენტარი
 *   

ყურადღება!!!
უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
სხვა სიახლეები
საქართველოს განვლილი გზა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე "ილუსტრირებული ისტორიის" 24 ტომში გაერთიანდება
დაწვრილებით...
ნაპოლეონ ბონაპარტი ყოველთვის წუხდა, რომ ზარბაზნებისა და თოფების სროლის შედეგად წარმოქმნილი კვამლი თითქმის სრულად ფარავდა ბრძოლის ველს, რის გამო ვერც მოწინააღმდეგის ძალთა გადაადგილებას ადევნებდა თვალს და ვეღარც საკუთარ ჯარისკაცებს ხედავდა.
დაწვრილებით...
ბევრს უცინია დავით კლდიაშვილის მოთხრობების კითხვისას, თავად მწერალი კი არაერთხელ გულამღვრეული მოსცილებია მაგიდას და შეუწყვეტია წერა, რადგან ებრალებოდა თავისი პერსონაჟები, რომლებსაც ცხოვრებამ ადამიანის სახე დააკარგვინა.
დაწვრილებით...
იმ დროს ბევრი ისტორიკოსი სცოდავდა, ალბათ ამიტომაც მოინდომა ვახტანგ ჭელიძემ "ქართლის ცხოვრების ქრონიკების" დაწერა
დაწვრილებით...
დიდმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა, იოზეფ ჰაიდნიმ, ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე 104 სიმფონია, 83 სიმებიანი კვარტეტი, 24 ოპერა და კიდევ ასეულობით სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოები შექმნა.
დაწვრილებით...
ქართველი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ნიკო კეცხოველი ასე იგონებდა აკაკი წერეთელთან პირველი შეხვედრის ამაღელვებელ წუთებს და იმას, როგორ გაერთიანდა მის წარმოდგენაში მხცოვანი პოეტი, მშობლიური არემარე და "სამშობლო".
დაწვრილებით...
უკრაინაში ხელოვნურად ორგანიზებულ მასობრივ შიმშილს 1932-33 წლებში 4 მილიონამდე ადამიანი შეეწირა

მოსკოვი, კრემლი. 1928 წელი. იოსებ სტალინი უკრაინის ცეკას მდივან პაველ პოსტიშევს გულთბილად შეხვდა: - ამხანაგი კაგანოვიჩი გვატყობინებს, რომ უკრაინაში ნაციონალიზმი ძლიერდება, - სტალინმა ჩიბუხს მოუკიდა, - თქვენ რას მეტყვით ამაზე?
დაწვრილებით...
არ არსებობს პატიმარი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უოცნებია გაქცევაზე. თუმცა, ციხის მაღალი გალავანი და გაქცევისთვის დაწესებული სასჯელი ამ ოცნების განხორციელების ხალისს უკარგავს პატიმრებს ყველგან, ოღონდ არა - გერმანიაში. ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ 1880 წელს მიიღეს კანონი, რომელიც დღემდე ძალაშია.
დაწვრილებით...
თამარ გოთუა, მწერალ ლევან გოთუას და, პროფესიით ქირურგი იყო.  ქალბატონს სკალპელთან ერთად კალამიც უჭრიდა და და-ძმის ცხოვრების გზაც საინტერესოდ აღწერა წიგნებში: "სიკვდილთან ჭიდილში" და "თავგადასავალი ლევან გოთუასი".
დაწვრილებით...
"უამრავი რამ არსებობს ამქვეყნად, რისთვისაც მზად ვარ, მოვკვდე, მაგრამ არ არსებობს არაფერი, რისთვისაც მზად ვიქნებოდი, მომეკლა", - ეს სიტყვები ინდოეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მაჰათმა განდის ეკუთვნის, რომელმაც ინდოეთი სისხლის დაუღვრელად მიიყვანა თავისუფლებამდე.
დაწვრილებით...
"იყიდება ამერიკიდან ჩამოტანილი, უმაღლესი ხარისხის სავარძელი. გამოიყენება...
"იყიდება განულებული სალარო აპარატი სულ ახალ მდგომარეობაში"
3-ოთახიანი, თუხარელის პრ. 14(15), 100 კვ.მ. გარემონტებული...
1.5-ოთახიანი, 50 კვ.მ. აივანი, ბ/აირი, გათბობა, ინტერნეტი,...