საბავშვო ბაღი, რომელსაც იაკობ გოგებაშვილი და აკაკი წერეთელი ხელმძღვანელობდნენ - კვირის პალიტრა

საბავშვო ბაღი, რომელსაც იაკობ გოგებაშვილი და აკაკი წერეთელი ხელმძღვანელობდნენ

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ქიაჩელის 20 ნომერში მდებარე სამსართულიან ისტორიულ სახლში, სადაც უნიკალური რენტგენის აპარატი ინახება, პირველი ქართული საბავშვო ბაღი იყო და მას იაკობ გოგებაშვილი და აკაკი წერეთელი ხელმძღვანელობდნენ.

"ეს სახლი გერმანელი არქიტექტორის, მილერის დაპროექტებულია. პროექტის მიხედვით, სახლი სამსართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ხუთწლიანი მშენებლობის შემდეგ, მხოლოდ ორი სართული აშენდა, მესამე - საბჭოთა პერიოდში დააშენეს. პაპას ეს ადგილი სპეციალურად შეურჩევია - მტკვარსაც გადაყურებს და კოჯრის ჰაერიც მოდისო. საქართველოში პირველი ქართულენოვანი საბავშვო ბაღი ამ სახლში ბებიამ, ანასტასია გედევანიშვილმა გახსნა და 1908-დან 1918 წლამდე ფუნქციონირებდა. საბავშვო ბაღი უფასო გახლდათ. ხელმოკლე ოჯახის აღსაზრდელებს იაკობ გოგებაშვილმა სტიპენდიაც კი დაუნიშნა." - ყვება  მიხეილ გედევანიშვილის შვილიშვილი მანანა გედევანიშვილი.

იხილეთ სრულად