ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
21-12-2009
შეხვედრები კოლხურ კოშკში
შეხვედრები კოლხურ კოშკში მერე რა, რომ ზღვისფერი თვალები არ ჰქონდა...

თბილისში ამბავი მალე ვრცელდება. ხმა გავარდა, - რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი "დიდოსტატის მარჯვენის" გადაღებას აპირებსო. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებდა, ვინ იქნებოდა მეფე გიორგი, არსაკიძე და შორენა. ეს სამეული ხომ ნაწარმოებში სიყვარულის გასაოცარ სამკუთხედს ქმნიდა, ამიტომ ფილმიც გასაოცარი უნდა ყოფილიყო!
მწერალი  კონსტანტინე გამსახურდია და რეჟისორი თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს და მსჯელობდნენ მომავალ ფილმზე. მალე დაიწყო კიდეც მსახიობების შერჩევა. ეს…საკმაოდ რთული პროცესი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. მეფე გიორგისა და არსაკიძის როლებზე მალე შეირჩა მსახიობები, მაგრამ შორენას მოძებნა გაჭირდა. ტაბლიაშვილი მის მიერ მოწონებულს ბატონ კონსტანტინეს წარუდგენდა, მაგრამ ამაოდ... კონსტანტინე გამსახურდიას ძალიან მოსწონებია ოთარ მეღვინეთუხუცესი - გიორგი მეფე, თენგიზ არჩვაძე - დიდოსტატი, ვასო გოძიაშვილი - კათალიკოსი, აკაკი ვასაძე - ფარსმან სპარსი... ერთი სიტყვით, ყველა მსახიობს მოუხიბლავს მწერალი. დიდი ბჭობისა და ფიქრის შემდეგ, როგორც იქნა, სამასი ქალიდან შორენას როლისთვის ლალი ბადურაშვილი დაამტკიცეს.
თავად ქალბატონი ლალი განცვიფრებულა - მე ხომ არც თავთუხისფერი თმა და არც ზღვისფერი თვალები მაქვსო, მაგრამ ეს განსხვავება არად ჩაუგდიათ რეჟისორსა და მწერალს, რადგან ლალის ის ცეცხლი და მებრძოლი სული ჰქონდა, რაც შორენას გააჩნდა, თანაც ფილმი ხომ შავ-თეთრი უნდა ყოფილიყო!
...და დაიწყო ყველაზე საინტერესო პროცესი - ფილმის გადაღება. პროფესიონალი მსახიობები გადაღებამდე რეპეტიციას გადიოდნენ, “შორენა”კი პირდაპირ გადასაღებ მოედანზე გაჰყავდათ. ტაბლიაშვილს მიაჩნდა, რომ ასე უკეთესად, უფრო ბუნებრივად ითამაშებდა როლს.
ამ ფოტოზე კონსტანტინე გამსახურდია თავის საყვარელ კუნძის სავარძელში ზის კოლხური კოშკის  კარის ზღურბლთან. გადაღებამდე მასთან ხშირად მიდიოდნენ მსახიობები და მწერალი მათ გიორგი პირველის დროინდელ საქართველოზე მოუთხრობდა, იმაზე, თუ რამ გადააწყვეტინა რომანის დაწერა. დიდ კონსტანტინეს მუდამ აწუხებდა, რომ გიორგი მეფეს სათანადო ადგილი არ მიუჩინეს მემატიანეებმა და ამიტომაც მისი პიროვნების, ღვაწლის წარმოჩენა განიზრახა. იმისათვის, რომ რომანტიკული ეპიზოდებით გაემდიდრებიანა თხზულება, მწერალმა მესამე მთავარ გმირად თავთუხისფერთმიანი კოლონკელიძის ასულიც” შემოიყვანა...
საინტერესო იყო კოლხურ კოშკში შეხვედრები, მსახიობები თითქოს მართლაც იმ ეპოქის ყოფით ცხოვრობდნენ...
გამოხდა ხანი და ფილმი დიდ ეკრანებზე გამოჩნდა! ყველაზე დიდი შემფასებელი თავისი ნაწარმოების ეკრანიზაციისა კმაყოფილი დარჩა. მთავარი ეს იყო! ფილმი ბიძინა კვერნაძის შესანიშნავმა მუსიკამაც  დაამშვენა!



ოლიკო ილაური
25 დეკემბერი 2009 14:36
იმ მსახიობების გვერდით ვინატრე ყოფნა ,რომლებიც კონსტანტინე გამსახურდიას მონაყოლს ისმენდნენ მეფეთა ცხოვრების შესახებ.მერედა როგორ გვაკლია დღეს ჭკვიანი კაცის მოსმენა ტელეეკრანებიდან .ერთმანეთის ლანძღვა და აუგად მოხსენიება კი ნამდვილად კარგად "გამოგვდის"
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ხომალდის ერთ-ერთი დიდი ოთახი ძვირფასი ხალიჩებითა და ნოხებით იყო მორთულ-მოფენილი. სკამების მაგივრად ხავერდ-აბრეშუმ გადაკრული ბალიშები იყო ჩამწკრივებული. ოთახი კარგად ჩაცმულ-მოკაზმულ ოსმალებით იყო სავსე:
KvirisPalitra.Ge შაბათობა იყო ალბათ, და იმ დღესაც, როგორც პარადზე იცოდნენ ხოლმე, ათასი გაფრთხილებითა და კატეგორიული მითითებით მოაგროვებდნენ სამსახურებიდან ადამიანებს. სატვირთო მანქანების ძარებზე გადაანაწილებდნენ და რა ვიცი, სად წაიყვანდნენ...  იქნებ ხეებსაც არგვევინებდნენ, ან, მაგალითად, ძველი ნანგრევებით სავსე ტერიტორიას აწმენდინებდნენ...
KvirisPalitra.Ge საუბარ-საუბრით ხუცესი და პატარა ხვიჩა შავ ღელეში შევიდნენ. ტყეში უკუნეთს დაესადგურებინა. ის იყო, ამ უდაბურ ტყეში მომხდარი თავისი ყმაწვილკაცობის ამბის მოყოლა დაიწყო ხუცესმა, რომ სიტყვა პირზე შეაშრა, ერთი მწარედ დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა.
KvirisPalitra.Ge სანამ მარკოზ ხუცესი და მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი პატარა ხვიჩა შინისკენ მიაბიჯებდნენ, თავადიშვილი ალექსანდრე თავის ამფსონებთან ერთად სუფრას მიჯდომოდა და ბრაზით აღსავსე, წყევლა-კრულვას უთვლიდა მარკოზს, სარფიანი საქმე რომ ჩაუშალა მოძალადეებს.
KvirisPalitra.Ge თავადი გიორგი ტყვეთა ყიდვა-გაყიდვაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. ყველა წვრილმან მტაცებელს მყუდრო ბინა ჰქონდა მის სახლში, რადგან თვით გურიელიც ადვილად ვერ გაბედავდა მის სახლში შეჭრას, ან რაიმე პასუხის მოთხოვნას. თავადს ფოთის ციხეში მჯდომ ოსმალთ ფაშასთან, ოსმალეთის მდიდარ სოვდაგრებთან ჰქონდა ურთიერთობა.
KvirisPalitra.Ge 18 ივნისს ხობში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის იატაკის არქეოლოგიური გათხრის დროს უძველესი ქრისტიანული აკლდამა იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, სამარხი სამეგრელოს მთავართა - დადიანების ძველისძველი საძვალეა.
KvirisPalitra.Ge საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში კოტე მარჯანიშვილის არქივია დაცული. ამ უნიკალურ საგანძურში მარჯანიშვილის დის, დედა ფამარის უცნობი და დღემდე გამოუქვეყნებელი რამდენიმე ფოტო ინახება.
KvirisPalitra.Ge ერეკლე II-ის წარმატებულმა ომებმა ურჯულოთაგან ქართლ-კახეთის დასახსნელად და იმერეთის ტახტზე მრავალგვარი სიკეთითა და სათნოებით აღჭურვილი სოლომონ II-ის ასვლამ იმედი ჩაუსახა ხალხს.
KvirisPalitra.Ge უდაბურ ტყეში ორი ღვთისპირისაგან გადავარდნილი ყაჩაღი, ქუჩუია და თენგიზი შეხვდნენ ერთმანეთს. თენგიზმა ჩუმადო, ანიშნა მოსულს და ხელი მუხის ფუღუროსკენ გაიშვირა, სადაც დაღლილ-დაქანცულ ხვიჩას ჩასძინებოდა.
KvirisPalitra.Ge მჭვარტლისაგან გამურულ ფიცრული სახლის დერეფანში ქალები მოგროვილიყვნენ და ერთი ტირილი და ვაება გაემართათ.   სახლის წინ შეშფოთებული მოხუცები შეყრილიყვნენ და მსჯელობდნენ: - ესეც შენი ქვეყნის დამშვიდება და დაწყნარება! ჩვენი საშველი მაინც არ ყოფილა. ქე მაინც ყველანი ერთად ამოვწყდებოდეთ... - ღმერთო დიდებულო, რა შეგცოდე ისეთი... კვირაში სამი დღე ბატონის სახლში ვმუშაობ.