ქვის ხომალდები სკანდინავიიდან - კვირის პალიტრა

ქვის ხომალდები სკანდინავიიდან

ბალტიის ზღვის რეგიონის ხალხები ბრინჯაოს ხანაში აგებდნენ ძეგლებს, რომლებიც მათ ზღვაოსნობის მოყვარეობას ადასტურებენ. ქვისგან აშენებული მეგალითური კომპოზიციები უზარმაზარი ხომალდის ნაშთებია, რომელთა ასაკიც 3000 წელსაც კი აღწევს. თუმცა შემორჩენილია ქვის გემები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვაშია აგებული, ვიკინგების ეპოქაშიც კი (ახ. წ. 800-1150).

გვიანი ეპოქების ხომალდებთან დაკავშირებით მეცნიერები არ დავობენ, რომ ისინი მიცვალებულის პატივსაცემად იგებოდა, თუმცა ძველ ნაშთებთან დაკავშირებით მათი ვერსიები იყოფა. ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ქვის ხომალდები სიკვდილისა და სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისადმი მიძღვნილ რიტუალებს ემსახურებოდა. მკვლევრების თქმით, ამ თეორიას ამყარებს ძვლები და ურნები, რომელთაც ქვის ხომალდზე მრავლად მიაკვლიეს. მკვლევართა სხვა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სკანდინავიურ ქვის ხომალდებს "საამქვეყნო" დანიშნულებაც გააჩნდა და რიტუალების გარდა, სასწავლო-მეთოდოლოგიური მიზნითაც იყენებდნენ. დღეს, შვედეთიდან გერმანიამდე, ასეულობით მეგალითური "გემია" ნაპოვნი.

მომზადებულია livescience-ის მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”