ერთ ღამეში ამოხოცილი 17ადამიანი - ელაშვილების ოჯახის საშინელი ტრაგედია
ერთ ღამეში ამოხოცილი 17ადამიანი - ელაშვილების ოჯახის საშინელი ტრაგედია
31-01-2016
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც დიდი ტრაგედიის მომსწრეა. იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს და მხოლოდ ჭირნახულის შესანახად იყენებენ. წინათ სახლი გაცილებით დიდი ყოფილა, მაგრამ რამდენიმე ძმას წილი გაუტანია, თავისი კუთვნილი ოთახები მოუშლია და სხვაგან დასახლებულა...
ვერ აღვწერ, როგორი შეგრძნება იყო, როცა იმ ოთახში ვიდექი, სადაც სისხლის ღვრა მოაწყვეს რუსული, მე-11 არმიის ჯარისკაცებმა... იქ დატრიალებული ტრაგედიის ყველა სურათი თვალწინ დამიდგა... ერთ ოჯახში, ერთ ღამეს ამოხოცილი 17 ადამიანის კვნესაც კი ჩამესმა თითქოს, რომლებიც შველას ითხოვდნენ... ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების ხმები... მერწმუნეთ, იმ კედლებს დღესაც ახსოვთ ის სახეები... ბუხარი, რომელმაც ოჯახის ერთი პატარა წევრი გადაარჩინა, ამოშენებულია... დედაბოძი კი ისევ მყარად დგას და ცოდვით დამძიმებულ კედლებს ჩამოქცევის საშუალებას არ აძლევს.

სახლი ელაშვილების გვარის კუთვნილებაა... მის ეზოში ახლა 2 კაპიტალური შენობა დგას და 2 ოჯახი ცხოვრობს... გვარის წარმომადგენელთა სურვილია, სახლს ძველებური იერი დაუბრუნონ და მომავალ თაობას მუზეუმად შემოუნახონ...
ჩემი რესპონდენტი 75 წლის ჯერენერი ელაშვილი გახლავთ. ის იმ ღამით შემთხვევით გადარჩენილი ბესო ელაშვილის ვაჟია. ბესო მაშინ 10 წლის იყო და სხვა სოფელში, მამიდას სტუმრობდა. ცოცხალიც ამიტომ გადარჩა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ტიტიკო (ტიტა) ელაშვილი ობლობაში იყო გაზრდილი. მამა ადრე დაეღუპა და დედამ გერად მიიყვანა მეორე ქმართან. როცა ტიტია წამოიზარდა, ვინმე გულბაათ ქართველიშვილს მიაბარეს შეგირდად, რომელსაც მისთვის ცხვრის ტყავების გამოქნა, დამუშავება და ტყაპუჭების შეკერვა უსწავლებია. ტიტა ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა და ხელობას ისე მალე დაეუფლა, რომ ცოტა ხანში მთელ ქიზიყში გაითქვა კარგი მეტყავის სახელი. ხელობის გამო მას მეტყავე ტიტა შეარქვეს, ოჯახს კი - მეტყავიანთ ოჯახი.

ტიტა მართაზე დაქორწინდა და 8 შვილი შეეძინათ - 6 ვაჟი და 2 გოგონა. მათი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ... ქალიშვილები გაათხოვა, ერთი ვაჟი მოუკვდა. ტიტა 5 ვაჟთან და მათ ოჯახებთან (28 სული) საკმაოდ დიდი სახლში ცხოვრობდა. შეკრული ოჯახი ჰქონდათ. საქმე განაწილებული იყო. ყველამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. თან ერთი დაუწერელი კანონი ჰქონდათ - ოჯახის ყველა შრომისუნარიან წევრს უნდა ეშრომა. მამის სურვილი იყო, რომ შვილები არ დაქსაქსულიყვნენ და ერთად ყოფილიყვნენ. ამიტომ ცხოვრობდნენ ერთად. გაყოფილი არაფერი ჰქონდათ - საერთო დოვლათს ქმნიდნენ. ამიტომაც იყო, რომ საკმაოდ წელგამართულად ცხოვრობდნენ და ელაშვილების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო.

1921 წლის თებერვალში საქართველოში რუსული მე-11 არმია შემოვიდა და ქვეყნის გასაბჭოება მოახდინა. რუსი სამხედროები თავნებობდნენ, მოსახლეობას ავიწროებდნენ. სწორედ იმის გამო, რომ არავის შეეწუხებინა, ერთ-ერთი რუსი ოფიცერი, ვინმე პეჩინსკი მეტყავიანთ ოჯახმა ნათლიად მოიკიდა.

ერთხელ ახლობლებმა მეტყავიანთ ოჯახს გოჭი აჩუქა. ამათ "აბარტყეს" და ერთი გოჭი დიდ კოლტად აქციეს.
ერთ კვირადღეს ბოდბისხევის ბაზარში 300 ღორი გაყიდეს. აღებული ფულით ტომარა გაავსეს, ურემზე შეაგდეს და შინისაკენ გასწიეს. ვინმე მჭედლიშვილს დაუნახავს, ტომარა ფულით რომ გაავსეს.
- სად მიდიხართ და რა მიგაქვთო? - უკითხავს.

ამათაც ალალად უპასუხიათ, - ღორები
You must have Flash Player installed in order to see this player.
გავყიდეთ და ფული მიგვაქვსო. შემდეგ ეს კაცი შინ დაპატიჟეს და აქეიფეს კიდეც.
დიდძალი ფულის ხელში ჩაგდების სურვილმა შეიპყრო მჭედლიშვილი. წითელწყაროში, ნაწილში მივიდა და ელაშვილების ოჯახის ნათლიის ძმას მოახსენა, - დიდძალი ფულის შოვნა შემიძლია, მაგრამ ხალხი მჭირდება, რადგან ოჯახში ბევრნი არიან და შესაძლოა, წინააღმდეგობა გაგვიწიონო.

ელაშვილების სახლი უზარმაზარი ვენახის შუაში მდგარა. ახლოს მეზობელი არ ჰყოლია. 3 ძმა და ერთ-ერთის ვაჟიშვილი მინდორში ცხვარ-ძროხასა და ღორებს მწყემსავდნენ. დანარჩენები შინ იყვნენ.

20 დეკემბრის ცივი და ქარიანი ამინდი იდგა, რაც თავდასხმისთვის ხელსაყრელი პირობა გახლდათ, რადგან ადამიანები სახლებში იყვნენ შეყუჟული და ხმაურს ვერავინ გაიგონებდა. თავდამსხმელები მეტყავიანთ სახლის ახლოს, დიდი კაკლის ძირში შეჩერდნენ და მხნეობისთვის რამდენიმე ჭიქა არაყი გადაკრეს. კარგა ხნის დაბნელებული იყო და მათი ყველა ქმედება გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ამ დროს ორღობეში ჯუგაანელი ილა დოლაშვილი გამოჩნდა, რომელიც შინისაკენ მიიჩქაროდა. ყაჩაღებმა ილა გააჩერეს და უთხრეს:
- მეტყავიანთას მიდი და გააფრთხილე, რომ თუ რამე იარაღი აქვთ, გადამალონ, თორემ "ბოლშევიკები" მიდიან შემოწმებაზე და თუ იარაღს აღმოუჩენენ, გააციმბირებენო.

ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწიათ ელაშვილებს.
ილა დოლაშვილი მეტყავიანთას მივიდა და დანაბარები სოსიასა და ნიკოს გადასცა. იმათაც მოაგროვეს, თუ რამ იარაღი ჰქონდათ და ამბარში ჩაყრილ ხორბალში გადამალეს.
ამასობაში თავდამსხმელებიც მოვიდნენ და ოჯახის ყველა წევრი, დიდი თუ პატარა, ერთ ოთახში მოამწყვდიეს.
ყაჩაღებმა პირველ რიგში ფული და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს. ქალებს სამკაულები მოახსნევინეს და ფულის ძებნა დაიწყეს. ალბათ იფიქრეს, რომ ტომრით მოტანილ ფულს ბალიშებში გადამალავდნენ და მათ დაჭრა-დახევას მიჰყვეს ხელი. სწორედ ამ დროს, ოჯახის უფროსმა დიასახლისმა, მართა ბებიამ (ტიტას ცოლი) საუბედუროდ მძარცველთა შორის ნათლიის ძმა ამოიცნო და დაანამუსა, - რატომ არა გრცხვენია, ჩვენი ნათლიის ძმა არა ხარ? რატომ გვძარცვავო?
პეჩინსკის შეეშინდა და გასცა განკარგულება, - ერთიანად თუ არ ამოვხოცეთ, ციხეში ჩაგვყრიანო.

