"6 ტყვია ჰაერში გაუსვრია... შენს მკვლელს 24 საათში უკან მოგაწევო" - ვინ იყვნენ გურული ფირალები
"6 ტყვია ჰაერში გაუსვრია... შენს მკვლელს 24 საათში უკან მოგაწევო" - ვინ იყვნენ გურული ფირალები
26-03-2016
ფირალი არაბული სიტყვაა და გაქცეულს ნიშნავს. ძველად გურია განთქმული გახლდათ ფირალებით. ისინი ლამის მითურ პიროვნებებად იქცნენ, მათზე შექმნილი ლექსები და სიმღერები კი ფოლკლორისა და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა... საქართველოში მარქსისტული იდეოლოგიის გავრცელების შემდეგ სჯიდნენ ყველას, ვინც ამ იდეებს არ იზიარებდა.

მათი დევიზი იყო: "მე დედას მოვკლავ, დავახრჩობ მამას, თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას". თუ კომიტეტი ვინმეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, ის აუცილებლად უნდა აღსრულებულიყო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სამჯერ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და სამჯერვე გადარჩა, ფირალი დათიკო შევარდნაძე (1875-1909) გახლდათ. ბრწყინვალე მსროლელი ვერავინ მოიხელთა. როგორც ამბობენ, ტყვიას ტყვიაში სვამდა.

"კვირის პალიტრის" არქივი ინახავს ინტერვიუს ოზურგეთის რაიონის სოფელ კვირიკეთში ცნობილი ფირალის, მელქიზ გუნთაიშვილის ოჯახის წევრთან, 83 წლის ნელი გუნთაიშვილთან, რომელმაც სახელგანთქმული წინაპრის შესახებ საინტერესო ამბები გვიამბო.


- მელქიზ გუნთაიშვილი ჩემი ქმრის ბიძა იყო. მაშინ ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები იყვნენ და ფირალების ოჯახებს ძალიან ავიწროებდნენ. მელქიზ გუნთაიშვილი ყაჩაღად პირველად ე.წ. ნიკოლოზის დროს გავიდა, მეორედ
- საბჭოთა ხელისუფლებისას. მელქიზი ყაჩაღი არ იყო, ის ბოროტებას არ ჩაიდენდა.

მაშინ ისეთი ყაჩაღებიც იყვნენ,  ღარიბ ხალხს რომ შეუთვლიდნენ, ამაღამ ძროხა დაკალი, საქეიფოდ მოვდივართო (ასეთები არ იყვნენ სისონა დარჩია, დათიკო შევარდნაძე...). საბჭოთა ხელისუფლება რომ დამყარდა, ბოლშევიკურმა მთავრობამ მელქიზი შემოირიგა და ჩაქვში კომისრად დანიშნა. საკუთარი კაბინეტიც ჰქონდა და ფაეტონიც ჰყავდა.

ჩემს მამამთილს, აპოლონს, ოთხი  ძმა - მელქიზი, სამსონი, გრიგოლი, ბიქტორი და ერთი და, ესმა, ჰყავდა. აპოლონს სტალინთან სურათიც კი ჰქონდა გადაღებული. სამწუხაროდ, ეს სურათი ვერ შემოვინახეთ.

დედმამიშვილებში სამსონი გამოირჩეოდა  სილამაზითა და ვაჟკაცობით. "პარაბელუმს" ატარებდა, რომელიც მსხვილი ოქროს ჯაჭვით გულზე ჰქონდა დაკიდებული (მელქიზი ირკუტსკში იყო გადასახლებული და იქიდან ჩამოუტანა ძმას ოქროს ჯაჭვი). სამსონმა ისეთი სიმღერა იცოდა, ხალხი სულგანაბული უსმენდა.

კითხვის გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"სახელმწიფოს მტერი უკვალოდ უნდა გაქრეს!"

"საქართველოში 1921-1954 წლებში დაახლოებით 19 000 კაცი დახვრიტეს"
დაწვრილებით...
დიდი ადამიანების შთამომავლებს თითქოს ბედისწერა წინაპრისთვის ნაბოძებ ნიჭსა და დიდებას ამადლის, ტკივილებით აზღვევინებს და სამზეოზეც გულსატკენად მცირე ადგილს უტოვებს.
დაწვრილებით...
ქართველ მგოსან აკაკი წერეთელსა და ნოვატორ მამულიშვილს, ნიკო ნიკოლაძეს, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თავის დროზე ნიკო ნიკოლაძის ბაბუა, მამუკა ნიკოლაძე, აკაკი წერეთლის დედის, ეკატერინე აბაშიძის მშობლების ყმა ყოფილა. თურმე აკაკი ხშირად ოხუნჯობდა, მე და ნიკოს ბატონყმური ნათესაობა გვაკავშირებსო.
დაწვრილებით...
ტერ­მე­ნის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა - მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი - ტერ­მენ­ვოქ­სი (1919-20) იყო
დაწვრილებით...
აისედორა დუნკანი - ქალღმერთში ჩაბუდებული სიკვდილი...
დაწვრილებით...
გარდა ამისა, დადგინდა, რომ ტალიდომიდის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად ცხოველები არ იღუპებოდნენ, რამაც მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ წამალი უსაფრთხო იყო.
დაწვრილებით...
1919 წლის 14 მა­ისს ტფი­ლი­სის რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა გა­ზეთ­მა "გრუ­ზი­ამ" კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კის სვეტ­ში ერ­თი პა­ტა­რა ინ­ფორ­მა­ცია და­ბეჭ­და, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბას ეხე­ბო­და. მა­შინ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია თით­ქ­მის ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნას წარ­მო­ად­გენ­დ
დაწვრილებით...
"ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები"
დაწვრილებით...
"ბავშვები ტყვეებს დავძახოდით, - ჰიტლერ კაპუტო! ისინი არაფერს გვეუბნებოდნენ... მერე შეგვეჩვივნენ და თავიანთი ხელით გაკეთებულ სათამაშოებს გვჩუქნიდნენ... ერთი ბიჭი იყო, ჩემი ტოლი იქნებოდა­, ის რაღა შუაში იყო სიკვდილთან!..
დაწვრილებით...
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
ქირავდება კეთილმოწყობილი ბინა დღიურად თბილისში
ქირავდება ბინა დღიურად.
სასწრაფოდ! იყიდება 3-ოთახიანი ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები