"ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასათვის" " - ილია ჭავჭავაძის სასიყვარულო მიმოწერა
"ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასათვის" " - ილია ჭავჭავაძის სასიყვარულო მიმოწერა
22-01-2016
ილია ჭავჭავაძისა და მისი საყვარელი მეუღლის, ოლღა გურამიშვილის თავდავიწყებული სიყვარულის ამბავი იმჟამინდელი საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. მათი სასიყვარულო წერილები სხვადასხვა წერილობით წყაროებშია შემონახული. გურამ შარაძის წიგნში ილია ჭავჭავაძის "ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება" ვკითხულობთ:

"ილიასა და ოლღას დაახლოება ემთხვევა ჟურნალ "საქართველოს მოამბის" დაარსების გადამწყვეტ ეტაპს, კერძოდ, 1863 წლის იანვარს, რაც თავის მხრივ, მოასწავებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ძალით გაჩაღებას. ამ ძნელ ბრძოლაში ოლღა გურამიშვილი ნამდვილ მშველელად და შთამაგონებლად მოევლინა ილია ჭავჭავაძეს, რასაც მჭევრმეტყველურად მოწმობს, საბედნიეროდ, ჩვენამდე მოღწეული ილიას წერილები ოლღასადმი, მინდვრის გამხმარ ყვავილთან ერთად, შთამომავლობისთვის სასოებით რომ შემოინახა ადრესატმა და ასე შესანიშნავად გამოსცა პავლე ინგოროყვამ. ოლღას იმთავითე შეუცვნია ჭაბუკი ილიას ტვირთის სიმძმე და მამისა და გოროზი ნათესავების წინააღმდებობის მიუხედავად, ილიას სამუდამო თანადგომა გადაუწყვეტია. მან მართლაცდა გასაოცარი ერთგულებითა და თავდადებით ბოლომდე გაუზიარა ილიას ტრაგიკული ხვედრი...

სრულიად ყმაწვილ ქალში ილიამაც ნათლად შეიგძნო თავისი მომავალი მეუღლისა და მძიმე ჭაპანის ერთგულად გამწევის დიადი ღირსებები და ერთ-ერთ პირველსავე წერილში, 1863 წლის 8 თებერვალს, იმ დროისათვის ჯერ ისევ გამოუცემელ "საქართველოს მოამბის" კრიტიკოსობა შესთავაზა მას: "ჟურნალი ამ დღეებში გამოვა, მე შენგან მოვითხოვ, უბრალოდ მოვითხოვ, დაწვრილებით კრიტიკას".

ივანე პოლტარაცკაიას მოგონებით, "უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია უმცროსი დის ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი ჭავჭავაძე და მასთან მწერალი და ლიბერალი, სასურველ სიძედ ვერ ჩაითვლებოდა და თავის ტრფიალს მალავდა და ამის გამო ორ ახალგაზრდა მიჯნურთა შუა ჩუმი მიწერ-მოწერა იყო შეუამავალი. ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასათვის და მთელი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებდა. მე მოწამე ვარ იმათი იდეალური სიყვარულის და რომანტიულის გატაცებისა... თაყვანება და ერთგულება თავის გენიალური ქმრისა ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია"

ილიას ერთ - ერთ საიდუმლო ბარათზე ("წიგნზე") ოლღა ასეთ პასუხს უგზავნის 1863 წლის 2 აპრილს: "ჩემდა სანუგეშოდ, ჩემდა სიცოცხლედ - ეს შენი წიგნებიდანაა და მინამ პირში სული მიდგას ამით ვასიამოვნებ, რომ მეც ვიყავ ესე წელიწადი სრულ ბედნიერი. ამას ვიტყვი, რომ ჩემისთანა ბედნიერი არა მგონია ვინმე ყოფილიყოს, მაგრამ სოფელი და ჟამი გრძელი ყოფილა. ეს წიგნები ჩემთან დაიმარხებიან მე რომ მოვკვდები"...

როგორც ჩანს, ილიასთან საიდუმლო მიწერ-მოწერა ოლღამ გაუმჟღავნა თავის უფროს დას-ეკატერინეს. აღელვებული ოლღა 1863 წლის 14 მარტის წერილზე ილიას ატყობინებს: "საშინლად ვნანობ, რომ ვუთხარ ჩემს დასა, რომ ჩვენ ვწერთ ერთმანეთს. შენ გენაცვალოს ჩემი თავი, მომიტევე ჩემი უფიქრელი დანაშაულობა. იმედი მაქვს ღვთით, რომ ჩემი სიცოცხლე მომიტევებს. და თუ ამაღამ მოვახერხე, შემოვთვლი და მოხვალ. შენ გენაცვალე, საშინლად ვნანობ, მაგრამ რაღა გაეწყობა: "არა არს დაფარულ, რომელ არ განცხადდეს", ან კიდევ: "იმიტომ ვერ ამოვალ, მარტოკა არსადა არ მიშვებს. მშვიდობით, გენაცვალე, ჩემო სიცოცხლე".