არყით შეზარხოშებულ კავალერისტებს ბრძანების გამეორება არ დასჭირვებიათ. ხმლებითა და კარაბინებით დაერივნენ უიარაღო ადამიანებს და უმოწყალოდ დაუწყეს ჩეხა. არ არჩევდნენ დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს.

როცა მომხდურებმა იფიქრეს, რომ ცოცხალი აღარავინ დარჩა, ფულის ძებნას თავი დაანებეს და სასწრაფოდ გაქუსლეს. ასე გადარჩა გატაცებას ერთი ტომარა ფული, რომელიც იქვე, ბუხართან იდო (სხვა ვერსიით - განჯინაში).

დილით ჯუგაანში საშინელი ამბავი გავრცელდა მეტყავიანთ ამოხოცილი ოჯახის შესახებ. მთელი სოფელი მიაწყდა მათ სახლს. ვინც შიგნით შეღწევა მოახერხა, შეძრწუნებული გამოდიოდა. სახლის ორივე სართულზე, ოთახებში სისხლის გუბეები იდგა და იატაკზე მიმოყრილი იყო ტყვიით დახოცილთა და ხმლებით აჩეხილთა გვამები. იმ ღამით 17 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

დახოცილთა შორის იყვნენ: ძმები - სოსია და ნიკო, ბებია მართა, სოსიას მეუღლე - ოლღა, ანდრეას მეუღლე - ანა, შაქროს მეუღლე - მანანა, მიხაკოს მეუღლე - ოლღა, მისი 2 ქალიშვილი და ვაჟიშვილი, ნიკოს 2 ვაჟიშვილი და ახალგათხოვილი ქალიშვილი, ძუძუთა ბავშვით.

ამ არადაამიანურ ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა სოსიას ვაჟიშვილი - გოგია, რომელიც ბუხარში დაიმალა; 6 თვის თამარი, რომელიც აკვანში იწვა; აკვანი გადაბრუნებულიყო და მომხდურებს შეუმჩნეველი დარჩათ; ანდრიას გოგონა - ელო და მეტყავიანთ ოჯახში აღსაზრდელად აყვანილი ობოლი ელენე, რომლებიც ანდრიას მეუღლემ, ანამ კაბის კალთის ქვეშ დამალა და სიკვდილს ასე გადაარჩინა. თუმცა, მათ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს და რამდენიმე ხნის შემდეგ საშინელი ტანჯვით დაიღუპნენ. ასევე ცოცხალი გადარჩა თვითონ ტიტა, რომელიც იმ დროს უკვე ღრმად მოხუცი იყო, უსინათლო გახლდათ და არც სიარული შეეძლო. ის ქვედა სართულზე იწვა და არც გაუგონია, მის ოჯახში რა ხდებოდა.

28-სულიანი ოჯახიდან მხოლოდ 11 დარჩა ცოცხალი. ისინიც იმიტომ, რომ ამ დროს შინ არ იყვნენ.

ერთ-ერთი ჩემი რესპონდენტის, ბატონი ჯენერის მამა, 10 წლის ბესო გახლდათ.

ჯუგაანში დატრიალებული უბედურება მაშინვე მოედო სიღნაღის მაზრას. ადგილზე მაშინვე მივიდა ახალშექმნილი სახალხო მილიციის უფროსი, სიკო ზურაშვილი. ის ყოფილი კავალერისტი იყო და დახოცილთა გვამებზე მიყენებული ჭრილობების მიხედვით იოლად მიხვდა, რომ ეს საშინელება კავალერისტების ჩადენილი იყო. ზურიაშვილმა მალე მიაგნო დამნაშავეთა კვალს და მიხვდა, რომ ეს კვალი წითელწყაროში (ახლანდელი დედოფლისწყარო) დაბანაკებული მე-11 არმიის ჯარისკაცებისკენ მიდიოდა.

საქმე ის გახლდათ, რომ მეტყავიანთ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიება თავიდანვე დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა. როგორც კი სიკო ზურიაშვილმა გაამხილა, რომ ეჭვი მე-11 არმიის მებრძოლებზე ჰქონდა, მაშინვე აუკრძალეს ეჭვმიტანილთა დაკავება და დაკითხვა. გაფრთხილებაც მიიღო - თუ წითელარმიელებზე ცილისწამებას თავს არ დაანებებდა, მისი საქმე ცუდად წავიდოდა. ამის გამო, ზურიაშვილი იძულებული იყო, გამოძიება ჩუმად ეწარმოებინა.

გაგრძელება

იხილეთ სიუჟეტი
lika
15 აპრილი 2016 12:02
ისევ ქართველს ამოუხოცია ყველაფერს სხვას ნუ დააბრალებთ რა.
Ale
01 თებერვალი 2016 22:58
Сацодави ки ара мисахрчоби кофила ег мезвришвили...
სხვა სიახლეები
1944 წელს ეკრანზე "დიდების დღეები" გამოვიდა. მხატვრული ფილმის პლაკატებზე ლამაზი წყვილი იყო აღბეჭდილი: მგზნებარე შეყვარებულები ზოგან მჭიდროდ იკრავენ ერთმანეთს გულში, ზოგ ფოტოზე კი ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს, წყვილი წამი-წამზე, მხურვალე კოცნას აჩუქებდა ერთმანეთს...
დაწვრილებით...
"თბილისში იმ დროს ორი ცნობილი "ქალაქელი გიჟი" იყო, "ვორონცოველი" კიკა და მაღალი, შავგვრემანი, წვერებიანი მამაკაცი, რომელიც ფიდელის ორეულს წააგავდა. მავანმა "პლეხანოველებმა" კინოსტუდიაში იქირავეს სახურავ გადახდილი "ვილისი", უკანა სავარძელზე კიკა და "ფიდელი" დასვეს და მათი მარჯანიშვილის მოედნიდან "ჩელუსკინელებამდე" გაყვანაზე შეუთანხმდნენ მძღოლს"
დაწვრილებით...
"4400 წლის არის, ანანაურის ყორღანში სამარხი რომ გავთხარეთ, მიწაზე გაბნეული დაგვიხვდა. როგორც ჩანს, როცა სამარხი ჩაინგრა, კენკრა ჭურჭლიდან გადმოცვივდა."

"ანანაურის ყორღანშიც 7 ადამიანის ჩონჩხია, მაგრამ ეს ყორღანი სხვა მხრივ არის საინტერესო - ცოცხალი ხილითა და ორი უზარმაზარი ეტლით"
დაწვრილებით...
ყველაფერი ასე იწყებოდა - საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში ტელეცენტრის აშენება გადაწყვიტა და 1953 წელს, მთაწმინდის ზედა პლატოზე მისი დაპროექტებაც დაიწყეს. სსრკ-ში იმჟამად ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის მშენებლობა 1956 წელს დამთავრდა. იქვე მიუჩინეს ადგილი ტელესტუდიას და 1956 წლის ნოემბერში თბილისში საცდელი ტელემაუწყებლობაც დაიწყო.
დაწვრილებით...
"ვისაც კაფიაში ნათქვამი უხამსი სიტყვები სწყინს,­ დამარცხებულად ითვლება"

"მჭრელი სიტყვის მქონე­ მოკაფიავისა ორლესული მახვილივით ეშინოდათ"
დაწვრილებით...
რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ქერჩში 1943 წელს დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ირაკლი ბადალაშვილის ფერფლი იპოვეს.
დაწვრილებით...
როგორ იგებდნენ ძველ საქართველოში როდის დგებოდა ახალი წელი, თვე... სეზონი წვიმიანი იქნებოდა თუ ცხელი და ა.შ.

"ქვის ყორე და შუაში გრძელი ქვა სწორედ ცის მნათობებზე დასაკვირვებლად იყო განკუთვნილი"
დაწვრილებით...
მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პა­ტა­რა ინ­გ­ლი­სე­ლი ბი­ჭი ქარ­თ­ველ­მა მა­მა­კაც­მა, ოთარ სვა­ნი­ძემ იშ­ვი­ლა, მა­მო­ბა გა­უ­წია და ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი - კა­ხა­ბე­რი შე­არ­ქ­ვა.
დაწვრილებით...
ვიკინგები, იგივე ნორმანები (ანუ ჩრდილოელი ადამიანები) რომლებიც თავიანთ თავს "ზღვის მგლებს" უწოდებდნენ და მე-8 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ, ბევრისთვის არაცივილიზებულ დამპრობლებთან ასოცირდებიან.
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად 5 ოთახიანი ბინა
2,5 იანი ბინა დიდი დიღომში,
ქირავდება კომერციული ფართები 55კვ.მ-დან ყაზბეგის
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები