დავით აღმაშენებლის ერთადერთი ხელნაწერი
დავით აღმაშენებლის ერთადერთი ხელნაწერი
29-02-2016
1902 წელს სინას მთაზე იყვნენ ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი. დავით აღმაშენებლის ხელნაწერი სინას მთის საბუთებში აღმოჩნდა. მისი ფოტო მარმა გადაიღო და ახლა მამას არქივში ინახება. ფოტოზე დოკუმენტი ივანე ჯავახიშვილს უჭირავს ხელში. ეს არის დავით აღმაშენებლის ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი

ამერიკის ბიბლიოგრაფიის ინსტიტ­უტის მიერ გამოცემულ წიგნში პროფესორი იოსებ მეგრელიძე მსოფლიოს ხუთას მეცნიერთა სიაშია შესული. 1992 წელს, კავკასიოლ­ოგთა კოლოკვიუმზე­ მას "კავკა­ს­­იოლოგიის პატრიარქი" უწოდ­ეს.­­ გვესაუბრება მეცნიერის ვაჟი გუბაზ­ მეგრელიძე.

"თერგდალეულები"
- მამაჩემი ჩოხატაურში, სოფელ ხიდ­ისთავში დაიბადა. მამამისი, ბართლომე მეგრელიძე, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. 1925-1926 წლებში მოღვაწეობდა საინგილოში, სადაც 26 ქართული სკოლა­ გახსნა. ბაბუაჩემის მეტად საგულისხმო ჩან­აწერი მაქვს: "იუბილე გადავუხადეთ დამსახურებულ მასწავლებელს სოფიო ყულოშვილისას, რომელსაც უსწავლებია საინგილოს საქალებო სკოლაში 30 წელი. ეს იუბილე პირველი იყო აზერბაიჯანში. ამ დილით მას დაუნიშნეს ასი მანეთი პენსია, რითაც მადლიერი დარჩა. ამით შევძელი, რომ დამეინტერესებინა სხვა ინგილოები!.."

მამამ უნივერსიტეტი 1931 წელს წარჩინებით დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადში გაგზავნეს... მასთან ერთად სწავლობდნენ ილია ვეკუა, ვიქ­ტორ კუპრაძე, სერგი ჯიქია, შოთა ძიძიგური, სერგი ჟღენტი, გიორგი ხარატი­შ­ვი­ლი, გიორგი წერეთელი. ლენინგრ­ა­დის­ უნივერსიტეტის­ ქართველ ასპირ­ან­ტთა პირველ­ თაობას XX საუკუნის 30-იანი­ წლების­ "თერგდალეულებს"­ უწოდებენ. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერების განვითარებაში.

დავით აღმაშენებლის ხელნაწერი
მამა ნიკო მარის სწავლული მდივანი­ გახლდათ სამეცნიერო დარგში. მისსავე ბინ­აში ცხოვრობდა. ნიკო მარის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ ნიკო მარის­ პირადი ნივთები მამას დაუტოვა - უფრო ახლობელი ოჯახს აღარავინ ჰყავდა.­ მათი ვაჟი - იური მარი, უკვე გარდაცვლილი იყო. ჩვენს ოჯახში ინახებოდა მარის მაგ­იდა, სკამი, ჩემოდანი, სკივრი, საყ­ელო, ჩანგალი­, ლამპა... 1938 წელს მამამ დაბეჭდა ნიკო მარის ნაშრომი "აფხაზეთის ენის ისტორია". მანვე გამოსცა მარის მიერ მომზადებული სინას მთის ქართულ ხელნაწერთა­ აღწერილობა (1902 წელს სინას­ მთაზე იყვნენ ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი). უმნიშვნელოვანესია დავით აღმაშენებლის ხელნაწერი, რომელიც სინას მთის საბუთებში აღმოჩნდა. მისი ფოტო მარმა გადაიღო და ახლა მამას არქივში ინახება.­ ფოტოზე დოკუმენტი ივანე ჯავახიშვილს უჭირავს ხელში. ეს არის აღმაშენებლის ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. არის კიდევ ორი, მაგრამ ისინი ასლებია...

"დღემდე წერენ, თითქოს ეს მძღოლის გმირობა იყო"
ემიგრირებულ ექვთიმეს ძალიან სჭირდებ­ოდა ინფორმაცია, თუ რა წიგნები გამოდ­იოდა საქართველოში, ნიკო მარმა მამაჩემს დაავალა წიგნების გაგზავნა... მამა იხს­ენებდა: "ბატონი ექვთიმეს დაბრუნებისას აქ არ ვიყავი, 1947 წლის აგვისტოს ბოლოს დავბრუნდი და მისი ნახვა დავაპირე. მითხრეს, თავის გაზრდილებთან ცხოვრობს, ისინი თითქმის­ არავის უშვებენ მოხუცთან. ფინია ჰყავთ, ისიც პატრონებს ჰბაძავსო... ერთ დღეს, დილის 12 საათზე, კარს მივადექი. დავრეკე,­ ძაღლის წკმუტუნი და ქალის ხმა ერთდროულად მომესმა. ვუპასუხე, ვინ ვარ და დაბეჯითებით დავსძინე: მოახსენეთ აკადემიკოსს-მეთქი... კარი ქალმა გამიღო. მოხუცმა ექვთიმემ გულში ჩამიკრა. თქვენთან შეხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, თანაც მეჩვენება, რომ თითქოს შვილივით საყვარელი იური მარი მესტუმრაო!.. მაგიდაზე ჩემ მიერ ლენინგრადიდან
საფრანგეთში მიწოდებული წიგნები­ ეწყო. ესენი რად წამოიღეთ, ამათ ხომ აქაც იშოვიდით-მეთქი. ეს წიგნები ბევრს­ გააბედნიერებდა პარიზში, მაგრამ აქ რომ ვეღარ მეშოვა, ვინანებდიო".

დაკრძალვაზე ექვთიმეს ცხედარი 48 კაცმა გააცილა. ჩეკისტები იქაურობას არავის აკარებდნენ. მეცნიერებს უნდოდათ, უნივერსიტეტთან გაეჩერებინათ კატაფალკი, რაც მაშინ არ შეიძლებოდა. მამაჩემმა მძღოლს მისცა 30 მანეთი - უნივერსიტეტთან გაჩ­ე­­რდი და თქვი, თითქოს მანქანას რაღაც გა­უფუჭდაო... მძღოლი ასეც მოიქცა. ბევ­რი­ დღემდე წერს, თითქოს ეს მძღოლის გმირობა იყო, მაგრამ მან არც იცოდა, ვის მიასვენებდნენ. გაზაფხულზე საფლავზე მამა და აკაკი შანიძე გავიდნენ. ძლივს მიაგნეს ექვთიმეს საფლავს. გაწმინდეს, წარწერაც გააკეთეს და საფლავი გადაარჩინეს.

КОРОЛЬ ПОЭТОВ!
1934 წელს ლენინგრადში გალაკტიონ ტაბიძის საღამო გაიმართა. მოთავე მამა გახლდათ. ამ პერიოდში პოეტი მამას ბინაში ცხოვრობდა. მოგონებებში წერს კიდეც: "ლენინგრადის მწერალთა სახლის ქართული მწერლობის სექციამ გალაკტიონ ტაბიძეს გულთბილი შეხვედრა მოუწყო. ამ შეხ­ვედრის დროს პოეტი გავაცანი ცნობილ მხატვარ ქალს ნ.კ. შვედე-რადლოვას. მითხრა: მხატვარი ვარ და არ შევცდები: ტიციან ტაბიძე ჰგავს პოეტს, გალაკტიონი­ - ბრძენსო. ეს არის "Царь наших позтов"-მეთქი. ნათქვამს ყური მოჰკრა გალაკტიონმა­ და გამისწორა: "Я не царь, Я КОРОЛЬ ПОЭТОВ!" იმ საღამოს აღსანიშნავად გალაკტიონმა ლექსი დაწერა: "იქ, იმ ბრინჯაოს გვერდით, აკადემიის გულში, ჩემი საღამო ქუხდა, როგორც მღელვარე ჩანგი, აკადემია მკერდით ჩემ ჩანგს იცავდა გუშინ"... სიტყვა "ბრინჯაოში" გალაკტიონი გულისხმობს პეტრე პირველის ქანდაკებას "ბრინჯაოს მხედარს", რომლის ახლოსაც მდებარეობდა ხელოვნებათმცოდნეობისა და მეტყველების ინსტიტუტი, სადაც პოეტს ეს შეხვედრა მოუწყვეს".

ფიროსმანის ნახატები ყაჩაღებს გადაურჩა
1978 წელს მოსკოვში პრაქტიკაზე ვიყა­ვი. ამ დროს მისულა ორი ახალგაზრდა კაცი მამასთან - გუბაზის მეგობრები ვართ, შემოგითვალათ, კარგად ვარო. მერე იარაღი­ ამოუღიათ და უბრძანებიათ, ფიროსმანის ნახატები - "თამარ მეფე" და "შოთა რუსთ­აველი" უნდა წავიღოთო. მამა ძლიერი იყო ფიზიკურად, რევოლვერი წაართვა, ძიძგილაობით კართან მიიყვანა და გარეთ გაყარა.­ შემდეგ მილიცია ჩაერია, მაგრამ საქმე გაუხსნელი დარჩა... ამ ინციდენტის­ გამო მამამ ფიროსმანის ნახატები მეგობ­რობის მუზეუმს გადასცა. ამ ფაქტს დიდი რეზო­ნანსი მოჰყვა - ფიროსმანი დაუბრუნდა მუზეუმსო, წერდნენ გაზეთები. იძულებითი ჩაბარება იყო, რადგან გარანტია არ არსებო­ბდა, რომ თავდასხმა ისევ არ განმეორდებოდა. მეგობრობის მუზეუმი რომ დაიშალა, ნახატები მირზაანის ფიროსმანის სახლ-მუზეუმს გადასცეს...

- ლადო გუდიაშვილის ნახატზე ბატონ იოსებს წაუწერია - ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტის ერთ-ერთი ვარიანტი ჩემი ინიცი­ატივით დახატაო...

- ბარათაშვილის საიუბილეო წელს გუდიაშვილმა ბარათაშვილის ცნობილი პორტრეტი დახატა. მისი სამი ესკიზი ჩვენს ოჯახშია.

- იოსებ მეგრელიძემ ბევრი მეცნიერის­ ნაშრომი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა...
- ცნობილი ფილოსოფოსის, კიტა მეგრელიძის წიგნი, "აზროვნების სოციოლო­გიური ფენომენოლოგია", ლენინგრადში­ უნდა გამოცემულიყო. ამასობაში კიტა დაიჭირეს... მისი ოთახი დალუქეს. მამა სანიაღვრე მილით ფანჯრიდან გადავიდა და ანაბეჭდები წამოიღო. ეს რომ გაეგოთ, დახვრეტა არ ასცდებოდა...M მამა იგონებდა, - ლენინის ტომის ყდაში ჩავდე კიტას წიგნიო.


ლიახვის ხეობის ქართული სიძველეები
მამა 1948 წლიდან მუშაობდა ლიახვის­ ხეობის სიძველეებზე, საიდანაც ჩანს, რომ არც ძეგლებზე, არც საფლავის ქვებზე არ არსებობდა არც ერთი ოსური წარწერა,­ ყველა­ ქართული იყო. ამ წარწერების ნაწილი ოსმა სეპარატისტებმა გაანადგურეს.­ 17 განცხადება აქვს შეტანილი - ხელისუფლებას სთხოვდა, ყურ­ადღება მიექციათ ლიახვის ხეობის ძეგლებისთვის, რომლის განა­დგურება დაწყებული იყო, მაგრამ ეროვნ­ული საქმისთვის კომუნისტ მოხელე­ებს­ არ ეცალათ. 1975 წელს გადაწყდა წიგნის"დაბეჭდვა ცხინვალის გამომცემლობა­ "ირისთონში", მაგრამ მისმა დირექტორმა გ. ბესაევმა ნაშრომი ავტორს ფოსტით დაუბ­რუნა. უარის არგუმენტაცია მეტად უსუსური­ იყო. სინამდვილეში სამხრეთ ოსეთის ოფიციოზმა შესთავაზა წიგნის დაბეჭდვა სათაურით: "სამხრეთ ოსეთის მხარის სიძველეები". მამაჩემი არ დათანხმდა - ეს ლიახვის ხეობის ქართული სიძველეებიაო! 1984 წელს გამომცემლობა "საქართველომ" ნაშრომის ნაწილი დაბეჭდა, მეორე ნაწილი მამას გარდაცვალების შემდეგ, 1996 წელს, ნუგზარ ფოფხაძის დახმარებით გამოვეცი. მამა დიდოურ ენას იკვლევდა. 1939 წელს ყორღანი\ გათხარა და აღმოაჩინა ჩვ.წ. IV-III ათასწლეულის 50-მდე ბრინჯაოს ფიგურა. რადგან ნივთები დაღესტნის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, დაღესტანმა მოინდომა მისი დატოვება, ასევე პრეტენზია გან­აცხადა ლენინგრადმა, რადგან ექსპედიცია­ ლენინგრადის იყო. მამამ - გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს გადავცეთო. სტალინის სამშობლოს უარს ვინ ეტყოდა!

მამაჩემი იყო "ვეფხისტყაოსნის" ბევრი­ უცხოელი მთარგმნელის კონსულტანტი... ჩვენს არქივში "ვეფხისტყაოსნის" 80-მდე გამოცემაა, მათ შორის უნიკალურიც...

ჰერთა დედა

დამსახურებული მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე სოფიო კონჭოშვილი-ყულოშვილი 50 წელიწადი ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ისტორიულ ჰერეთში - საინგილოში. ჰერ ქალებს ასწავლიდა მეფუტკრეობას, ოჯახის მოვლას, ბავშვის აღზრდას, მებოსტნეობას, ჭრა-კერვას...
დედ-მამა ადრე გარდაეცვალა. აღზარდა ბიძამ, ეპისკოპოსმა პეტრე კონჭოშვილმა. თელავის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის დასრულების შემდეგ სოფიო ცოლად გაჰყვა ნიკოლოზ ყულოშვილს, წმინდა მამა მიქაელ ყულოშვილის ვაჟს. ნიკოლოზი კახის ვაჟთა ორკლასიან სასწავლებელში ასწავლიდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. 21 წლის სოფიო ბავშვით ხელში დარჩა. 1896 წელს ის დანიშნეს კახის საეკლესიო-სამრევლო სკოლის გამგე-მასწავლებლად. მან რამდენიმე ათეული ჰერი გოგონა შეკრიბა სკოლაში. სოფიო საზოგადო მოღვაწე იყო, ჰერთა გულშემატკივარი, მისი წინამძღოლი ყოველგვარ ახალ საქმეში. გამოწერილი ჰქონდა იმდროინდელი ყველა ჟურნალ-გაზეთი და საღამოობით ქალებს უკითხავდა ქვეყნის ამბებს, უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას. თავისი შრომით შეგროვილ ფულს სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას ახმარდა, უფრო ხშირად კი ღარიბ ინგილო სტუდენტებს უგზავნიდა. ამის გამო მას სოფიო-დედა შეარქვეს. საყვარელ ადამიანს 1926 წელს მოღვაწეობის 30 წლის იუბილე გადაუხადეს. 1946 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში.

მანანა გაბრიჭიძე
Teo
02 აპრილი 2016 23:14
Madloba aseti kargi inpirmaciis mocodebisatvis gmadlobt
Edvard
04 მარტი 2016 21:26
მოგესალმებით,ჩემი თხოვნა იქნება გააკეთეთ ასეთი წერილები.დიდად სასიამოვნოა როდესაც ასეთ გემრიელ და ტკბილ მოხსენებები და სამომავლო საიმედო,და კარგის შთამბეჭდავ ისტორიებს რომ წაიკითხავდა ადამიანი.მადლობა...
სხვა სიახლეები
თინა ყანდარელს ანა კალანდაძის არქივში წერილი უნახავს, იმ კაცის მოწერილი. "ის", თურმე, მთაში ქეიფობდა და ანას სადღეგრძელოს რომ სვამდა, პეპელა დაფრენილა მის ჭიქაზე...
დაწვრილებით...
"ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა გურჯაანში წინაპართა საფლავები მოინახულა და მათი საფლავის ქვის ნატეხები სამახსოვროდ წაიღო"
დაწვრილებით...
"ბინაში ერთი მისთვის ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა: უბრალო თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან - ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული..."
დაწვრილებით...
ვინ არის იდუმალი მხედართმთავარი?

"ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საფლავის პატრონი სამხედრო ელიტის წარმომადგენელი იყო. ამას მოწმობს მისი აღკაზმულობა, დიადემა შუბლზე. საფლავში ორი იარაღია აღმოჩენილი, მახვილი ჩონჩხის უკან, რომელსაც შესაძლოა ზურგზე დაკიდებულს ატარებდა და ისრისპირი, რომელიც მიცვალებულს მუცლის არეში აღმოაჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ისრით მოკლეს"
დაწვრილებით...
ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ დეხვირში სამაროვანის გათხრისას მნიშვნელოვანი სამარხებია ნაპოვნი, რომელთაგან ერთ-ერთში მამაკაცის ჩონჩხი იპოვეს. სამარხი, სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მესამე საუკუნეებს განეკუთვნება.
დაწვრილებით...
...1994 წლის 2 დეკემბერს ბათუმის პორტიდან იალტის მიმართულებით სატვირთო გემი "სპარტაკი" გავიდა. გემზე 10 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.
დაწვრილებით...
"დამიანე დავრიშაშვილს, რომელიც იყო გორის პრეფექტი, კეკესთან ჰქონდა ურთიერთობა. მისგან შეეძინა იოსები და ამაზე მთელი გორი ლაპარაკობდაო"
დაწვრილებით...
ჯერ კიდევ ოლიმპიური მოძრაობის სულისჩამდგმელი, პიერ დე კუბერტენი ქადაგებდა პრინციპს - "სპორტი პოლიტიკის გარეშე". თუმცა პოლიტიკური დემარშები პირველ თამაშებსაც არ დაჰკლებია, ხოლო 1936 წლის ოლიმპიადა სულაც პოლიტიკურ იარაღად იქცა მასპინძელი სახელმწიფოს ხელში.
დაწვრილებით...
"ეს წარწერა აღმოჩნდა პატარა შენობაში, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი და დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გასათხრელია"
დაწვრილებით...
ფრანც ლოიო: "თქვენი ფოტო ყოველთვის ჩემთან დარჩება. როცა 1949 წელს პოლონეთის საზღვრიდან აღმოსავლეთ გერმანიაში გადავედით, უკანასკნელად გაგვჩხრიკეს. ფოტო ქუდში დავმალე და დღემდე ჩემთან არის..."

ფრანც ლოიომ საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო. ნინოს მან წერილთან ერთად ფოტოსურათი გამოუგზავნა: "ჩემი ახლანდელი სახე აღარც ისე მიმზიდველი­ა, ძველი კი სამუდამოდ დაივიწყეთ!"…
დაწვრილებით...
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
ქირავდება 17.85 კვ.მ
იყიდება საბურთალოზე (მოდულის წინ), ახალაშენებული
სასწრაფოდ! იაფად იყიდება სახლი ბორჯომში,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები