"დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე..." - რას წერდა ივანე ჯავახიშვილი საყვარელ მეუღლეს
"დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე..." - რას წერდა ივანე ჯავახიშვილი საყვარელ მეუღლეს
06-02-2016
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ორასამდე მეცნიერის, ხელოვანისა თუ საზოგადო მოღვაწის პირადი არქივია დაცული. როცა მათ ხელნაწერებს ეხები, ხვდები, რომ ეს დიდებული პიროვნებები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. და როცა მათ სასიყვარულო ბარათებს კითხულობ, გული სიყვარულით გევსება...თურმე როგორი გამორჩეული სიყვარულის ერთგულების გრძნობა ჰქონდათ ამ რჩეულ მამულიშვილებს...

ივანე ჯავახიშვილის
და მისი მეუღლის, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი წერილები:

"ჩემო თვალისჩინო, ჩემო მერცხალო სტაზიაჯან!

ნეტავი ეხლა შენი მშვენიერი ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისე, როგორც ყოველთვის გაკოცებდი ხოლმე!... როგორა ხარ ჩემო ძირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მაქვს, გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფრო არ გაგიძნელდეს. ეხლა რომ მანდ მამყოფინა, თავს შემოგევლებოდი, მოგიკითხავდი, როგორც პატარა ბაღანას: გაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხელით ჩაგაწვენდი; მხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდი; გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე: "მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო". მე გაგითბობ კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის სიყვარულით: შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო...

მე ვერ წარმომიდგენია ის ნეტარება და სიტკოება, როცა მე შენი ვიქნები საბოლოოდ, სამუდამოდ და შენ ჩემი, ჩემი! შენ გენაცვალოს ვანო! (შენ გეთაყვანოს შენს თვალწარმტაც, გამაგიჟებელ) ნეტავი ჩიტად მაქცია, რომ შენთან მოვფრინდე... შენც ხომ მაკოცებდი, შენც ხომ ჩამეხუტებოდი? შენი ჭირიმე სტაზიაჯან, შენ ისე ანებივრებ შენს ვანოს. მე უკვე სამი წერილი მივიღე, მოუთმენლად ველი ყოველდღე, თითქოს ყოველდღეობდეს!... ყოჩაღად იყავ ჩემო კარგო, შენს თავს გაუფრთხილდი, თორემ შენს ვანოს აუტანელ ტანჯვასა და მწუხარებას აგრძნობინებ...

მე ძალიან მოხარული ვარ რომ სკრიპკას უკრავ; იცი, ჩემო მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას, ნურც როდის! თუ დაანებებ მაშნ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები კონცერტები გამართე მეთქი, არა; მე მინდა მხოლოდ, რომ იმ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო. მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება, მე ბედნიერი ვარ, რომ შენ, ჩემი თავლის ჩინი, ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურება, თითქოს მე ვემსახურებოდე, იმიტომ, რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთს არსებას წარმოავდგენთ. ძლიერი მხურვალე სიყვარული და გულითადი მეგობრობა გავერთიანებს ჩვენ! მე ბედნიერი ვარ, როცა შენ უკრავ ხოლმე იმიტომ, რომ სადაც უნდა უკრავდე შენ, მე ვიცი, რომ სიყვარული, ჩვენი მხურვალე სიყვარული მოისმის ხოლმე. მე სულ იმის ფიქრში ვარ თუ როდის მეყოლები აქ; მე და ჩემი სტაზია, ჩემი მშვენიერი სტაზია, ჩემი. დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც მე რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე, თავით ფეხთამდე, მარად შენი ვანო".
(1906. IX. 25. პეტერბურგიდან თბილსს)

"ჩემო ვანიკო, საყვარელო, გამაგიჟებელო ქმარიკო!
შაბათს ჩამოსულა მიქელაძე, და გუშინ მომიტანა ყველაფერი შენი გამოგზავნილი; არ ვიცი როგორ გითხრა მადლობა, ყველაფერი მშვენიერია, შენ ისე კარგად იცი ხოლმე ამორჩევა და მოფიქრება, ოღონდ მაწუხებს, რომ როგორც ყოველთვის ამდენს ხარჯავ ჩვენზე და შენს თავს კი აკლებ. ბავშვები
You must have Flash Player installed in order to see this player.
გახარებული არიან საჩუქრებით და ტკბილეულობით.

ჩვენ სამივენი მაგრად ვეხვევით ჩვენს საყვარელ მამიკოს და უდიდეს მადლობას გიგზავნით ამ წერილით, ოღონდ როცა შენ ისევ ჩვენთან იქნები მაშინ მხურვალედ დაგკოცნით ისე როგორც გვიყვარხარ სამთავეს.

ჩემო ვანიკო, დაუფასებელო ჩემო! შენმა წერილმა ხომ გამაგიჟა! სიცოცხლე ჩემო, შენ ვერ წარმოიდგენ ადვილად რაც მაგრძნობინა ამ ტკბილმა, ალერსით სავსე, დამათრობელმა წერილმა. ოჰ, რა კარგია, როცა შეიძლება თავისუფლად ადამიანმა გამოთქვას თავისი გულის გრძნობა, არ შეიკავოს, ვანიკო ჩემო კარგო, ჩემო ლამაზო, მაგრამ ეს მხოლოდ შენ იცი ასეთი სიყვარულის გამოთქმა, მე კი საძაგელმა არა, არ ვიცი ასეთი სიყვარული, მე მხოლოდ ჩემი გულის სიღრმეში ვგრძნობ და გამოთქმა კი არ შემიძლიან, ენა ჩემი არ მემორჩილება, შენ კი ოჰ, ვანიკო, თვითოეული შენი სიტყვა ცეცხლივით არის, და შედარებანი შესანიშნავი!

ვანიკო, ლამაზო და ნაზო, ტკბილო ჩემო ქმარიკო, მე წუხელის მთელი ღამე (ორი საათის გარდა!) არა მძინებია, სულ შენზე ვოცნებობდი, სულ თვალწინ მყავდი, შენი წერილის სიტყვები მეყურებოდა, მხოლოდ შენ თითონ მაკლდი, გვერდით არა მყავდი და აღარ ვიცოდი რა მექნა, ისე ძნელია როცა ასე ვართ მოშორებული ერთმანეთს!"
(1916 წ. 8. XI. )

თეა ცაგურიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
თიკო
06 სექტემბერი 2016 17:51
სწორედაც რომ საჯაროდ უნდა დაიბეჭდოს ასეთი დიდი ადამიანების პირადი მიმოწერა. ყველამ უნდა იცოდეს, როგორ უყვარდათ საქართველოში ძველად, როგორი გულწრფელი და სუფთა იყო მათი გრძნობები და ურთიერთობები.იქნებ სამაგალითო იყოს ჩვენთვ ის და მომავალი თაობებისთვისაც!
შალვა.
23 მაისი 2016 20:48
ნამდვილად სულის შემძვრელია,ესაა დიდი სიყვარული. ერთია,მხოლოდ-მივმართავ ვინმე ელენეს,მგონია,რომ ინგლისური შრიფტით ივაე ჯავახიშვილზე რაიმეს დაწერა,გინდაც დადებითის,აკნინებს მის ხსოვნას. გთხოვთ,ნუ იზამთ ამას
სხვა სიახლეები
1944 წელს ეკრანზე "დიდების დღეები" გამოვიდა. მხატვრული ფილმის პლაკატებზე ლამაზი წყვილი იყო აღბეჭდილი: მგზნებარე შეყვარებულები ზოგან მჭიდროდ იკრავენ ერთმანეთს გულში, ზოგ ფოტოზე კი ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს, წყვილი წამი-წამზე, მხურვალე კოცნას აჩუქებდა ერთმანეთს...
დაწვრილებით...
"თბილისში იმ დროს ორი ცნობილი "ქალაქელი გიჟი" იყო, "ვორონცოველი" კიკა და მაღალი, შავგვრემანი, წვერებიანი მამაკაცი, რომელიც ფიდელის ორეულს წააგავდა. მავანმა "პლეხანოველებმა" კინოსტუდიაში იქირავეს სახურავ გადახდილი "ვილისი", უკანა სავარძელზე კიკა და "ფიდელი" დასვეს და მათი მარჯანიშვილის მოედნიდან "ჩელუსკინელებამდე" გაყვანაზე შეუთანხმდნენ მძღოლს"
დაწვრილებით...
"4400 წლის არის, ანანაურის ყორღანში სამარხი რომ გავთხარეთ, მიწაზე გაბნეული დაგვიხვდა. როგორც ჩანს, როცა სამარხი ჩაინგრა, კენკრა ჭურჭლიდან გადმოცვივდა."

"ანანაურის ყორღანშიც 7 ადამიანის ჩონჩხია, მაგრამ ეს ყორღანი სხვა მხრივ არის საინტერესო - ცოცხალი ხილითა და ორი უზარმაზარი ეტლით"
დაწვრილებით...
ყველაფერი ასე იწყებოდა - საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში ტელეცენტრის აშენება გადაწყვიტა და 1953 წელს, მთაწმინდის ზედა პლატოზე მისი დაპროექტებაც დაიწყეს. სსრკ-ში იმჟამად ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის მშენებლობა 1956 წელს დამთავრდა. იქვე მიუჩინეს ადგილი ტელესტუდიას და 1956 წლის ნოემბერში თბილისში საცდელი ტელემაუწყებლობაც დაიწყო.
დაწვრილებით...
"ვისაც კაფიაში ნათქვამი უხამსი სიტყვები სწყინს,­ დამარცხებულად ითვლება"

"მჭრელი სიტყვის მქონე­ მოკაფიავისა ორლესული მახვილივით ეშინოდათ"
დაწვრილებით...
რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ქერჩში 1943 წელს დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ირაკლი ბადალაშვილის ფერფლი იპოვეს.
დაწვრილებით...
როგორ იგებდნენ ძველ საქართველოში როდის დგებოდა ახალი წელი, თვე... სეზონი წვიმიანი იქნებოდა თუ ცხელი და ა.შ.

"ქვის ყორე და შუაში გრძელი ქვა სწორედ ცის მნათობებზე დასაკვირვებლად იყო განკუთვნილი"
დაწვრილებით...
მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პა­ტა­რა ინ­გ­ლი­სე­ლი ბი­ჭი ქარ­თ­ველ­მა მა­მა­კაც­მა, ოთარ სვა­ნი­ძემ იშ­ვი­ლა, მა­მო­ბა გა­უ­წია და ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი - კა­ხა­ბე­რი შე­არ­ქ­ვა.
დაწვრილებით...
ვიკინგები, იგივე ნორმანები (ანუ ჩრდილოელი ადამიანები) რომლებიც თავიანთ თავს "ზღვის მგლებს" უწოდებდნენ და მე-8 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ, ბევრისთვის არაცივილიზებულ დამპრობლებთან ასოცირდებიან.
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა
ქირავდება ჩეხური 1-ოთახიანი საბურთალოს ქუჩაზე,
3 ოთახიანი ბინა 110 კვ.მ.
იყიდება განვადებით 80 კვ/მ ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები