თურქეთში კრიმინალური ავტორიტეტი ”რავშან ლენკორანსკი” მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულში კრიმინალური ავტორიტეტი, ე.წ. კანონიერი ქურდი რავშან ჯანიევი, იგივე რავშან ლენკორანსკი მოკლეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონიერი ქურდის ნათესავები მომხდარს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ჯანიევი ცოცხალია და დუბაიში იმყოფება. ჯანიევი რუსული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტის, ასლან უსოიანის, იგივე ”დედ ჰასანის” მკვლელობის შემკვეთად მიიჩნეოდა. მოიაზრება, რომ სწორედ ”დედ ჰასანის” წევრებმა იძიეს შური და ჯანიევს სიცოცხლე მოუსწრაფეს. ეს აზრი იმითაც მყარდება, რომ 2010 წელს, მორიგ მკვლელობას გადარჩენილმა ”დედ ჰასანმა” მისი ლიკვიდაციის სავარაუდო შემკვეთად სწორედ ჯანიევი დაასახელა.