"ქვევრში მოთავსებული წყალი ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ან უფრო ადრე უნდა ეკურთხებინათ" - აღმოჩენა ყვარელში
"ქვევრში მოთავსებული წყალი ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ან უფრო ადრე უნდა ეკურთხებინათ" - აღმოჩენა ყვარელში
09-03-2016
"13 საუკუნის გაუხსნელ ქვევრში სრულიად ანკარა, მარგებელი თვისებებით გაჯერებული წყაროს წყალი აღმოჩნდა"

ჟურნალმა "გზამ" 10 მარტის ნომერში გამოაქვეყნა მეტად საინტერესო სტატია, სათაურით, "ტაძრის ნანგრევებში აღმოჩენილი წყლით სავსე ქვევრი V-VIII საუკუნით თარიღდება", რომლიდანაც გთავაზობთ ფრაგმენტებს:

ქალაქი ყვარელი. მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირი, გვიანანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ეპოქის ნასახლარი - ეს მისამართი მალე ახალ ისტორიულ ძეგლთან მიგიყვანთ. დოლოჭოპის ნასახლარზე (ამ ადგილს ასე ეძახიან) ცოტა ხნის წინ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მკვლევრებმა V საუკუნით დათარიღებული ბაზილიკის ტიპის ტაძრის ნანგრევები აღამოაჩინეს. შესაძლოა, ეს მსოფლიოში ერთადერთი ადგილი აღმოჩნდეს, სადაც ტაძრის შიდა ტერიტორიაზე, საუკუნეების წინანდელი ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი ინახებოდა.

ნოდარ ბახტაძე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი:
- მშრალ ნიადაგში, სრულიად დაცული თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა V საუკუნის ბაზილიკური ტაძრის ცენტრალურ ნაწილში. ქვევრი ტევადობით დაახლოებით ერთი ტონაა. როდესაც VIII საუკუნეში არაბთა შემოსევის შემდეგ ეკლესია დანგრეულა და კედლები ჩამოშლილა, ნაშალში მოყოლილი ქვევრი ბუნებრივად დაკონსერვებული სახით შემორჩა. არქოლოგიური კვლევებისას, მუშაობის დროს ნელ-ნელა ჩნდებოდა VIII საუკუნისთვის დამახასიათებელი ნივთებიც. 13 საუკუნის გაუხსნელ ქვევრში სრულიად ანკარა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მარგებელი თვისებებით გაჯერებული წყაროს წყალი აღმოჩნდა, რაც ლაბორატორიულმა კვლევამაც დაადასტურა. ახლა ვიცით, რომ ქვევრში მოთავსებული წყალი ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ან უფრო ადრე უნდა ეკურთხებინათ, რაც ბუნებამ ამ დრომდე შემოგვინახა. აქ ისეთი ქანებია, დიდი ძალისხმევის შედეგად ვთხრით ნიადაგს. ქვევრის ირგვლით საერთოდ არ ყოფილა ნესტი, არც თიხის მთლიანობა ყოფილა დარღვეული. დღემდე მოდიან სხვადასხვა ტაძრიდან სასულიერო პირები, მრევლი და წყალი მიაქვთ.


იხილეთ სტატია სრულად



pipi
31 მარტი 2016 00:35
რატო გვაბოლებთ?კიდე დაბოლება გვინდა ჩვეენ?....
ზიზუ
12 მარტი 2016 20:20
ვაი საცოდავო და ბნელო საქართველოვ
სხვა სიახლეები
"თბილისში იმ დროს ორი ცნობილი "ქალაქელი გიჟი" იყო, "ვორონცოველი" კიკა და მაღალი, შავგვრემანი, წვერებიანი მამაკაცი, რომელიც ფიდელის ორეულს წააგავდა. მავანმა "პლეხანოველებმა" კინოსტუდიაში იქირავეს სახურავ გადახდილი "ვილისი", უკანა სავარძელზე კიკა და "ფიდელი" დასვეს და მათი მარჯანიშვილის მოედნიდან "ჩელუსკინელებამდე" გაყვანაზე შეუთანხმდნენ მძღოლს"
დაწვრილებით...
"4400 წლის არის, ანანაურის ყორღანში სამარხი რომ გავთხარეთ, მიწაზე გაბნეული დაგვიხვდა. როგორც ჩანს, როცა სამარხი ჩაინგრა, კენკრა ჭურჭლიდან გადმოცვივდა."

"ანანაურის ყორღანშიც 7 ადამიანის ჩონჩხია, მაგრამ ეს ყორღანი სხვა მხრივ არის საინტერესო - ცოცხალი ხილითა და ორი უზარმაზარი ეტლით"
დაწვრილებით...
ყველაფერი ასე იწყებოდა - საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში ტელეცენტრის აშენება გადაწყვიტა და 1953 წელს, მთაწმინდის ზედა პლატოზე მისი დაპროექტებაც დაიწყეს. სსრკ-ში იმჟამად ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის მშენებლობა 1956 წელს დამთავრდა. იქვე მიუჩინეს ადგილი ტელესტუდიას და 1956 წლის ნოემბერში თბილისში საცდელი ტელემაუწყებლობაც დაიწყო.
დაწვრილებით...
"ვისაც კაფიაში ნათქვამი უხამსი სიტყვები სწყინს,­ დამარცხებულად ითვლება"

"მჭრელი სიტყვის მქონე­ მოკაფიავისა ორლესული მახვილივით ეშინოდათ"
დაწვრილებით...
რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ქერჩში 1943 წელს დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ირაკლი ბადალაშვილის ფერფლი იპოვეს.
დაწვრილებით...
როგორ იგებდნენ ძველ საქართველოში როდის დგებოდა ახალი წელი, თვე... სეზონი წვიმიანი იქნებოდა თუ ცხელი და ა.შ.

"ქვის ყორე და შუაში გრძელი ქვა სწორედ ცის მნათობებზე დასაკვირვებლად იყო განკუთვნილი"
დაწვრილებით...
მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პა­ტა­რა ინ­გ­ლი­სე­ლი ბი­ჭი ქარ­თ­ველ­მა მა­მა­კაც­მა, ოთარ სვა­ნი­ძემ იშ­ვი­ლა, მა­მო­ბა გა­უ­წია და ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი - კა­ხა­ბე­რი შე­არ­ქ­ვა.
დაწვრილებით...
ვიკინგები, იგივე ნორმანები (ანუ ჩრდილოელი ადამიანები) რომლებიც თავიანთ თავს "ზღვის მგლებს" უწოდებდნენ და მე-8 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ, ბევრისთვის არაცივილიზებულ დამპრობლებთან ასოცირდებიან.
დაწვრილებით...
გასული საუკუნის დასაწყისში ლუკმაპურის საშოვნელად შორეულ ამერიკაში ჩასულ გურულ მოჯირითეებსა და მუშაითებს შორის ქალებიც იყვნენ. ამ მოჯირითე ქალბატონებს გურულ-აჭარულ-ლაზური ჩაქურა ემოსათ ტანთ. მოხერხებულმა და ლამაზმა სამოსმა ამერიკელთა ყურადღება მიიქცია და... სწორედ ჩაქურა დაედო საფუძვლად ამერიკულ ბრიჯებს.
დაწვრილებით...
ქირავდება ორ ოთახიანი ბინა ბაგების
ქირავდება დღიურად ბინა საბურთალოზე, საუკეთესო
3 ოთახიანი ბინა 110 კვ.მ.
ბინა არის ახალი აშენებული, თეთრი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები