ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
Kviris Palitra
25-07-2010
2009 წლის 13 ნოემბერს, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, საკუთარ სახლში უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, ეთერ ნინუა, მოკლულები იპოვეს.
Kviris Palitra
30-07-2010

”სექტემბრიდან ჩვენს მთავრობაში ახალი საკადრო ცვლილებები დაიწყება”

ამ დღეებში NDI-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას თუ ვენდობით, ქართველები  თავიანთ პრეზიდენტზე მეტად თბილისის მერს, გიგი უგულავას ენდობიან. ნდობის რეიტინგში, რომელიც ამ ორგანიზაციამ საზოგადოებას წარუდგინა, პირველი ადგილი პატრიარქს უკავია, მეორე - გიგი უგულავას, მესამე ადგილზე მიხეილ სააკაშვილია, ხოლო მეოთხეზე - ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი -  გიორგი თარგამაძე. სწორედ ამ საკითხზე დავიწყეთ საუბარი ამავე მოძრაობის წევრთან გიორგი ახვლედიანთან:

Kviris Palitra
30-07-2010
სიბერე ადამიანის ყველაზე საპატიო მდგომარეობააო - უთქვამთ ძველ ეგვიპტელებს, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში საქმე სულ სხვაგვარადაა. ამაში ალბათ ჩვენი რესპონდენტების მონათხრობიც დაგარწმუნებთ.
Kviris Palitra
30-07-2010

 სულ მგონია, რომ ძალიან დაბნეული და გულმავიწყია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული ეფექტია. აი, მაგალითად, არ დაივიწყა და პასუხები mail-ით ზუსტად პარასკევს გამომიგზავნა. აცვია ბათინკები, ჯინსები; თმას ხშირად იჩეჩავს - ნერვული  მოძრაობა კი არა, ჩვევაა; ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი; სწავლობდა ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას, ჰო, კინოდრამატურგიასაც, მაგრამ პროფესიით უფრო მწერალია, ძალიან მაგარი მწერალი.

დათო ტურაშვილისთვის დასმული შეკითხვები ორ კატეგორიად დავყავი:


1) მწერლობასთან დაკავშირებული, რომლებზეც სიამოვნებით მპასუხობს;
2) დანარჩენი, რომლებზეც საერთოდ არ  მპასუხობს - ბევრი დრო არ მქონდაო, იმიზეზებს. მე კი იმას ვიმიზეზებ, რომ  ეს “დანარჩენი” საინტერესოა და უპასუხოდ ვუშვებ, -  1:0, დათო.

Kviris Palitra
30-07-2010

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ალბერტ აინშტაინი გენიალური მოაზროვნე და ჰუმანისტი გახლდათ. ის ფიზიკაში 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, ამასთანავე, აინშტაინის კალამს ეკუთვნის 150-მდე წიგნი და სტატია მეცნიერების ისტორიაში, პუბლიცისტიკასა და ფილოსოფიაში.

ახლობლები აინშტაინს ახასიათებდნენ როგორც მეგობრულ, ხალისიანსა და სიცოცხლით სავსე ადამიანს, რომელსაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ის საოცრად კეთილი ყოფილა და უანგაროდ ეხმარებოდა ყველას, თუ ამის საშუალება ჰქონდა.  

Kviris Palitra
22-07-2010

 

ოთხი წლის იყო სოფო, როცა მამამისი, პაატა შევარდნაძე, დამწყები დიპლომატი მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ. ბაბუა  – ედუარდ შევარდნაძე მაშინ საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი იყო, ამიტომ გოგონა პოლიტბიუროს წევრთა შვილების საბავშვო ბაღში გაამწესეს. იქ კი ნომერი პირველი ბავშვი სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შვილთაშვილი იურა ბრეჟნევი გახლდათ.
Kviris Palitra
23-07-2010

 

ბრიუსს 55 წელი შეუსრულდა, მაგრამ ასაკი არც ახალ-ახალი როლების შესრულებაში უშლის ხელს და არც სუსტი სქესის გულების დაპყრობაში. პირველ ცოლთან, დემი მურთან გაყრის ათი წლის თავზე 30 წლის უმშვენიერესი მოდელი ემა ჰემინგი შეირთო ცოლად.
ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ემამ მომათვინიერაო, – მორცხვად აღიარებს ვარსკვლავი. "ბევრი ქალი მყვარებია, მაგრამ ეს რომანები დიდხანს არ გრძელდებოდა. სულ რაღაცას ვეძებდი, ყოველ მათგანს თითქოს რაღაც აკლდა, ემა კი სრულყოფილი ადამიანია", – ამბობს ბრიუსი.
Kviris Palitra
25-07-2010
ონკანიდან წყალი მოდის, ატალახდა მთელი ეზო,
სუყველაფერს ხედავს გია, სუყველაფერს ხედავს რეზო,
ორივენი ღია ონკანს აუვლიან, ჩაუვლიან:
ხომ არაფერს აშავებენ? მაინც დანაშაულია!
                  ბავშვობაში ნასწავლი ლექსი
Kviris Palitra
25-07-2010

მაგარია ჭომა!
23 ივლისი თენგის სულაქველიძის დაბადების დღეა, 54 წელი შეუსრულდა.


ჭომა გახსოვს ძვირფასო მკითხველო? ჭომა – თენგიზ სულაქველიძე, თბილისის ”დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების უნივერსალი, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი, მეტოქე თავდამსხმელების რისხვა და დაუღალავი ”მოტორი”... გახსოვთ, რა ზღაპრულად ჩაატარა 1981 წლის საგაზაფხულო მატჩები? ”ფეიენოორდს” ორი ისეთი გოლი გაუტანა, ფორვარდებს შეშურდებოდათ, თანაც 1\2 ფინალში(!). იმავე წელს, ფრანგულ ”ბასტიას”, რომელშიც აფრიკული ფეხბურთის ლეგენდა როჟე მილა თამაშობდა, ისეთი გოლი ”მიართვა”, კინაღამ კისერი მოატეხინა მეკარეს.

Kviris Palitra
27-07-2010

შენობა, რომელიც ამ ფოტოზე ჩანს, ახალ ზელანდიაში, ქალაქ მანუკაუში მდებარეობს. ქალაქის მკვიდრთ კარგა ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ ამბავი, რომელიც იქ დატრიალდა: 15 წლის მოზარდი შენობის ერთ-ერთ აივანზე თამაშობდა, მე-16 სართულიდან გადმოვარდა და ყველასათვის მოულოდნელად ცოცხალი გადარჩა.

Kviris Palitra
26-07-2010
ამბობენ, საიქიოს გარდასულნი სააქაოს დარჩენილთა მწუხარების გამო იტანჯებიანო. თუ ასეა, იოლი წარმოსადგენია, რას განიცდის ბერდია არაბულის სული. რომ შეეძლოს ალბათ ცხოვრებას იმ დრომდე დააბრუნებდა, როდესაც უკანასკნელად მიუჯდა საჭეს და ბედნიერმა გააქანა საყვარელი ხალხით სავსე ავტომობილი...
Kviris Palitra
26-07-2010
ამ ბოლო დროს რუსულ საიტებზე გულდამდუღრული რუსი ექსპერტები ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოსაგვარებლად "თავდაუზოგავად იღვწიან". მოგეხსენებათ, ბევრ რუსულ საიტს სპეცსამსახურები და ხელისუფლება აკონტროლებს და ასეთი პროექტების კორიანტელიც შემთხვევითი არ არის.
Kviris Palitra
26-07-2010
წინა ნომერში "ნანუკას შოუზე" დავწერე და მინდა ახლა ქართული ტელეშოუების თემა გავაგრძელო. არ გეგონოთ, "პროფილზე," "ცხოვრება მშვენიერიაზე", "სამოთხის ვაშლებზე" ან ვანო ჯავახიშვილის თუ ღამის შოუებზე დაწერას ვაპირებდე.
Kviris Palitra
26-07-2010
"კვირის პალიტრის" #29-ში გამოქვეყნებულ სტატიას "შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ სომხურად ან ინგლისურად!.." საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომრავლებული უცხოენოვანი წარწერები საქართველოს ზღვისპირეთში, სადაც ჩვენი სახელმწიფო ენა უგულებელყოფილი იყო, მკითხველის განსჯის საგანი გახდა.
Kviris Palitra
26-07-2010
არა, ბატონებო, თქვენ კი არ ზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე,  ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯიბეზე!

"აი სი ჯგუფი" სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას აზღვევდა და აზღვევს თავდაცვის სამინისტროს ჩათვლით. ეს სადაზღვევო კომპანია სახელმწიფო გადაწყვეტილებებსაც არ სცემს პატივს.
Kviris Palitra
26-07-2010
ორიგინალი ზუსტად ემთხვევა ფრანგულ გაზეთში დაბეჭდილს

”ამას წინათ თბილისში ერთ ოჯახს ვსტუმრობდი. ყურადღება მივაქციე "დონ კიხოტის" გრაფიკას კედელზე. მასპინძელმა მითხრა, - ეს ლითოგრაფია უცხოეთში მცხოვრებმა ახლობელმა მაჩუქაო. გამაკვირვა მოლურჯო-მომწვანო ტონალობამ, რომლის მსგავსი "დონ კიხოტის" გრაფიკაში ადრე არ მენახა. ჩარჩოდან ამოვაღებინე. ყველაფერი ძალიან ძველი იყო: ჩარჩოც, ქაღალდის ზურგის დამცავი არშიაც, ჩაჟანგული ლურსმნებიც... ნახატი გამადიდებელი მინით დავათვალიერე - ჩემ წინაშე ხელით შესრულებული ორიგინალი იდო!”
Kviris Palitra
26-07-2010
სოფელი ქვეყნის მარჩენალია. მაგრამ ჩვენ მარჩენალი მიტოვებული გვყავს. თუმცა გლეხი მიწას ისე არ ტოვებს, როგორც დედა ავადმყოფ შვილს. ის გლეხია ქვეყნის პატრონი, - იმდენი იხვეწა, თუ ხელისუფლება ვერა, უბრალო ქართველები ხომ მაინც დააფიქრა, და სოფლისკენ მოახედა.
Kviris Palitra
26-07-2010
ჰაიკა უმტკიცებდა ყველას, "არარატი" მოიგებსო. განსაკუთრებით დიდი პოლემიკა გოგი ცაბაძესთან ჰქონდა, ნახე, იშტოიანი ყიფიანს რას უზამსო. თამაში რომ დასრულდა, ვზეიმობთ, გახარებული ვართ, ბოლოს და ბოლოს, თასი პირველად მოვიგეთ. გაიშალა ზღაპრული სუფრა, საგანგებოდ გამოწყობილი გოგი ცაბაძე ეზოს შუაგულში დგას და ყვირის, ჰაიკა მომიყვანეთ, ჰაიკაო...  ეძებეს ბევრი, ცამ ჩაყლაპა ჰაიკა თუ მიწამ, ვერაფერი შევიტყვეთ. ორი კვირა არ გამოჩენილა, დიდი გლოვა გამოუცხადებია და გვემალებოდა.
Kviris Palitra
26-07-2010
ჰორიზონტში ჩაკიდებული ცეცხლისფერი მზე... უცნაურად აღელვებული ზღვა და ალით განათებული ქალაქი - ეს სოხუმის უკანასკნელი კადრია, რომელიც აფხაზეთიდან ქართველებით დატვირთული გემის უკანასკნელ რეისზე მოხვედრილს სამუდამოდ ჩარჩა გონებაში.
Kviris Palitra
26-07-2010
გარუჯვასა და კანის პრობლემებზე მკითხველთა შეკითხვებს კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დერმატოვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი უპასუხებს.