"შავკანიანი მეხანძრე ქართველებისთვის თავს სწირავდა" - როგორ შეიფარეს რუს კნიაზს მიყიდული შამბე ქართველებმა
"შავკანიანი მეხანძრე ქართველებისთვის თავს სწირავდა" - როგორ შეიფარეს რუს კნიაზს მიყიდული შამბე ქართველებმა
როცა მეხანძრეთა მუზეუმში უზარმაზარ ნახატზე გამოსახული საქართველოს ერთადერთი შავკანიანი მეხანძრე ბაშარ შამბე შევნიშნე, ძალიან დავინტერესდი. დიახ, რომელიღაც საბჭოთა მხატვრის მიერ საგანგებოდ შექმნილ პორტრეტზე ბაშარ შამბეს მკერდი ოთხი საბჭოთა მედლით ჰქონდა დამშვენებული.

მუზეუმის თანამშრომელმა ლაურა ოზაშვილმა შამბეს მედლებიც მაჩვენა - საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს მეხანძრეთაგან 1932 წელს ბაშარ შამბე დააჯილდოვა შრომის წითელი დროშის ორდენით, რაც სახელმწიფოში ყველაზე დიდი ჯილდო იყოო. ალბათ ამერიკელებს­ რომ ეჯიბრებოდნენ, იმათ ჯინაზე დააჯილდოეს - იქ შავკანიანებს კუ-კლუქს-კლანი ხოცავდა და
You must have Flash Player installed in order to see this player.
რუსები ანგელოზებად აჩვენებდნენ თავს, თორემ როგორ დავიჯერო, შავკანიანი მეხანძრე ქართველ მეხანძრეებზე მამაცი იყო-მეთქი. თავი გამიქნია, - ვიცი, რომ ის ნამდვილად მამაცი კაცი იყოო. მერე კი მიამბო:

- შამბეს, ცხადია, არ ვიცნობდი, 40-იანი წლების ბოლომდე უმსახურია საქართველოს სახანძრო სამსახურში, მაგრამ ამ მუზეუმში ათეული წლებია, ვმუშაობ და მისი ამბავი გამიგონია - ძალიან გამბედავი კაცი ყოფილა, თითქოს გასართობად მიეჩქარებაო, ისე შევარდებოდა თურმე ცეცხლში ადამიანების
გადასარჩენად... შეიძლება, მისი ასეთი სიმამაცე მისმა წარსულმაც განაპირობა, - უსამშობლოს და უთვისტომოს არავინ ჰყავდა ქართველი ხალხის გარდა და იმიტომაც იყო მისთვის თავგადადებული.

- უსამშობლო რატომ იყო?

- როგორც მეხანძრეები ამბობდნენ, პატარა ბიჭი რომელიღაც რუს თავადს უყიდია აფრიკაში ხელზე მოსამსახურედ. მერე მოჰბეზრებია და მასთან სტუმრად მყოფი ქართველი თავადისთვის უჩუქებია, მას კი საქართველოში წამოუყვანია.

- ვინ იყო ის ქართველი თავადი?
- სამწუხაროდ, არ ვიცი. შესაძლოა, შამბემ კიდევაც
უამბო მეხანძრეებს თავისი თავგადასავალი, მაგრამ ეს ნაამბობი ვერავინ შემოინახა. ანდა იქნებ დუმდა კიდეც, რადგან მოგონებები გულს სტკენდა. თავადს შამბე ძალიან ჰყვარებია და როდესაც ემიგრაციაში მიდიოდა, უთქვამს, ჩემთან წამოდი, სადაც მე ვიქნები, იქ გიყოლიებ და გიპატრონებო. შამბე ამ დროს 13-14 წლის ყოფილა, მაგრამ მისი ასაკისთვის მტკიცე გადაწყვეტილება მიუღია - იქ ზედმეტ ბარგად დაგაწვები, თანაც საქართველო მიყვარს, ხალხს შევეცოდები და მშიერს არ მომკლავენო. ასეც მოხდა.

- სოციალურ ქსელში წერენ, ამ "შავმა კაცმა" "წითელ ეშმაკუნებში" ითამაშაო.
- ამ ფილმში შამბე კი არა, თბილისის ცირკის ჯამბაზი სენეგალელი კადორ ბენ სელიმი თამაშობს. სხვათა შორის, ეს იყო პირველი საბჭოთა ფილმი, რომელზეც რეცენზია "ნიუ-იორკ თაიმსმა" დაწერა, თანაც დადებითი.

- საინტერესო ისტორიაა. შამბე სახანძრო სამსახურში როგორ მიიღეს?
- ძლიერი და მამაცი ადამიანი იყო. შამბე რუს ქალბატონზე დაქორწინდა. მინახავს მისი შვილი ნიკოლოზი. ისიც მეხანძრე - ერთხელ მუზეუმში მოვიდა. ახლა ალბათ 80 წლის მაინც იქნება.

- ისიც შამბესავით შავკანიანი იყო?
- არა, მულატი იყო. ცოტა ხნის წინ მუზეუმში ექსკურსიაზე ქალბატონი მობრძანდა. შამბეს სურათს რომ შეხედა, მითხრა, - ამ კაცის შვილთაშვილი და ჩემი ვაჟი მეგობრები არიან, ერთად სწავლობდნენ უნივერსიტეტშიო. ვკითხე, - სად ცხოვრობენ, შთამომავლობა შავკანიანი ჰყავს თუ თეთრკანიანი-მეთქი. მითხრა, პლეხანოვზე ცხოვრობენ, შთამომავლები კი შავკანიანები არ არიანო.

აი, ასეთი გახლდათ შავკანიანი პატარა ბიჭის ამბავი, რომელიც პრინციპში ქართველმა ხალხმა გაზარდა. ისიც ამ ხალხს, რაც შეეძლო, ერთგულად ემსახურა.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (8)
niko
01 ივნისი 2017 17:05
ნიკოლოზი იყო გული კინაღამ, რომ გამიხეთქა პატარა ბავშვს! უბანში იყო ამოსული, გაკვირვებული ვუყურებდი, აქ რა უნდათქო. უცხოელები, მაშინ ასე უბნებში არ შემოდიოდნენ. მომიტრიალდა და სუფთა ქართულით ქუჩის სახელი მკითხა, ისე სახტად დავრჩი, რომ თვითონვე გულიანად იცინა! მერე შამბეც ვნახე და.. მოკლედ ყველაფერი გაირკვა! კარგი ხალხი იყვნენ, კარგი თბილისელები!
cici-s evrojorjiasgan
12 მაისი 2017 15:43
ციცი გამარჯობა
როგორც ვატყობ კარგად უნდა იყოთ, მეტს აღარ მოგიკითხავთ
ქართველებისადმი აგრესიაო მეუბნებით და თან გატევაში მამხელთ, კეთილი
მაინტერესებს ძველ ქალაქში რომ ათეშგა დგას მისი ეზო თუ გინახავთ, ან თუ იცით რომ გასული საუკუნის 20-30იან წლებში მასში მომლოცველი ერი მთელი საბჭოეთიდან ზუსტად ჩვენს ქვეყანაში გამოეშურა
გამოეშურა არა ჩვეს ამოსაგდებად, არამედ იცოდნენ რომ მხოლოდ აქ არავინ შეეხებოდა ფიზიკურად ან მორალურად მათივე წარმოშობის გამო.
მათი იმედი გამართლდა და ისინი დღემდე ჩვენში ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, ჩვენი ჭირით და ჩვენი ლხინით
დღეს ათეშგა ისევ იქ დგას სადაც იდგა და მისი გასხვისების ინიციატივა ისევ ქართველებმა დაბლოკეს, იმ ქართველებმა ასე ძლიერ რომ მიყვარს
ამაყმა თბილისელებმა და არა მარტო თბილისელებმა, მანიფესტაცია ქუთაისში და ბათუმშიც ჩატარდა
ამ მანიფესტაციას ათეშგაში მლოცველი ერი არ ესწრებოდა, მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველები იდგნენ თავინათი შეფარებული ერის სიწმინდის დასაცავად
აი ესეთი ქართველები მიყვარს და ვიცი მე
მე არ ვიცი და არ მესმის იმათი უმიზეზო სიძულვილით რომ აუსვიათ გული
სხვაზე უმიზეზოდ ხელის ამწევი ანდა სიძულვილის მატარებელი გული ქართველს არ უყვარს და ამის ბევრი მაგალითი აჩვენა ჩემმა ერმა აქამდე და იმედია აწიც იგივე გზაზე დავდგებით და თქვენნაირად მაფიქრალი ვერ გაიტანს თავისას
სანამ შენ ერს ვერ შეიცნობ ან ასე იტროლავებ აქ, ანდა ასე უმიზეზოდ გალანძღავ შენ სისხლს და ხორცს
ბედნიერებას გისურვებთ
სიმონი
12 მაისი 2017 12:26
1968-72 წლებში მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში ვსწავლობდი და ხშირად ვხედავდი "ავოსკით" ხელში დინჯად მოსიარულე ზორბა ტანის შამბეს.
papa
12 მაისი 2017 10:52
ამის სვილიც მეხანძრე იყო ..... კაი თბილისელი კაცი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები