ვახტანგ VI-ის მთარგმნელობითი და ლიტერატურული მოღვაწეობა - კვირის პალიტრა

ვახტანგ VI-ის მთარგმნელობითი და ლიტერატურული მოღვაწეობა

ქართული ისტორიისა და მწიგნობრობისთვის უმნიშვნელოვანესია ვახტანგ VI-ის მოღვაწეობა. ფასდაუდებელია ის მემკვიდრეობა რაც მან, შთამომავლობას მთარგმნელობითი და ლიტერატურული მიმართულებით დაუტოვა.

ვახტანგ VI- ს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ახალგაზრდობაში კარგად შეისწავლა ასტრონომია. თავადვე თარგმნა სპარსულიდან XV საუკუნის ცნობილი

მეცნიერის, ულუღ-ბეგის, ნაშრომი "ზიჯი" – "ვარსკვლავთმრიცხველობა". ცის მნათობებზე დასაკვირვებლად ვახტანგმა ასტროლაბიც კი შეიძინა. თავის სტამბაში დაბეჭდა 1721 წელს თავისივე თარგმნილი ასტრონომიულ-კოსმოგრაფიული ნაშრომი "ქმნულების ცოდნის წიგნი".

ქალაქ გორის გრძედი და განედი "ზიჯის" ქართულ თარგმანში

ვახტანგ VI-ის მიერ ქართულად თარგმნილი "ზიჯი" დღესაც აოცებს მეცნიერებს: გარდა იმისა, რომ მასში 244 ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია აღწერილი, ვახტანგის მიერ დამატებულია კიდევ 450 ადგილი, მათი გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშ- ვნელი გრძედითა და განედით. ამ პუნქტებს შორისაა ქალაქი გორიც. მასალები ვახტანგმა მოაგროვა ევროპული სამეცნიერო ლიტერატურიდან, თუმცა აღნიშნავდა, რომ წყაროებში ბევრ უზუსტობას გადააწყდა. ამ უზუსტობებს იგი თავადვე ასწორებდა. ისეთი გეოგრაფიული პუნქტები, როგორიცაა არზრუმი, ალეპო, დამასკო, ისპაჰანი, მექა, ქაშანი, შირაზი და კიდევ სხვა ქალაქები, თარგმანში ვახტანგმა დედნისგან განსხვავებულად აღწერა. გარდა ამისა, ამ თარგმანს დაურთო სპარსულ-ქართული ასტრონომიული განმარტებებისა და უცხო სიტყვების ლექსიკონი.

სამკურნალო და ქიმიის წიგნები

ვახტანგმა გადააწერინა ძველი ქართული მედიცინის მნიშვნელოვანი ძეგლი "უსწორო კარაბადინი". თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ წიგნს, ხელნაწერი კარაბადინის ვახტანგისეულ ანდერძშიც ჩანს: "ჩვენ, საქართველოს გამგებელმან ბატონიშვილმან პატრონმან ვახტანგ დავაწერინეთ კარაბადინი ესე საკითხავად და სამყოფად დარბაზსეფეთა ჩვენთა". მისი ბრძანებით მოწესრიგდა და შეიკ რა XV საუკუნის მეცნიერის, ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის, "სამკურნალო წიგნის" (კარაბადინის) ხელნაწერები. ვახტანგ VI-მ მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია ქიმიის სფეროშიც. საკუთარ ლაბორატორიაში თავადვე ატარებდა ქიმიურ ცდებს. მას ეკუთვნის "წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნის".

ისევ მთარგმნელობითი საქმიანობა: ვახტანგ VI-ს მდიდარი სამეფო ბიბლიოთეკაც ჰქონდა. ამ ბიბლიოთეკას იგი საკუთა რი თარგმანებითაც ამდიდრებდა. XI საუკუნის სპარსული ლიტერატურის შედევრი, დიდაქტიკურ - აღმზრდელობითი ხასიათის "ამირნასარიანი" ("ყაბუს-ნამე") ჯერ პროზაულად თარგმნა, შემდეგ კი, უკვე რუსეთში გადასახლებულმა – გალექსა. თანაც, მთელი ნაწარმოები კი არ უთარგმნია, არამედ ის მონაკვეთები შეარჩია, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის იქნებოდა გამოსადეგი. სიუჟეტი საქართველოს სინამდვილეში გადმოიტანა, ერთი სიტყვით, გააქართულა და ადვილად გასაგები გახადა.

"ქილილა და დამა ნა" და "სიბრძნე მალაღობელი"

ვახტანგმა, ისპაჰანში ყოფნისას, კახეთის მეფის, დავითის, არასრულად ნათარგმნი ინდური კლასიკური ნაწარმოების, "ქილილა და დამანას", თარგმნა ჯერ ერთ სპარს მწიგნობარს დაა ვალა, მერე – სომეხს, მაგრამ არცერთი არმოეწონა. როცა ქირმანში გაგზავ ნეს, 1714 წელს, იქ თავად გააგ რძელა თარგმნა. ორი წლის შემ დეგ ისევ ისპაჰანში გაიწვია შაჰმა და ხელნაწერი თავისი კარის მდივანს, ონანას, გამოუგზავნა. ონანამ "ქილილა და დამანაში" ჩართული

სპარსული ლექსები (ვახტანგს რომ პროზაულად ეთარ გმნა) ქარ თულად გალექსა დანარჩენი ნაწილი კი უცვლელად დატოვა. საბოლოოდ, "ქილილა და დამანას" თარგმნა- გაჩარხვა სულხან-საბა ორბელიანს მოუხდა (1716-1719 წლებში) და ქრისტიანობასაც მიუსადაგა. ვახტანგმა ასევე ბევრი იმუშავა დიდაქ ტიკური

ხასიათის ძეგლის, "სიბრძნე მალაღობელის", თარგმანზე და მასში წარმოდგენილ სოკრატეს, პლატონისა და არისტოტელეს ბრძნულ გამონათქვამებს თავისი დიდაქ ტიკურ-მორალური მოსაზრებანიც დაუმატა.

პ.ს. უფრო დავწრილებით ვახტანგ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ იხილეთ საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის 24-ტომეულის მე-5 ტომში, რომელიც 23 დან 28 თებერვლის ჩათვლით, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად იყიდება.