რადიოდუმილი
რადიოდუმილი
13-06-2012
ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება!

ბოლო რამდენიმე დღეა სამარშრუტო ტაქსიში მუსიკის თანხლების გარეშე ვმგზავრობ. დროდადრო ვინმეს ჩახველება ან მგზავრების გადალაპარაკება თუ არღვევს სიჩუმეს. არადა, მუსიკის გარდა მგზავრობისას ხშირად ახალი ამბების მოსმენაც იყო შესაძლებელი, რასაც შემდეგ აუცილებლად მოჰყვებოდა ხოლმე მგზავრების პოლემიკა და შეფასებები. ახლა კი იძულებული ხარ ან "მარშრუტკაში" დამონტაჟებულ მონიტორს მიაჩერდე, ან ფანჯარაში იყურო.

ამბობენ, რომ მძღოლი, რომელიც სამარშრუტო ტაქსიში რადიომიმღებს ჩართავს, 100 ლარით დაჯარიმდება, რასაც კატეგორიულად უარყოფენ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში". თუმცა, ადასტურებენ, რომ მიკროავტობუსებში რადიომიმღებების დემონტაჟი მიმდინარეობს და მძღოლები რადიოს ჩართვას ვეღარ შეძლებენ. "თბილისის მიკროავტობუსს" გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან (რომლის ვინაობას საგულდაგულოდ მალავენ), რომელიც თავის მხრივ ვალდებულია უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება, სადაც სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლი უნდა განთავსდეს. აღმოჩნდა, რომ ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას სამარშრუტო ტაქსებში გამოყენებული რადიოსაშუალებები ხელს უშლის. არადა, რადიომიმღები იმ სამარშრუტო ტაქსებშიც მოხსნეს, სადაც სარეკლამო მონიტორები ჯერაც არ დაუმონტაჟებიათ. ასე რომ, სულ მალე მგზავრობისას სხვადასხვა სარეკლამო სლოგანების მოსმენა მოგვიწევს ყოველგვარი მუსიკალური ჭრის გარეშე. ან წინასაარჩევნო პროპაგანდის, ხოლო ვისი ამას დიდი მიხვედრა ალბათ არ სჭირდება. ისე, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "მარშრუტკების" სიყვითლე მთლიანად დაფარა მასზე განთავსებულმა ლატარეის რეკლამებმა და იღბლიანი მილიონერების მოღიმარმა სახეებმა.

არჩილ კაიკაციშვილი, ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: "ჩვენი დაინტერესება ამ პრობლემით გამოიწვია იმან, რომ კერძო კომპანიის გადაწყვეტილება, კერძოდ, სარეკლამო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში იკრძალება რადიოსიხშირის გავრცელება სარეკლამო ხმოვანი სიგნალის სასარგებლოდ, ანტიკონსტიტუციურია. როცა ვამბობთ, რომ ეს ხელშეკრულება შესაბამისობაში არ მოდის კონსტიტუციასთან ვგულისხმობთ იმას, რომ ის არღვევს ფუნდამენტურ უფლებას გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის მიღების თავისუფლების შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი, ევროკონვენციის მე-10 მუხლი და გაეროს 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტი, რომელიც არის სახელმძღვანელო დოკუმენტი საქართველოსთვის, პირდაპირ მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის თავისუფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის პრიორიტეტული, უპირველესი და ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს დაცული. კერძო კომპანიის ამ გადაწყვეტილებით კი ხდება პირიქით. მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, არ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ წერილობით თბილისის მერიას, უშუალოდ გიგი უგულავას, რათა განმარტოს აღნიშნული კერძო კომპანიის მოქმედებები და გვაინტერესებს, ფიქრობს თუ არა, რომ მოცემული შემთხვევა რეალურად არის ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, უცნობია თუ რომელ სარეკლამო კომპანიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება "თბილისის მიკროავტობუსს". საზოგადოებას, რომელიც საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს, როგორც აღნიშნული კომპანიის საქმიანობას, ისე ქალაქის მთავრობას, სრული უფლება აქვს იცოდეს, რომელმა კომპანიამ დაუწესა აკრძალვა ინფორმაციის მიღებაზე. სარეკლამო კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ გავიგოთ, ხომ არ არის ეს კიდევ ერთი რგოლი იმ მონოპოლიური სისტემისა, რომელიც ქალაქში გარე რეკლამის სფეროში შეიქმნა.

სხვათა შორის, ევროპის პრაქტიკა მიუთითებს, რომ როცა იკვეთება კერძო კომპანიის კომერციულ ინტერესი და გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა, ასეთ შემთხვევაში ევროპული ქვეყნების მართლმსაჯულების მიერ პრიორიტეტი ენიჭება გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლების მიღებას. ასეთი გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ჰოლანდიაში, ბელგიაში, გერმანიაში და თურქეთშიც კი. ჩვენ, ახალგაზრდა ადვოკატები, დავინტერესდით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დედაქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ არსებობდა მსგავსი პრეცედენტი და მინდა გითხრათ, რომ არსად სარეკლამო რგოლების გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში რადიომაუწყებლობას არ ახშობენ. რა თქმა უნდა, იქაც არსებობს სარეკლამო მონიტორები, მაგრამ ხმოვანი სიგნალის გარეშე.
მაშინ, როცა არჩევნებამდე დარჩენილია ფაქტობრივად სამი თვე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იზღუდება, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ახლავე შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ".

(სპეციალურად საიტისთვის)
tata
15 ივნისი 2012 11:28
Tsereteli -ს შენც რომ ხანდახან გადაიწერდე პირჯვარს ასეთი აზრები აღარ შეგაწუხრბდა. დამიჯერე
Tsereteli
14 ივნისი 2012 01:48
მივესალმები....ევროის ქვეყნებშიც არ არ არსებობს რადიო, მხოლოდ მონიტორები უხმოდ..მზღოლებმა კონცენტრირება უნდა მოახდინონ მართვაზე და კიდევ ყოველ წუთში პირჯვარის გადაწერაც თუ აეკრძალებათ მძღოლებს, უფრო უსაფრთხო გახდება მგზავრობა საქართველოში!!!!
სხვა სიახლეები
მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იმამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.
დაწვრილებით...
"ყველა უნდა დაისაჯოს - დათა ახალაია, გურამ დონაძე, თაკო სალაყაია, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი..."
დაწვრილებით...
"ყოფილმა პრემიერმა იყვირა - თქვენ ხო არ გაგიჟდითო და გინება დაიწყო"

"მერაბიშვილს "პატივი სცეს" და ხელბორკილები არ დაადეს"
დაწვრილებით...
გლდანი, ქერჩის ქუჩა, დაწესებულება, რომელსაც წლებია უკვე "როენას საუნად" იცნობენ...
დაწვრილებით...
"როგორც "იდენტობას", ასევე უფლებადამცველებს აქვთ უფლება აქცია გამართონ"

"სავარაუდოდ პრემიერმა უფლებების გადაჭარბებაში "თელიას ინციდენტი" იგულისხმა"

"თქვეს - ისეთ მდგომარეობამდე მივედით, ვუთხარით, რას გვთხოვთ, გვითხარით და ვაღიარებთო."
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?