დოდო აბაშიძის "სამახსოვროები"
დოდო აბაშიძის "სამახსოვროები"
30-07-2012
დიდი ქართველი მსახიობი დოდო აბაშიძე დიდი იუმორის პატრონიც გახლდათ. ხანდახან იუმორს გამომგონებლობასაც "უთავსებდა" და კარგი პურმარილი მზად იყო. დოდოს ხშირად პატიჟებდნენ საქეიფოდ თანამდებობის პირები - გამოჩენილ მსახიობთან და კოლორიტულ პიროვნებასთან ქეიფი მათთვის სასახელოც იყო და სახალისოც. დოდომაც ასეთი რამ მოიფიქრა.

შეიძინა ფოტოსურათების ალბომი, საზოგადოებაში ცნობილ რამდენიმე ახლობელს ოცდახუთ, ორმოცდაათ და ასმანეთიანებზე ხელი მოაწერინა და ალბომში ჩააკრა. როდესაც "შესაფერის" სუფრაზე დაპატიჟებდნენ, ალბომიც თან მიჰქონდა. ჩინოსნებს რომ ღვინო მოეკიდებოდა, შუა ქეიფში გადაშლიდა თავის ალბომს და იქ მყოფთ მიმართავდა: რა კარგად მოვილხინე, მინდა დღევანდელი დღის სამახსოვროდ რაიმე დამრჩეს. თქვენამდე ამა და ამ ხალხთან ვიქეიფე, სამახსოვრო სხვა რომ არაფერი ჰქონდათ, ფულზე მომიწერეს ხელი. ამის შემდეგ ასეთი ტრადიცია მაქვს, მნიშვნელობა არა აქვს, რა ფული იქნება, ხელი მოაწერეთ და აქ ჩავაკრავო. მათაც "ღირსების საქმედ" მიაჩნდათ, რომ ერთმანეთს არ ჩამორჩენოდნენ და სულ მალე ალბომი მსხვილი კუპიურებით ივსებოდა. ასეთი თავყრილობის შემდეგ დოდო აბაშიძეს და მის ნამდვილ ძმაკაცებს, მეორე დღეს კარგი ქეიფი გარანტირებული ჰქონდათ. ალბომიც ცარიელდებოდა, მხოლოდ რამდენიმე გვერდი რჩებოდა ხელუხლებელი, ახალი "სამახსოვროების" შესაგროვებლად.

ლადო გოგუაძე
ედიშერ
03 სექტემბერი 2012 17:34
ბატონი დოდოს სახელს ვერაფერი დააკლებს რამეს, ეს ეპიზოდიც კი.
სხვა სიახლეები
ქრისტიანული სიწმინდე, ტურინის სუდარა შუა საუკუნეების ნაყალბევი არ არის და ნამდვილად ის არის, რითაც იესო ქრისტე დაკრძალეს. ახალი კვლევა ამ საკითხზე იტალიელმა მეცნიერებმა მოაწყვეს.
დაწვრილებით...
საქართველოს დიდი მეგობრის უსამართლოდ დავიწყებული შეუფასებელი ღვაწლი
დაწვრილებით...
რას იხსენებს რუსუდან ბოლქვაძე თავის სახელოვან წინაპრებზე
დაწვრილებით...
ასაკს არ ჰქონია მნიშვნელობა. ნულიანის წინ რა რიცხვიც უნდა გეწეროს, სიცოცხლე ერთნაირად სასურველია... იმიტომ, რომ გიყვარს!
დაწვრილებით...
სიძულვილი ამერიკულად, მუჰამედ ალი - ჯო ფრეზერი
დაწვრილებით...
"უხილავი იმპერიის" აღმასვლა და დაცემა XX საუკუნეში
დაწვრილებით...
გაბრიელ ჩაჩანიძე ძნელბედობისას ეკლესიის პირადად განმამტკიცებელი
დაწვრილებით...
კიდევ ერთხელ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ვერსიებზე...
დაწვრილებით...
სიმონ ივანოვიჩ სალაგოვს ხშირად სამწუხაროდ სომხური, უკეთეს შემთხვევაში სომხურ-ქართული წარმომავლობის გენერალთა რიცხვში თვლიან, და ამის შესახებ აქტიურად იწერება ინტერნეტსივრცეში თუ რუსულ ბეჭდვით გამოცემებში.
დაწვრილებით...
შერლოკ ჰოლმსზე შექმნილი საქვეყნოდ ცნობილი დეტექტიური რომანების ავტორი არტურ კონან დოილი, პროფესიით ექიმი, საკმაოდ გულუბრყვილო ადამიანი იყო და ამ მხრივ სრულიად არ ჰგავდა თავის ლეგენდარულ პერსონაჟს.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?