აი, რას წერდა ილია 1863 წლის 26 თებერვალს ოლღა გურამიშვილს: "...მე არც ისე ღარიბი ვარ, როგორცა გწერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისათვის სახსრები,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ; მაგრამ მე ვცდილობდი - უფრო ღარიბად მეჩვენებინა თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ. იცი, რატომ? იმიტომ, რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის ყოლას არ მოვინდომებდი. გარდა ამისა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ არა როგორც ოქროებით გატენილ ზანდუკს ან ჯვრებითა და ვარსკვლავებით მორთულს აბრას, არამედ, როგორც ღვთის მიერ შექმნილს არსებას, რომელშიც უპირველესად ყოვლისა მისი სული უნდა მზიანობდეს".

გადაგვარების კარზე მისულ რომელიღაც ქართველ თავადიშვილს ეტყობა, სალანძღავ სიტყვად "პატრიოტკა" დაუძახნია ოლღა გურამიშვილისთვის. ილია წერს აფორიაქებულ და სულის სიღრმემდე შეურაცხყოფილ ქალიშვილს:

"ვინ გეძახის პატრიოტს? იმათ რაც უნდა თქვან, შენ მართლა პატრიოტი მეყოლები. განა ასე არ არის, ჩემო სულიკო? ეს დიდებული სახელწოდება მათთვის საძრახისია, ჩემო კარგო, მაგრამ შენ ამით იამაყებ,- ამიტომ მეჩვენები ძვირფასად, ამიტომ უყვარს შენს ილიკოს ოლიკო. მახსოვს, დოღზე ვიყავით, შენ შემაქე და პატრიოტი მიწოდე: თუმცა, ჩემისთანა სუსტი ძალის ადამიანი სად შესწვდება პატრიოტიზმს, მაგრამ იმ სიტყვებითა და კილოთი, რომლითაც შენ თქვი, მე მივხვდი, ვისთანაც მაქვს საქმე... და როცა ღმერთი ინებებს ჩვენს ერთად ყოფნას, მე გიჩვენებ კაცს, რომელსაც შენს შესახებ ვუთხარი, რომ ეს ქალი ატარებს თავის გულში სამშობლოს სახეს".

ჯვრისწერა მაინც საიდუმლოდ მოხდა 1863 წლის 10 აპრილს (როგორც ეს ილიას ფონდში დაცული მეტიკულიდან ჩანს) და არა 21 აპრილს (როგორც ეს ლიტერატურაშია დღემდე გავრცელებული), თბილისში, სამების ეკლესიაში...

ბარბარე მაყაშვილი (ილიას ახლო ნათესავი): "ერთხელ ოლღამ შემიყავნა ილიას საწოლ ოთახში, საწოლთან ედგა მაგიდა, ზედ დიდი ბლოკნოტი, გათლილი ფანქარი და ორი შანდალი, შიგ კარტოფილის სანთლებით. ოლღამ მითხრა, ყოველ ღამე ასე უმზადებ აქაც (ყვარელში) და თბილისშიაც; ცოტას ჩაიძინებს და მალე გაიღვიძებს, აანთებს სანთლებს და მანამ სანთლები დაიწვება, სწერს. გათენებისას იძინებს მხოლოდ, აქ, როგორც სოფელში, ადრე იღვიძებს, ჰაერზედ უყვარს გასვლაო. ილიას ოთახს ოლღა ულაგებდა სოფელშიაც დ თბილისშიაც, თუმცა ხელზედ მოსამსახურე ყოველთვის ჰყავდათ. ილია თავის მეუღლეს დიდ პატივს სცემდა, როცა ოლღას ამბავს ვკითხავდით, იტყოდა, ჩემი ოლღა ციდან ჩამოსული ადამიანიო".

ილიას მეფუტკრე საგურამოში დანიელ მასლოვი იმასაც იხსენებს, როგორ უსაყვერდურა ოლღამ საყვარელ მეუღლეს, როდესაც მან მოსამსახურე ქალს სთხოვა, ჭიქა წყალი დამალევინეო:

"დამიგდე ყური, - მიუმართავს ოლღას ილიასთვის,- ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ"...

თეა ცაგურიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
ania
23 იანვარი 2016 12:58
როგორ მესიამოვნა ეს სტატია, გაიხარეტ, ხშირად დააწერეტ მსგავსი სტატიები და ვინ ვის რა უყო ან რა აცვისა ან მერანდენდ გატხოვდა ეგეტები არა
სხვა სიახლეები
1944 წელს ეკრანზე "დიდების დღეები" გამოვიდა. მხატვრული ფილმის პლაკატებზე ლამაზი წყვილი იყო აღბეჭდილი: მგზნებარე შეყვარებულები ზოგან მჭიდროდ იკრავენ ერთმანეთს გულში, ზოგ ფოტოზე კი ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს, წყვილი წამი-წამზე, მხურვალე კოცნას აჩუქებდა ერთმანეთს...
დაწვრილებით...
"თბილისში იმ დროს ორი ცნობილი "ქალაქელი გიჟი" იყო, "ვორონცოველი" კიკა და მაღალი, შავგვრემანი, წვერებიანი მამაკაცი, რომელიც ფიდელის ორეულს წააგავდა. მავანმა "პლეხანოველებმა" კინოსტუდიაში იქირავეს სახურავ გადახდილი "ვილისი", უკანა სავარძელზე კიკა და "ფიდელი" დასვეს და მათი მარჯანიშვილის მოედნიდან "ჩელუსკინელებამდე" გაყვანაზე შეუთანხმდნენ მძღოლს"
დაწვრილებით...
"4400 წლის არის, ანანაურის ყორღანში სამარხი რომ გავთხარეთ, მიწაზე გაბნეული დაგვიხვდა. როგორც ჩანს, როცა სამარხი ჩაინგრა, კენკრა ჭურჭლიდან გადმოცვივდა."

"ანანაურის ყორღანშიც 7 ადამიანის ჩონჩხია, მაგრამ ეს ყორღანი სხვა მხრივ არის საინტერესო - ცოცხალი ხილითა და ორი უზარმაზარი ეტლით"
დაწვრილებით...
ყველაფერი ასე იწყებოდა - საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში ტელეცენტრის აშენება გადაწყვიტა და 1953 წელს, მთაწმინდის ზედა პლატოზე მისი დაპროექტებაც დაიწყეს. სსრკ-ში იმჟამად ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის მშენებლობა 1956 წელს დამთავრდა. იქვე მიუჩინეს ადგილი ტელესტუდიას და 1956 წლის ნოემბერში თბილისში საცდელი ტელემაუწყებლობაც დაიწყო.
დაწვრილებით...
"ვისაც კაფიაში ნათქვამი უხამსი სიტყვები სწყინს,­ დამარცხებულად ითვლება"

"მჭრელი სიტყვის მქონე­ მოკაფიავისა ორლესული მახვილივით ეშინოდათ"
დაწვრილებით...
რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ქერჩში 1943 წელს დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ირაკლი ბადალაშვილის ფერფლი იპოვეს.
დაწვრილებით...
როგორ იგებდნენ ძველ საქართველოში როდის დგებოდა ახალი წელი, თვე... სეზონი წვიმიანი იქნებოდა თუ ცხელი და ა.შ.

"ქვის ყორე და შუაში გრძელი ქვა სწორედ ცის მნათობებზე დასაკვირვებლად იყო განკუთვნილი"
დაწვრილებით...
მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პა­ტა­რა ინ­გ­ლი­სე­ლი ბი­ჭი ქარ­თ­ველ­მა მა­მა­კაც­მა, ოთარ სვა­ნი­ძემ იშ­ვი­ლა, მა­მო­ბა გა­უ­წია და ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი - კა­ხა­ბე­რი შე­არ­ქ­ვა.
დაწვრილებით...
ვიკინგები, იგივე ნორმანები (ანუ ჩრდილოელი ადამიანები) რომლებიც თავიანთ თავს "ზღვის მგლებს" უწოდებდნენ და მე-8 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ, ბევრისთვის არაცივილიზებულ დამპრობლებთან ასოცირდებიან.
დაწვრილებით...
2,5 იანი ბინა დიდი დიღომში,
ქირავდებ დღიურად 2 ოთახიანი ბინა
ბინა არის ახალი აშენებული, თეთრი
ქირავდება ჩეხური 1-ოთახიანი საბურთალოს ქუჩაზე,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები