გემოვნებაზეც დაობენ
31-10-2011
დიდი ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონისტთა სკოლის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი ოგიუსტ რენუარი პალიტრას სიცოცხლის ბოლომდე არ უშვებდა ხელიდან. ღრმად მოხუცებულ და სნეულ მხატვარს ძალაგამოცლილ თითებზე ფუნჯს ძაფით უმაგრებდნენ და ისე ხატავდა. მას სიცოცხლით ტკბობის უნარი ბოლო წუთებამდე არ დაუკარგავს. სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება მისი წითელ და ვარდისფერ ფერებში შესრულებული პეიზაჟები, პორტრეტები, რომლებზეც საოცრად მომხიბვლელ შიშველ ნატურებსაც გამოსახავდა.

ამ მხრივ რენუარის სრული ანტიპოდი იყო მეორე დიდი შემოქმედი ამადეო მოდილიანი. იგი პორტრეტისტი იყო. რენუარისაგან განსხვავებით, მას პიროვნების ხასიათი, მისი სულიერება უფრო აინტერესებდა და
მის ტილოებზე გამოსახული ადამიანებიც,  სხეულის არაპროპორციული ფორმებითა და ორიგინალურ ფერთა გამით, უპირველესად სწორედ საკუთარ განწყობასა და სულიერ მდგომარეობას გვაზიარებენ.

სკანდალური გამოდგა ამ ორი შემოქმედის შეხვედრა. მოდილიანი, რომელიც რენუარზე გაცილებით ახალგაზრდა იყო, საკმაოდ გაუწონასწორებელი ხასიათით გამოირჩეოდა, თუმცა მეგობრებმა მაინც გარისკეს და იგი მოხუც მაესტროს ვილაში მიუყვანეს გასაცნობად. შეხვედრა თითქოს მშვიდობიანად წარიმართა, ისაუბრეს ხელოვნებაზე, წითელი ღვინოც დააგემოვნეს და დამშვიდობებასაც აპირებდნენ, როდესაც რენუარმა სტუმარს მიმართა:

- ვერ წარმოიდგენთ, რა ნეტარებას განვიცდი, როდესაც შიშველი ნატურის ხატვისას ტილოზე ფუნჯით ქალის ვარდისფერ უკანალს ვეალერსები...”
- მე კი სულ არ მაინტერესებს ეგ შენი უკანალი!” - უყვირა აღშფოთებულმა მოდილიანიმ.
მოაზადა ლადო გოგუაძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებდა აკაკი წერეთლის ცხოვრების ბუნდოვანი ეპიზოდები. ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, აკაკის ცხოვრების სტილი იყო.
დაწვრილებით...
ნეიზვესტნაია", ანუ "უცნობი ქალი" მხატვარ ივან კრამსკოის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქმნილებად ითვლება. მას ხშირად რუსულ ჯოკონდასაც უწოდებენ.
დაწვრილებით...
"შაქის ხანს, აჯი-ჩალაბს, რომელიც წარმოშობით სარწმუნოებაშეცვლილი სომეხი იყო, ხელს არ აძლევდა რეგიონში ქართველთა ბატონობა. 1751 წლის თებერვალში, მდინარე აგრი–ჩაისთან, აჯი–ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში, მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძის დახმარებით გამოვიდა წყლიდან, მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე დატყვევებას გადარჩა. მადლიერების ნიშნად მეფე ერეკლემ ბოსტაშვილს აზნაურობა, მიწები და საკუთარი ხმალი უბოძა." - ვკითხულობთ ისტორიულ ჩანაწერებში.
დაწვრილებით...
მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნად აღარ არის, კიდევ უფრო მეტად შევიგრძენით, რომ მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ქართული კულტურის ბურჯი იყო. მისი უსაზღვრო ნიჭიერება სცდებოდა   უბრალოდ ნიჭიერი მსახიობობის ფარგლებს, იყო დიდი ხელოვანი, რომელმაც ეპოქა შექმნა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო თეატრის ისტორიაში. ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე!
დაწვრილებით...
რუსული ტყვიამფრქვევის კაკანი არ წყდებოდა, ქართველების სანგრებიდან კი კიდევ უფრო მეჩხერდებოდა ცეცხლი. უცებ, მომხდურთათვისაც და თანამებრძოლთათვისაც მოულოდნელად, სანგრიდან წამოიმართა ათლეტური აღნაგობის ჭაბუკი - შალვა ერისთავი. მეგობრებს რაღაც გასძახა, გაუღიმა და რამდენიმე წამში აირბინა ფერდობი, გზად ორი რუსი განგმირა ხიშტით და საკუთარი სხეულით გადაემხო წამიერი სიჩუმის შემდეგ კვლავ აყეფებულ ტყვიამფრქვევს!
დაწვრილებით...
ქართული ისტორიისა და მწიგნობრობისთვის უმნიშვნელოვანესია ვახტანგ VI-ის მოღვაწეობა. ფასდაუდებელია ის მემკვიდრეობა რაც მან, შთამომავლობას მთარგმნელობითი და ლიტერატურული მიმართულებით დაუტოვა.
დაწვრილებით...
"არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!"
დაწვრილებით...
მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ ლიტერატურულ და თეატრალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი ვარდენ ღვანკითელის სახელი. პროფესიით რკინიგზელი იყო - ამიერკავკასიის რკინიგზაზე გამყოლად მუშაობდა, თუმცა, მისი მოწოდება პოეზია და თეატრი იყო. წერდა ლექსებს "ღვანკითელის" ფსევდონიმით,  გვარად კი ყიფიანი იყო.
დაწვრილებით...
"გადააფასე ფასეულობები," - ასეთი სიტყვებით გამოისტუმრა ორაკულმა მასთან რჩევისთვის მისული ახალგაზრდა დიოგენე (დაახ. ძვ.წ. 412-323 წწ.).
დაწვრილებით...
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ქიაჩელის 20 ნომერში მდებარე სამსართულიან ისტორიულ სახლში, სადაც უნიკალური რენტგენის აპარატი ინახება, პირველი ქართული საბავშვო ბაღი იყო და მას იაკობ გოგებაშვილი და აკაკი წერეთელი ხელმძღვანელობდნენ.
დაწვრილებით...
დღიურად ქირავდება, მყუდრო, კომფორტული ბინა
ქირავდება დღიურად ბინა მარჯანიშვილის ქუჩაზე,ბინაში
ქირავდება 1.5-ოთახიანი, (სასურველია უცხოელებზე!!!) ევრორემონტით,
ქირავდება დღიურად ,სუფთა, გარემონტებული ბინა,
მამულ-დედული