ქურდული ანგარიშსწორება და "დენიკინის განძეულის საქმე"
ქურდული ანგარიშსწორება და "დენიკინის განძეულის საქმე"
13-02-2016
გასული საუკუნის 60-იან წლებში, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში მომხდარმა ქურდულმა ანგარიშსწორებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია... ქურდულ გარჩევაზე ალაპარაკდა ყველა - უბრალო პარიკმახერებითა და ტაქსის მძღოლებით დაწყებული, კრემლის მესვეურებით დამთავრებული. რასაკვირველია, იმ დროს ამ თემაზე მხოლოდ ჩურჩულით საუბრობდნენ, მაგრამ ჩურჩულით ნათქვამიც კი მსმენელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მრგვალ ბაღში მომხდარი მკვლელობა კავშირში იყო თეთრი გენერლის - ანტონ დენიკინის მიერ 1919 წელს გადამალული განძეულობის საქმესთან. ამ ყველაფერს ის მოჰყვა, რომ საბჭოთა კავშირის უმაღლესმა მესვეურებმა საქმე გაასაიდუმლოეს.

"დენიკინის განძის საქმის" მთავარი ეჭვმიტანილი საბჭოთა მართლმსაჯულებამ ვერ მოიხელთა და ცხადია, ვერც მის მიერ საზღვარგარეთ გატანილ განძეულობას მიაგნეს სადმე. ამის გამო, კრემლის მესვეურებმა საქმე დახურეს, ცხრაკლიტულშიც ჩაკეტეს და მათ, ვისაც "დენიკინის განძეულობაზე" ერთი სიტყვაც წამოსცდებოდა, ტრადიციულად, ციხით დაემუქრნენ. აღსანიშნავია, რომ საქმეში მონაწი-ლე პირთაგან ბევრი დღესაც კი ცოცხალია, ამიტომაც ვარჩიე, რომ მათი სახელები და გვარები შემეცვალა.

ამბავი სრულიად ბანალურად დაიწყო: 1961 წლის 7 მაისს დილით ადრე, მრგვალ ბაღთან მილიციამ უცნობი ახალგაზრდა კაცის გვამი ნახა. ის იქვე ახლოს
მცხოვრები ვინმე არტურ სოროკინი აღმოჩნდა. გამომძიებელმა შველიძემ, რომელსაც ამ ფაქტის გამოძიება მიანდვეს, გარდაცვლილის მეზობლებისაგან ერთგვაროვანი ჩვენებები მიიღო - სოროკინი თბილისში ახალი ჩამოსული იყო, ბინა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ეყიდა და მეზობლებთან ნაკლებად ურთიერთობდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალზე ჩვეულებრივ კრიმინალურ შემთხვევას ჰგავდა, რომ არა ერთი უცნაური დეტალი: არტურ სოროკინი ზურგში, გულის მხარეს, წვრილი და ბასრი საგნის ჩარტყმით მოეკლათ და არც გაეძარცვათ. დათვალიერებისას, გვამს გულის ჯიბეში ჩადებულ საფულეში 500 მანეთი უპოვეს. ეს გარემოება გამომძიებელ შველიძეს აფიქრებინებდა, რომ სოროკინი რაღაც სხვა, გაცილებით სერიოზული მიზეზის გამო უნდა მოეკლათ. გარდა ამისა, არტურ სოროკინს არარუსული, ოდნავ მონღოლოიდური გარეგნობა ჰქონდა და შველიძე ამანაც დააეჭვა - გვარი და სახელი შეცვლილი არ ჰქონდესო.

გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"ეს წარწერა აღმოჩნდა პატარა შენობაში, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი და დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გასათხრელია"
დაწვრილებით...
ფრანც ლოიო: "თქვენი ფოტო ყოველთვის ჩემთან დარჩება. როცა 1949 წელს პოლონეთის საზღვრიდან აღმოსავლეთ გერმანიაში გადავედით, უკანასკნელად გაგვჩხრიკეს. ფოტო ქუდში დავმალე და დღემდე ჩემთან არის..."

ფრანც ლოიომ საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო. ნინოს მან წერილთან ერთად ფოტოსურათი გამოუგზავნა: "ჩემი ახლანდელი სახე აღარც ისე მიმზიდველი­ა, ძველი კი სამუდამოდ დაივიწყეთ!"…
დაწვრილებით...
"სახელმწიფოს მტერი უკვალოდ უნდა გაქრეს!"

"საქართველოში 1921-1954 წლებში დაახლოებით 19 000 კაცი დახვრიტეს"
დაწვრილებით...
დიდი ადამიანების შთამომავლებს თითქოს ბედისწერა წინაპრისთვის ნაბოძებ ნიჭსა და დიდებას ამადლის, ტკივილებით აზღვევინებს და სამზეოზეც გულსატკენად მცირე ადგილს უტოვებს.
დაწვრილებით...
ქართველ მგოსან აკაკი წერეთელსა და ნოვატორ მამულიშვილს, ნიკო ნიკოლაძეს, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თავის დროზე ნიკო ნიკოლაძის ბაბუა, მამუკა ნიკოლაძე, აკაკი წერეთლის დედის, ეკატერინე აბაშიძის მშობლების ყმა ყოფილა. თურმე აკაკი ხშირად ოხუნჯობდა, მე და ნიკოს ბატონყმური ნათესაობა გვაკავშირებსო.
დაწვრილებით...
ტერ­მე­ნის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა - მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი - ტერ­მენ­ვოქ­სი (1919-20) იყო
დაწვრილებით...
აისედორა დუნკანი - ქალღმერთში ჩაბუდებული სიკვდილი...
დაწვრილებით...
გარდა ამისა, დადგინდა, რომ ტალიდომიდის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად ცხოველები არ იღუპებოდნენ, რამაც მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ წამალი უსაფრთხო იყო.
დაწვრილებით...
1919 წლის 14 მა­ისს ტფი­ლი­სის რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა გა­ზეთ­მა "გრუ­ზი­ამ" კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კის სვეტ­ში ერ­თი პა­ტა­რა ინ­ფორ­მა­ცია და­ბეჭ­და, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბას ეხე­ბო­და. მა­შინ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია თით­ქ­მის ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნას წარ­მო­ად­გენ­დ
დაწვრილებით...
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
სასწრაფოდ! იყიდება დუპლექსი პანკისის ქუჩაზე,
ქირავდება ბინა დღიურად, 2 комнатная
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები