ზონდერები ბასიშვილისა და მერაბიშვილის სადღეგრძელოს უკვე მუხლმოყრილი სვამენ!"
ზონდერები ბასიშვილისა და მერაბიშვილის სადღეგრძელოს უკვე მუხლმოყრილი სვამენ!"
23-07-2012
"ლტოლვილთა დასახლებები არქიფო სეთურის სოფელს დაამსგავსეს"

"პატრული გაფრთხილებულია, ზონდერის მანქანა არ გააჩეროს"

ამას წინათ გორელებმა გამიმხილეს, რომ ზონდერების ძალაუფლება უკვე პოლიციისას გასცდა და საქმე იქამდეა მისული, გორში პატრულის თანამშრომლებს ზონდერმა ყველას თვალწინ მიაყენა შეურაცხყოფა და ხახვივით შერჩა, ჩვენ კი ვიღას დავკარგვივართო.

კაკო ცოტნიაშვილი (დევნილი): - აგვისტოს ომის შემდეგ  დათა ახალაიამ ჩვენი ხეობის ხალხი, რამდენიმე კაცი, მოდულის შენობაში დაიბარა. სხვათა შორის, ზონდერბრიგადების შექმნის იდეა ახალაიებს, დგებუაძესა ("მასტერას") და ავთანდილ მესხელს  (შსს - მინისტრის მოადგილე) მოუვიდათ თავში. მათ ხეობელ ბიჭებს უთხრეს, 50-კაციანი საიდუმლო ჯგუფი გვჭირდება ვითარების გასაკონტროლებლად და მტრებთან საბრძოლველადო. მტრებში პოლიტიკური მოწინააღმდეგეები იგულისხმებოდნენ. ზონდერებს მაშინ კონფიდენტები დაარქვეს. 50 კაცი 10 ჯგუფად დაყვეს. სწორედ ესენი იყვნენ ვითომ უკმაყოფილო უბნელები, თბილისის მიტინგების დროს რუსთაველზე საკნებს რომ არბევდნენ. 5-კაციანი ჯგუფის უფროსს 800 ლარი დაუნიშნეს, წევრებს - 400-400. თავიდან ეს თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიდან გადიოდა, მაგრამ მალე ეს ამბავი გახმაურდა. ამიტომ ადგნენ და ბრიგადები გამგეობებში დაანაწილეს. ასე იქცნენ ზონდერები ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებად და შტატებიც გაბერეს. მაგალითად, სპორტსკოლაში, სადაც 6-კაციანი შტატი იყო, ზონდერების დასასაქმებლად 30 კაცამდე გაზარდეს.

ზონდერბრიგადის წევრებს ხელფასს - 100-100 ლარს ყოველკვირეულად აძლევენ მარჯანიშვილზე, ყოფილი "საქქალაქპროეტის" შენობაში, მეორე სართულზე.

ჩვენებურებს უფროსად ბადრი ბასიშვილი დაუნიშნეს. მისი მარჯვენა ხელია ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიისა და ლიახვის ხეობის "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგია ქრისტესიაშვილი, მეტსახელად "პანჩო". ლიახვის ხეობიდან ახლა ზონდერბრიგადაში 80 კაცია დასაქმებული. ეს ხალხი დევნილთა გამგეობებშია გადანაწილებული. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 33 კაცი მუშაობდა. ახლა 60 მუშაობს. იგივე ხდება ქურთის მუნიციპალიტეტში. ზონდერების დედები და მეუღლეები კი ოპოზიციასთან საჩხუბრად და წივილ-კივილის ასატეხად  ჰყავთ მობილიზებული. ახლა ყველაზე მრავალრიცხოვანი ზონდერბრიგადა უდესიანს ჰყავს. მისი ბიჭები თბილისის საკრებულოში და რუსთავის ავტომობილების ბაზრობაზე არიან დასაქმებული.
თბილისელების დაჯგუფებას უდესიანი ხელმძღვანელობს, სამეგრელოსას ახალაიები აკონტროლებენ, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ზონდერებს - ბასიშვილი.

სწორედ ამ ზონდერბრიგადის წევრები გაუსწორდნენ გასული წლის 26 მაისს მოსახლეობას. მაშინ გამგეობის თანამშრომლების თითქმის მთელ შემადგენლობას დაურიგეს პოლიციის ფორმები. როგორც ერთ-ერთმა ზონდერმა თქვა, პოლიციის ფორმები ვანო მერაბიშვილის საჩუქარი(?!) იყო. ზონდერებს პოლიციის ფორმა გადააცვეს და შეუშვეს ხალხის დასარბევად. იმდენად დიდი ძალაუფლება მისცეს, რომ უკვე პატრულსაც აღარ ერიდებიან. ცოტა ხნის წინ ზონდერმა პატრულს ყველას თვალწინ აგინა, მაგრამ უბატონოდ ხმა ვერავინ გასცა. პატრული გაფრთხილებულია, ზონდერის მანქანა არ შეაჩეროს. ამ გაუბედურებულ ხალხს ზონდერები არა მარტო გამგეობებსა და საკრებულოებში დაუნიშნეს უფროსებად, არამედ დასახლებებში მამასახლისებად მიუჩინეს. ზონის მაყურებლებივით არიან, მაგრამ ის სხვაობაა, რომ ამჯერად ლტოლვილთა ბანაკების მაყურებლები ავტორიტეტები კი არა, კრიმინალური წარსულის მქონე, გონებაშეზღუდული ხალხია, რომელიც დედასაც მოკლავს და მამასაც, თუკი პარტია უბრძანებს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ზონდერები და მათი ოჯახის წევრები ბადრი ბასიშვილის და ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს მუხლმოყრილი სვამენ! ერთი ეგ არის, პოლიქრონიონს არ მღერიან. ეს ლტოლვილთა დასახლებები არქიფო სეთურის სოფელს დაამსგავსეს. ბასიშვილს მეტსახელიც აქვს, "ნარკუშა". ერგნეთის პოსტზე უფროსი რომ ვიყავი, მაგას კონტრაბანდა დაჰქონდა. რამდენჯერ დაუჭერიათ და მოუყვანიათ ჩემთან. ბასიშვილი დისეველების სიძეა. არჩევნების დროს დისევში ჩავიდა, აგიტაცია უნდა ჩაეტარებინა ხალხისთვის. ერთმა დისეველმა იცნო, შენ ის არა ხარ, მე რომ ქურთუკი გამხადე მუშთაიდის ბაღშიო? ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ მათ "ნივები" დაურიგა. ვინ ვისთან მიდის დასახლებაში, ყველაფერს აკონტროლებენ. ამ ბოლო დროს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ფიზიკური ზეწოლაც  დაემატა. ხალხი დაშინებული ჰყავთ,  ეუბნებიან, გამოგყრით კოტეჯებიდან, თუ მხარს არ დაგვიჭერთო.
კარალეთში ქვის სროლა წინასწარ დაგეგმეს. შეიკრიბნენ ანდრო ჭოლოხაძე (კობა სუბელიანის ყოფილი მოადგილე), ბადრი ბასიშვილი გია ქრისტესიაშვილი და გიორგი მახნიშვილი (ერედვის გამგებელი).  "ნივა" გაავსებინეს ქვებით ჩასახლების მამასახლისებს და მერე ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს, როგორ უნდა მოეწყოთ პროვოკაცია კალაძისათვის, და როგორ დაეშინათ ქვები. ეს ყველა ლტოლვილმა იცის, მაგრამ ხმას ვერ იღებენ.  

ზონდერების ერთი ჯგუფის მეთაურს, ლერი ქრისტესიაშვილს ამას წინათ კამათი მოუვიდა ლტოლვილებთან. ამბობდა, ვინც ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას, ყველა სამშობლოს მოღალატეაო. ამაზე აჰყვნენ. ამოიღო ტელეფონი და ბიჭებს ემუქრებოდა, ახლა დავრეკავ და იმდენ წელს მოვაცემინებ, რამდენიც გამიხარდებაო. თანაც გაჰყვიროდა, მოდი, აბა, დამარტყით, რად არ მირტყამთო. აი, ასე გაასაცოდავეს ეს ისედაც გაუბედურებული ხალხი.

კაკო ცოტნიაშვილი

1990 წლიდან ცხინვალის რაიონის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი იყო, 1995-99 წლებში კი პარლამენტის ბიუროს თავმჯდომარე ცხინვალის რეგიონში. 2002-2006 წლებში მუშაობდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს ინსპექტორად. იყო შიდა ქართლის მთავარ სამხარეო სამმართველოში კონფლიქტის ზონის კურატორი.
baburcuna akaniani
27 ივლისი 2012 09:23
mishaaaa...! ufro magrad dahkar amat
tamada
26 ივლისი 2012 01:15
ჯორაჯან შენც 400ლარიანი ნამუსგაყიდულებს მიეკუთვნები?რა არის ზღაპარი?სირცხვილი რომ არ გაწუხებთ ნაცეშმაკებს,ყველა ვხედავთ,მაგარი თავხედებიც ხართ.მალე მოგეღებათ ბოლო.მერე მოიკუნტებით და თავის მართლებას მოჰყვებით,მაგრამ კაცობადაკარგულის ნდობა აღარ შეიძლება.
4-ოთახიანი, 120 კვ.მ. მზიანი კუთხის ბინა ლამაზი...
3-ოთახიანი, 8(9), 78 კვ.მ. შავი კარკასი ახალაშენებულ...
2-ოთახიანი, 7(9), 53 კვ.მ. მშენებარე კორპუსში....
სხვა სიახლეები
"ბუთლიაშვილი იყო ყველაზე სასტიკი ჯალათი"

"პატიმარს ყელში ხელს წაუჭერდა, სულშეხუთული იძულებული იყო, პირი გაეღო და ამ დროს პირში აფურთხებდა, მერე ხარხარებდა.ეს ანიჭებდა სიამოვნებას, ამ საშინელებით ერთობოდა."
დაწვრილებით...
"ერთი ლუკმაც რომ შეეჭამა, ყველაფერი უკან ამოჰქონდა" - რას ყვება გლდანის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის და

"გლდანში არასამთავრობოები, მათ შორის უცხოელები ხშირად შედიან. ასეთი მძიმე ავადმყოფის იქ ყოფნა არავის აწყობდა"
დაწვრილებით...
”არასდროს უჩხუბიათ, ორიოდე დღის წინაც ხელჩაკიდებულნი მიდიოდნენ ქუჩაში”
დაწვრილებით...
"კი ვფიქრობდი, რომ გადაჭარბებული იყო "ოცნებასთან" ასეთი სიმკაცრე, მაგრამ..." - რას ყვება საპროცესო შეთანხმებების მოკვარახჭინების სპეციალისტი

"ერთ მხარეს - "ოცნების" ჰიპოთეტური რისხვა, მეორე მხარეს ნაციონალების რეალური რისხვა - რატომ თქვა უარი?!"
დაწვრილებით...
"ჩვენს ოჯახზე რომ მოგიყვე, ისეთი რაღაცები უნდა გითხრა, არ ვიცი, ეს საშინელება გაზეთში როგორ უნდა დაიწეროს"

"პოლიციაა? მოდით, შვილი მოვკალი, წამიყვანეთ!"
დაწვრილებით...
"ხორხი ამოგლეჯილი ჰქონდა, სახე - დეფორმირებული, მარცხენა თვალის კაკალი ჩაგდებული. ხუთივე თითი წათლილი ჰქონდა, მაჯებზე კი ხელბორკილის კვალი ემჩნეოდა."
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: