08-02-2010
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ჯოზეფ ქეის შორის 2008 წელს დაწყებული ქონებრივი დავა დღემდე გრძელდება. ქართველი საზოგადოება ამ დავის შესახებ მეტ-ნაკლებადაა ინფორმირებული. ქართული სასამართლოს მიერ პატარკაციშვილის ე.წ. ანდერძის ერთადერთ აღმსრულებლად ჯოზეფ ქეია გამოცხადებული, თუმცა, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობს ევროპული მართლმსაჯულება.
01-02-2010
27 იანვარს ტაშკენტის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა - საცხოვრებელი ბინის ლიფტში მოკლეს "ავერსი პლუსის" გენერალური დირექტორი, 40 წლის მამია ტუღუში. მას ერთადერთი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. წაღებულია მისი ძვირფასი ნივთები. მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგონიათ...როგორც ამბობენ, "ავერსის" გენერალურ დირექტორს მოკლულთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
01-02-2010
"ხვალ კიდევ სხვა დახოცავს ჩვენს შვილებს, დედებს, ძმას, გადაიხდის ფულს და წავა"2009 წლის 2 ნოემბერს, გორის რაიონის სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქე ორჰან თურგუთ იილმაზი "რენოს" მარკის ტრაილერით შეეჯახა თბილისიდან მიმავალ სამარშრუტო ტაქსის. 13 მგზავრიდან 9 გარდაიცვალა.
18-01-2010
თემის გაგრძელება"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის - "ამაზე მალე ატყდება განგაში" შემდეგ საზოგადოებაში მართლაც განგაში ატყდა. რედაქციამ "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge უამრავი წერილი მიიიღო.
18-01-2010
მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი დასრულდა, მაგრამ ამ ინციდენტის ნამდვილი მიზანი მაინც ბუნდოვანია. რა იყო ეს, ამბოხება ხელისუფლების დასამხობად თუ იმ რეალობის გაპროტესტება, რაც აგვისტოში მოხდა?
11-01-2010
ეს წერილი ციხიდან მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდადებულ 16 წლის გოგონას ეკუთვნის. შემთხვევა, რომელიც 2006 წლის 9 ნოემბერს თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მოხდა, საკმაოდ რეზონანსული იყო. 14 წლის გვანცა ყუფარაძეს ბრალად თანაკლასელის, თორნიკე ტყემალაძის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა.
28-12-2009
როგორი იყო გასული წელი სამართლებრივად? სამწუხაროდ, წინასაახალწლო განწყობას ცნობილი იურისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებები ნამდვილად არ ესადაგება. წლევანდელი სამართლებრივი მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით უფრო და უფრო დამძიმებული და პოლიტიზებულია. როცა წლის სამართალზე შემაჯამებელი სტატიის მომზადებას ვიწყებ, გულდასმით ვათვალიერებ გასული წლის გაზეთის ყველა ნომერს, ვიხსენებ, რა მოხდა მთელი წლის განმავლობაში. ამჯერადაც ასე მოვიქეცი, მით უმეტეს, რომ წელს ჩვენმა სასამართლო სისტემამ "დავიწყების" საშუალება არ მოგვცა. ეს იყო წელი, რომელსაც კანონების პოლიტიკურ ვითარებაზე მორგების წელს დავარქმევდი.
14-12-2009
უშიშროების ყოფილი მინისტრის, 66 წლის თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. დაიწყო მსჯელობა, ექსპერტებმა მკვლელობა პოლიტიკური მოტივით ახსნეს. ბევრმა ამაში სპეცსამსახურების ხელი დაინახა, მაგრამ სამართალდამცველებმა საზოგადოებას განსჯისა და ფიქრის საშუალება არ მისცეს, ისე გახსნეს ცხელ კვალზე საქმე. მკვლელობაში ბრალდებული კი ნინუას ოჯახის უახლოესი მეგობარი, 60 წელს გადაცილებული თამაზ გოგია აღმოჩნდა.
07-12-2009
ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე უკვე უცხოელებიც ალაპარაკდნენ. საელჩოები კი თავიანთ მოქალაქეებს ოფიციალურ წერილებს უგზავნიან, თუ ვინმე გავიწროებთ, სასწრაფოდ შეგვატყობინეთო(!). ეტყობა, ჩვენმა ხელისუფლებამ წარსულის გაკვეთილები ვერ აითვისა. "შირნჰოფერის" სკანდალი არ აღმოჩნდა საკმარისი ჭკუის სასწავლებლად. გთავაზობთ უცხოელი ბიზნესმენის თვალით დანახულ ქართულ რეალობას.
07-12-2009
"როდესაც არ არის შუალობითი დემოკრატია, პარლამენტი, სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ, ხალხი თავისი უფლების მოპოვებას იწყებს. ბრალდებები, რომელსაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებს, გვინდა, ცივილიზებულად, სამართლებრივად დამტკიცდეს ან უარყოფილ იქნეს", - აცხადებს "სახალხო სასამართლოს" ბრალმდებელი გელა ნიკოლაიშვილი.
07-12-2009
"მე ვარ "ბათუმელები", - ასეთი შეფასებები ინტერნეტქსელში ამ დღეებში გამოჩნდა. ამ ლოზუნგით მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გაზეთ "ბათუმელებს" და ასე მიანიშნეს, თუკი დამოუკიდებელ მედიას ებრძვით, მაშინ ჩვენი დაშინებაც მოგიწევთო.
07-12-2009
ელისუფლების მიერ წამოწყებული "დემოკრატიის ახალი ტალღის" კონტექსტში სასამართლო სისტემაში ახალი რეფორმატორული იდეების დამკვიდრებაც არის გაცხადებული. რას ველოდით და რა მივიღეთ კონსტიტუციური ნორმების, პრინციპების, ღირებულებათა შელახვით დაწყებული სასამართლო რეფორმის შედეგად.
07-12-2009
სენაკს ახლა აღარც რუსული ბომბდამშენების ეშინია და აღარც ცრემლებისა სჯერა! 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციოდ 400.000 ლარი დაიხარჯა, 1772-მა ოჯახმა კი საკომპენსაციოდ 350.000 ლარი მიიღო. დასახმარებელთა სიაში რაიონში კარგად ცნობილი გავლენიანი პირებიც მოხვდნენ, მათ უმეტესობას უმნიშვნელო ზარალიც აუნაზღაურდათ, არაერთი დაზარალებული კი დღემდე უშედეგოდ ელოდება დახმარებას.
30-11-2009
გაიტანეთ ეს კანონი!ერთხელ პრეზიდენტმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში საინტერესო რამ ბრძანა, - ვინც საქართველოში 100 კაცს დამისაქმებს, შვილებს მოვუნათლავო. ცხადია, პრეზიდენტის ინიციატივა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული, მაგრამ რატომღაც ჩვენი კანონმდებლები და სამართალდამცველები ამ საკითხზე მაინცდამაინც არ ფიქრობენ. ეტყობა, პრეზიდენტის მადლს უფრთხილდებიან, ეშინიათ, ნათლულები არ მოუმრავლდეს.
30-11-2009
ბოლო დროს იმერეთის ექსგუბერნატორი თემურ შაშიაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე საუბრობს, რომელიც თურმე არაერთ იდუმალებით მოცულ მკვლელობას ახდის ფარდას. სულ მალე ერთ-ერთი ასეთი სკანდალური ჩანაწერი საქართველოში იქნება და მას სახალხო სასამართლო "მაესტროს" ეთერში წარადგენს.
23-11-2009
"ჩვენ "პრარაბის" პასუხისმგებლობის დაყენების დონეზე გაკეთებულ დასკვნას არ მივიღებთ და არ მივიჩნევთ, რომ გამოძიება ჩატარდა", - გვითხრა ერთადერთი შვილის დამკარგავმა, ნიკა გელაშვილის დედამ, ქალბატონმა ნუცა თოფჩიშვილმა თავსდატეხილი ტრაგედიის დღეებში. შვიდი თვის წინ, 26 აპრილის გამთენიისას, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ხუთსართულიანი შენობის 30-მეტრიანი მონაკვეთის ჩამონგრევის შედეგად ორი შესანიშნავი ახალგაზრდა - ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია დაიღუპნენ.