რამდენად ზუსტია და ვინჩის ანატომიური ნახატები? - კვირის პალიტრა

რამდენად ზუსტია და ვინჩის ანატომიური ნახატები?

ლეონარდო და ვინჩიმ თავისი სამეცნიერო გამოკვლევებითა და აღმოჩენებით თანამედროვეობას რამდენიმე ასწლეულით გაუსწრო.

ბუკინგემის სასახლეში, :დედოფლის გალერეაში: გამოიფინება მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ანატომიური ნახატები. რამდენად ზუსტია ისინი?

სიცოცხლის განმავლობაში ლეონარდო და ვინჩიმ ადამიანის სხეულის ანატომიას ათასამდე ჩანახატი და ესკიზი მიუძღვნა. მას უნდოდა სცოდნოდა, როგორ არის აგებული ადამიანის სხეული და როგორ მოქმედებს ის. და ვინჩი 1519 წელს ისე გარდაიცვალა, რომ კვლევის დასრულება ვერ შეძლო. არ გამოქვეყნებულა მისი შრომებიც.

სპეციალისტ_ანატომები, ვინც მის ჩანაწერებს სწავლობს, დარწმუნებული არიან, რომ და ვინჩის შრომებმა ანატომიაში ასწლეულებით გაუსწრო თანამედროვეობას და ადამიანის სხეულის შესწავლის საქმეში დახმარება ახლაც შეუძლიათ.

ლეონარდო და ვინჩის წიგნში შესაძლებელია 1489 წელს შესრულებული ნახატების სერიის ნახვა, რომელიც თავის ქალის დეტალურ ესკიზებს წარმოადგენს.

ბრიტანეთის ქალაქ ვარვიკის კლინიკური ანატომიის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ აბრამსი ფიქრობს, რომ და ვინჩის ნამუშევრები მცირედით თუ განსხვავდება თანამედროვე მხატვრების ნახატებისგან, ვინც ადამიანის ანატომიაზე მუშაობს. მათ შორის ხერხემლის ნახატი, რომელიც, პროფესორ აბრამსის აზრით, ადამიანის სხეულის ამ ნაწილის პირველი ზუსტი ილუსტრაციაა ისტორიაში.

პიტერ აბრამსი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ეს ნახატიც საკმარისი იყო, რათა ლეონარდო და ვინჩის სახელი ისტორიას შემორჩენოდა.

მომზადებულია BBC_ის მასალების მიხედვით.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”