რა უპასუხა რამაზ ჩხიკვაძემ ერთ ამბიციურ მსახიობს - კვირის პალიტრა

რა უპასუხა რამაზ ჩხიკვაძემ ერთ ამბიციურ მსახიობს

ანიმაციური ფილმის "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი" რეჟისორი და დამგმელი მხატვარი დავით სიხარულიძე იხსენებს: მზია კეკელიძის სცენარმა მომხიბლა და "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავლის" გაკეთება დავიწყე. მულტფილმი მედეა ჯაფარიძემ, დოდო აბაშიძემ, ირაკლი უჩანეიშვილმა, რუსლან მიქაბერიძემ და მარინა თბილელმა გაახმოვანეს. ქალბატონ მედეა ჯაფარიძეს ვთხოვე, მასალა ნახეთ, ოღონდ უარი არ გვითხრათ და რასაც საჭიროდ ჩათვლით, იმას შევცვლით-მეთქი.

სხვათა შორის, ერთმა ამბიციურმა მსახიობმა, რომელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, განაცხადა: რა არის, ამხელა მსახიობები მულტფილმებს რომ ახმოვანებენო. რამაზ ჩხიკვაძე მიუბრუნდა და უთხრა: რას ამბობ, აბა, ბატი ბატმა გაახმოვანოსო?

თვითონ რამაზი მულტფილმებს ხშირად ახმოვანებდა. "ბატი ტასიკო" ჩემთვის ბევრად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე კანის ფესტივალის პრიზიორი ფილმი""ჭირი".  საქართველოში კი "ტასიკოს" გამოსვლის შემდეგ ხალხი ქუჩაში მაჩერებდა. რაც მთავარია, ამ ფილმის შემდეგ ქართულმა ფოსტამ "ტასიკოს" ესკიზით საფოსტო მარკაც დაბეჭდა. თუ ფულის კუპიურაზე და საფოსტო მარკაზე ხარ, ესე იგი, რაღაცას წარმოადგენ...

შეგახსენებთ,ლეგენდარული მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის ხმა გვესმის ისეთი საყვარელი მულტფილმებიდან, როგორიცაა; "კომბლე", "კოჯრის ტყის სიზმრები", "სიზმარა" და ა.შ.

წაიკითხეთ ასევე: რამაზ ჩხიკვაძე: არტისტი ძუნწია, ისე არ მიანებებს თეატრს თავს, გული არ დასწყდეს...