უკანონოდ დასჯილთა რეაბილიტაცია იწყება?
უკანონოდ დასჯილთა რეაბილიტაცია იწყება?
08-10-2012
"დღეს ამაყი ვარ, რომ ჩვენ, ამბოხებულმა მოსამართლეებმა, ფიცი მოსამართლისა ღირსეულად შევასრულეთ"

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა - მარცხი, ხოლო მსოფლიომ ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება აღიარა, ჩემს მობილურ ტელეფონზე ზარი არ წყდება, უამრავი ადამიანი უკანონოდ დასჯილთა, ქონებაწართმეულთა თუ საპროცესო გარიგებულთა რეაბილიტაციას ელოდება.

არსებობს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც უკანონოდ დასჯილთა რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ პროგრამის შედგენაში მონაწილეობდა თავის დროზე ამბოხებულ მოსამართლედ წოდებული ნინო გვენეტაძე, ამიტომ მასთან გასაუბრებით ვცადეთ, ნაწილობრივ მაინც დაგვეკმაყოფილებინა იმ ათიათასობით მოქალაქის ინტერესი, რომლებიც საქმეების გადასინჯვას მოუთმენლად ელიან.

- უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის უფლებების აღსადგენად გადაუდებლად, გონივრულ ვადაში უნდა დაიწყოს პატიმრების საჩივრების საფუძველზე საქმეების ხელახალი განხილვა. ამისთვის კანონმდებლობაში ცვლილების შეტანაა საჭირო. ამის შემდეგ დაევალება სასამართლო რგოლს (ისიც გასარკვევია, რომელ ინსტანციას) საქმეების გადახედვა. ამ გზით უნდა გასწორდეს ყველა უკანონობა, რომელიც არა მხოლოდ სასჯელის ზომის დროს არის განსაზღვრული, არამედ გადაწყვეტილების დასაბუთებულობასა და კანონიერებას შეეხება.

- ქვეყანაში 25 ათას პატიმარზე მეტია და არის იმის რესურსი, რომ მათი საქმეების დროულად გადასინჯვა მოხერხდეს?

- წინ უმძიმესი პერიოდი და უდიდესი სამუშაო გველის. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობა კარგა ხანია ასცდა 25 ათასს, 30000-მდეც იქნება. ვფიქრობ, უმრავლესობას ექნება სურვილი და კანონიერი საფუძველიც, რომ გადაისინჯოს მათი საქმეები. ამიტომაც ჩავდეთ პროგრამაში "გონივრული ვადა", რადგან არ შეიძლება დაჰპირდე საზოგადოებას და არ შეასრულო. სწორედ აქ იჩენს თავს რამდენიმე პრობლემა. პირველი კითხვა ის არის, ვის ვანდობთ საქმეების გადასინჯვას? დღეს არსებულ სასამართლო ხელისუფლებასა და იმ მოსამართლეთა კორპუსს, რომელთა უმრავლესობა თავად არის უსამართლო განაჩენების გამომტანი, თუ ახალი სასამართლო კორპუსის ჩამოყალიბება მოგვიწევს...

- ბუნებრივია, დღეს მოქმედი მოსამართლეები საკუთარი თავის წინააღმდეგ არ გამოიტანენ გადაწყვეტილებას.
- იმიტომ მივუთითეთ "გონივრული ვადა", რომ ვიდრე საქმეების გადასინჯვა დაიწყება, მოხერხდეს სისტემური და ორგანიზაციული ცვლილებები...

- ბუნებრივია, რეაბილიტაციის შემდგომ დადგება მათთვის კომპენსაციების გადახდის საკითხი.
- თუ პირი რეაბილიტირებული ან უკანონოდ მსჯავრდადებულია, აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია. ამაზე სახელმწიფო უარს ვერ იტყვის, მაგრამ აქაც შეიძლება გონივრულად გაიწეროს ყველაფერი. ეს სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, უფლებადარღვეულ პირებთან შეთანხმებით მოახერხოს მათი უფლებების ბოლომდე აღდგენა. ასეთი მასშტაბური სამუშაოს შესრულება თვით ეკონომიკურად წელში გამართულ სახელმწიფოსაც კი გაუჭირდება, მაგრამ სახელმწიფომ ეს უნდა იტვირთოს.

- რომელი საქმეები იქნება პრიორიტეტული?
- უპირველესად, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა საქმეები, ხოლო თავად მსჯავრდადებულთა შორის ვის მიენიჭება საქმის უფრო ადრე განხილვის პრიორიტეტი, სასამართლომ უნდა შეიმუშაოს. პრიორიტეტული იქნება ის საქმეები, სადაც გამოკვეთილია პატიმრის წამება, ღირსებისა და პატივის შემლახველი ფაქტები, შეუსაბამოდ მაღალი სასჯელების მქონე პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების საქმეები...  
1937 წლის რეპრესიების შემდეგ რეაბილიტირებულთა რიცხვს შეიძლება აღემატებოდეს დღეს გადასასინჯი საქმეების რაოდენობა.

არ უნდა დავივიწყოთ ის მსჯავრდადებულებიც, ვისაც პირობითი სასჯელები აქვთ; ასევე, ვერ უგულებელვყოფთ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, რომლითაც ხელყოფილია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. იგულისხმება არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ საპროცესო შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილებები, საკუთრების ხელყოფის ფაქტები, ადმინისტრაციული სამართალწარმოება...

- როგორც ამბობენ,
პროკურატურაში დოკუმენტების დაწვა დაიწყო. შესაძლებელია თუ არა, სასამართლოებშიც დაიწყოს მტკიცებულებათა განადგურება?

- მიუხედავად იმისა, რომ კანონი არეგულირებს საქმის წარმოების წესებს, არსებობს საკანცელარიო წარმოება, სადაც მკაცრად აღირიცხება ყოველი საქმე.

მინდა  მოვუწოდო ადვოკატებს - თუ აქამდე ხელთ არა აქვთ დოკუმენტები და საქმის მასალები, სასწრაფოდ გამოითხოვონ, რადგან საშიშროება იმისა, რომ დაიწყება დოკუმენტების მასობრივი განადგურება, არსებობს.
USAID-მა განახორციელა პროექტი, რომლითაც საქართველოს თითქმის ყველა სასამართლო უზრუნველყოფილია იმ ტექნიკური აღჭურვილობით, რომელიც უზრუნველყოფდა მთელი პროცესის ჩაწერას, რასაც შემდეგ უნდა გაეადვილებინა საოქმო ჩანაწერის მომზადება, მაგრამ თავს არიდებდნენ ჩაწერას, რაც ოქმებში ლავირების საშუალებას იძლეოდა. ოქმები, ფაქტობრივად, გაყალბებულია, რადგან ყველა არასასურველი ჩვენება ან მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მიაწოდეს, შელამაზებულია. კატეგორიულად უნდა გააფრთხილონ სასამართლო ხელისუფლების ყველა რგოლი, იუსტიციის საბჭო, რომ პასუხს აგებენ საქმეების გადაბარების დროს საქმეთა მთლიანობაზე.

- ბუნებრივია, უსამართლოდ დასჯილი პირები მოითხოვენ, დაისაჯოს ყველა ის მოსამართლე, რომელმაც უკანონოდ, დაუსაბუთებელი განაჩენი გამოუტანა. არადა, სისხლის სამართლის კოდექსში ამოღებულია ნორმა, რომელიც მოსამართლეს უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობას უწესებდა.
- მიუხედავად ამისა, ჩვენს კანონმდებლობაში დარჩა მუხლი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. ეს კი სრულ შესაძლებლობას უტოვებს შესაბამის ორგანოებს, დადგეს კონკრეტული მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

- კოტე კუბლაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ ერთ მოსამართლეზე ზეწოლაა და ყველანაირად შეეცდება სასამართლოს დამოუკიდებლობა დაიცვას.

- კუბლაშვილი არ იყო ის კაცი, როცა რამდენიმე მოსამართლის დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მისი უკანონო მითითებების შესრულებაზე განვაცხადეთ უარი?! კუბლაშვილი არ იყო, პროკურატურის უკანონო შუამდგომლობების დაკმაყოფილებას რომ მოითხოვდა? მაშინ ჩვენ, ე.წ. ამბოხებული მოსამართლეები, რამდენიმე ათეული რომ ვყოფილიყავით, სასამართლო სისტემას გადავარჩენდით და მოქალაქეები ასცდებოდნენ იმ უბედურებას, რა დღეშიც ახლა არიან. მაშინ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება და კავშირი გამოვიყენეთ საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვიბრძოდით და ის, რაც უზენაეს სასამართლოში ხდებოდა, მალე საზოგადოების თითოეულ წევრს შეეხებოდა. დღეს ვამაყობ, რომ ჩვენ, ამბოხებულმა მოსამართლეებმა, ფიცი მოსამართლისა ღირსეულად შევასრულეთ. 
myself
23 ოქტომბერი 2012 01:40
daviT

დაწყნარდი კაცო, რა დღეში ხარ, რამ აგანერვიულა... რა ისტერიკაში ჩავრდი... შენ ხომ არა გთხოვეს ყველა ამ საქმის პირადად გადასინჯვა, რამ შეგაშინა შე კაი კაცო!
მოქალაქე22
13 ოქტომბერი 2012 00:01
ახლა ყველას ანგელოზის ფრთები გამოებმება,ვინ იტყვის დამნაშავე ვარო
სხვა სიახლეები
ეკა მოლაშვილი 28-ე ქალია, რომელიც წელს ქმარმა გამოასალმა სიცოცხლეს

ექიმებს საშინელი სურათი დახვდათ, ახალგაზრდა ქალი სისხლში ცურავდა. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქნდა მიყენებული

"ქმარი ბირჟაზე მდგარი არავის უნახავს, დილიდან საღამომდე შრომობდა. ისე დალევა უყვარდა და ეს ეტყობოდა კიდეც ვიზუალურად"
დაწვრილებით...
"35 წლის კაცი 15 წლის ბავშს რას ეღირღიტებოდა?! - ახია მაგაზე!.. ერთი გამხდარი და გაცქნაფული გოგოა, გასაკვირიც არის, ამხელა კაცს როგორ მოერია"

"ეს იმის ბრალიც არის, რომ პატრული მხოლოდ ცენტრალურ ქუჩაზე დასეირნობს და იმას არ ფიქრობს, ბნელ შუკებშიც შეიხედოს!"

"თქვენ რომ ყოფილიყავით, გამოიხედავდით?! რა იცი, ამ დროს რა ხდება, თუ გაიხედე, ეგებ შენც გაგიყარონ დანა და წადი და უყარე მერე კაკალი!"
დაწვრილებით...
"ციხეში რომ გაეჩერებინათ და ამნისტიით არ გამოეგდოთ გარეთ, ამ ბოროტებას ხომ არ ჩაიდენდა"

"ჩვენი ცხოვრების უკუღმართობა ნახეთ, უცხოეთში ოჯახის სარჩენად წასული ცოლი მეუღლის დაკრძალვაზეც ვერ ჩამოდის...  წარმოიდგნეთ ის საწყალი რა შავ დღეში იქნება, ძმამ ქმარი მოუკლა"

"შვილი ასე ამბობს, - მამაჩემის სისხლი ბიძაჩემს არ შერჩება, ნეტავ ორმოცამდე უკან მიჰყვებოდეს მამაჩემსო!"
დაწვრილებით...
"ფრიდონ პირტახიას მსხვერპლისთვის ნამცხვარი მიურთმევია, აბა, მარტო ხომ არ შევჭამდიო... დაკითხვისას ისეთი დეტალები გამომჟღავნდა, შოკში ვიყავით"
დაწვრილებით...
11 დეკემბერს თბილისში, "ქალაქპროექტის" შენობაში 34 წლის ალექსანდრე გოცირიძე მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 55 წლის ნოდარ ნასარიძე დააკავეს.
დაწვრილებით...
ქალს შვილისთვის უთქვამს, სახლში არ შეხვიდე, იქ დახოცილი შენი ცოლ-შვილი ყრია, მე მოვკალიო...

"დედამ  საკუთარი შვილიც დაღუპა, საცოდავს მამაც არ ჰყავს, ახლა საყვარელი ცოლ-შვილიც მოუკლეს და სულ მარტო დარჩა"

შინ შესულს საშინელი სურათი დახვედრია -  მეუღლე უსულოდ ეგდო, გაგუდულ ჩვილს კი ბალიშები ზემოდან ეყარა...
დაწვრილებით...
რევოლვერს 7 ვაზნიდან 6 ამოაცალა, დაცვის თანამშრომლების მოსასვენებელ ოთახი ჩაიკეტა, საიდანაც მოკლე ხანში გასროლის ხმა გაისმა...

"დღემდე ვერაფრით ვხსნით რატომ მოკილა თავი კაცმა, რომელსაც ცოლი და სამი ანგელოზივით შვილი ჰყავდა..."

"ბანკის ვალი თუ თვითმკველეობის მიზეზია, გამოდის საქართველოს 90% უნდა ამოიჟუჟოს! ეს რა ხდება, რა გადარევს ხოლმე ადამიანს ასე, რომ ვფიქრობ, ლამის შემეშინდეს, მეც არ გადამიტრიალდეს ტვინი და თავი არ მოვიკლა"
დაწვრილებით...
"საწყალი ძირს ეგდო. ხელები სულ სისხლიანი ჰქონდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ადგილზე გარდაიცვალა... ამბობენ, რომ საქმის გასარჩევად მოუყვანა ეს მოკლული ბიჭი"

"ქალის განწირული კივილის ხმა რომ გავიგეთ, გარეთ გამოვედით, დავინახე თათია კიოდა. ადრე ეს გოგო, მკვლელობაში ეჭვიმტანილ ნოდარ ნასარიძესთან ტექსტების ამკრეფად მუშაობდა"

"ნოდარი წესიერი ადამიან და კარგი ინჟინერია, წლებია ამ შენობაში მუშაობს..."
დაწვრილებით...
"ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო და ცოლს დამიზნებით ესროლა… მაგრამ არ გავარდა. ამიტომ მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა და მთელი ძალით გააქანა მეუღლისკენ."

"დანაშაულის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მტირალი კაცი დახვდა, რომელიც მოსთქვამდა: - რა გავაკეთე, ცოლი როგორ მოვკალიო!"

"ერთმანეთისთვის უფრო რომ ევნოთ რამე, მარნეულში დადიოდნენ მოლებთან."

”ელიმხანი და მისი ცოლი ბოლო ხანს ისე უცნაურად იქცეოდნენ, სოფელში ამბობდნენ ჯადო აქვთ გაკეთებულიო.”
დაწვრილებით...
ყველაზე ცნობილი (ცოცხალი) ქართველი კანონიერი ქურდი ციხიდან გამოვიდა და დაკარგული იმპერიის დასაბრუნებლად ემზადება

კალაშოვი ცხრაჯერ გახდა ქილერების სამიზნე და ცრაჯერვე გადარჩა...

ქართველი ქურდების (ტარიელ ონიანი და "დედ ჰასანი") ბრძოლამ კრიმინალური სამყაროს გვირგვინისთვის საქმე

იქამდე მიიყვანა, რომ " ტახტს" სლავი წარმოშობის ქურდები დაეპატრონენ და როგორც ჩანს, დათმობას არ აპირებენ..

"როგორც კი გამოვალ, მაშინვე მოგხედავთო"-დრო და დრო უთვლიდა ხოლმე რუსული მაფიის ქართველი ლიდერი ახალგამომცხვარ ქურდებს
დაწვრილებით...
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად! საბურთალოზე ! გარემონტებული,...
65 კვ.მ. გარემონტებული სავაჭრო ფართი, 1 სართული,...
ფასი: ...
ფასი: ...
მამულ-დედული