შსს-ს ახალი მტკიცებულებები - პოლიციელების წამების მთავარი დამკვეთი ბაჩანა ახალაია იყო - კვირის პალიტრა

შსს-ს ახალი მტკიცებულებები - პოლიციელების წამების მთავარი დამკვეთი ბაჩანა ახალაია იყო

”ჩუბინიძემ ვინჩესტერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩვენი ბიჭებიდან ერთ-ერთს შესაშინებლად ჯერ ფეხებში ესროლა, მერე კი ჰაერში გაუშვა ტყვია. უცებ მსხვერპლს მოუბრუნდა და იარაღის კონდახი მთელი ძალით ჩასცხო  სახეში, ზ.ფ-ს გადამსკდარი კანიდან სისხლმა იხეთქა. ჩუბინიძე ერთი კაცის წამებით ვერ დაკმაყოფილდა და დანარჩენებსაც გვირტყა კონდახი, ზოგს თავში, ზოგს მკერდში. სისხლში ამოსვრილებს განა შეგვეშვნენ? გაგვაშიშვლეს და სერჟანტებმა გვცემეს ქამრებით, ნაგვემები კი საგანგებოდ ამოთხრილ ორმოში ჩაგვყარეს და და ჩუბინიძის ბრძანებით მიწა დაგვაყარეს ზევიდან, დაგვმარხეს, რა და თვითონ არხეინად წავიდნენ.” - ასე ჰყვება სასტიკი წამების ფაქტებს შინაგან საქმეთა ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი (ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება), რომელიც ბაჩანა ახალაიას მინისტრობისას სამსახურიდან იმიტომ გააგდეს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური მოსაზრებები ჰქონდათ. სასტიკი წამების მეთოდებით გამორჩეული დავით ჩუბინიძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი, ყოფილი მაღალჩინოსანია. ნაწამები შვიდი ყოფილი პოლიციელი დასჯა-წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში და შესრულებაში აღნიშნული დეპარტამენტის კიდევ ორ მაღალჩინოსანს დავით ვეკუასა და მამუკა აბაშიძეს დებენ ბრალს, მათი წამების შეკვეთაში კი უშუალოდ იმ დროინდელ შს მინისტრ ბაჩანა ახალაიას ასახელებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო. უკვე ჩატარებული გამოძიების შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა:

2012 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში შსს მინისტრ ბაჩანა ახალაიას აცნობეს, რომ სამინისტროში "გველები", ანუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე შვიდი თანამშრომელი აღმოაჩინეს. 18 აგვისტოს ამასთან დაკავშირებით ახალაიამ  ბრძანება გასცა,  სასწრაფოდ შეეკრიბათ პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობა, რის გამოც სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა დავით ვეკუამ პირადი შემადგენლობის სრულად შესაკრებად განგაში გამოაცხადა. დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის, მინისტრი ბაზაზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. სამწყობრო მომზადების მოედანზე იდგა I სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობა. ოფიცრები შეიყვანეს დარბაზში, სადაც ახალაიამ  შვიდ მათგანს მიმართა, გვაქვს ჩანაწერები, რომ ოპოზიციურ პარტიებს თანაუგრძნობთო. ”ბაჩანა ცოფიანივით ღრიალებდა მოღალატეებოო. გვლანძღავდა და გვაგინებდა. დავით ვეკუამ შვიდივეს სამხრეები ჩამოგვახია და გვითხრა, თქვენი კარიერა დამთავრდაო.

ცხადია, იმავე დღეს შს მინისტრის ბრძანების თანახმად, ყველანი გაათავისუფლეს  თანამდებობიდან და კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში გადაიყვანეს, მაგრამ ამით არ დამთავრებულა ჩვენს მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება. 19 აგვისტოს, დილით ადრე, ახალაიამ კაბინეტში დაგვიბარა შვიდივე, ოფიცერთა გადამზადების კურსებზე უნდა წახვიდეთო. გულმა რეჩხი მიყო, რომ რაღაც ძალიან ცუდს გვიპირებდნენ, მაგრამ რას ვიზამდით? შადა გავიქცეოდით? მონსტრების ხელში ვიყავით. რა თქმა უნდა, მინისტრის განკარგულებით, დავით ვეკუამ,  მამუკა აბაშიძემ და დავით ჩუბინიძემ ჩვენ შვიდნი და სხვა, მათთვის საეჭვო რეპუტაციის მქონე კიდევ 38 თანამშრომელი,  ,,რეინჯერთა" მომზადების კურსის გავლის საბაბით, მიგვიყვანეს  შს სამინისტროს  სპეციალური მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე. შვიდივე დაგაცალკევეს და ჩვენი ხელმძღვანელობა დაავალეს თავდაცვის სამინისტროდან თითქოსდა გადმოყვანილ, სინამდვილეში კი ამ უწყებასთან კონტრაქტგაწყვეტილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, ე.წ. ჯალათებს: ალექსი დავითაშვილს, დავით გიორგაშვილს, რობერტ სუთიძეს და ვლადიმერ ზანგიევს.” -ჰყვება ერთ-ერთი წამებული.

დაზარალებულების განმარტებით, ე.წ. ,,ინსტრუქტორები"  და მათი ხელმძღვანელები თითქმის სულ ნასვამები იყვნენ. შვიდივე საგანგებოდ დასასჯელ პირს თავიდანვე მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ახლობლებთან კონტაქტი აუკრძალეს.  შიშვლებს  მთელი დღის განმავლობაში აიძულებდნენ სირბილს, დაღლილებს კი ყელზე გამობმული ქამრით მიწაზე ათრევდნენ, სცემდნენ, დროდადრო სასიკვდილოდ განწირული გლადიატორებივით ერთმანეთში ჩხუბს აიძულებდნენ და თუ რომელიმე დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდა, მოგკლავთო, ემუქრებოდნენ. როდესაც უსასტიკესი წამების შემდეგ ორმოში ცოცხლად დაამრხეს, პოლიციელებს ეგონათ, რომ ამით წამებასაც მოეღებოდა ბოლო და მათ სიცოცხლესაც, მაგრამ ”ინსტრუქტორებმა” ისევ მოაკითხეს, ”სამარიდან” ამოთხარეს და საველე კლასში მიათრიეს შვიდივე, იქ ისევ სცემეს ჯაჭვებით და ჯოხებით. დღის ბოლოს კი შვიდივე იქვე, მიტოვებულ შენობაში შეყარეს და  უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, კარები ბოქლომით დაუკეტეს და დილამდე არაადამიანურ პირობებში ამყოფეს.

ბაჩანა ახალაიას პირადი პატიმრების განმარტებით, ეს იყო ერთი დღის წამების სცენა, რომელიც ერთი თვის განამვლობაში ყოველდღე გრძელდებოდა 21 სექტემბრამდე. ბაზიდან წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, შვიდივე  კატეგორიულად გააფრთხილეს, ეთქვათ, რომ დაზიანებები წვრთნის დროს მიიღეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში - ოჯახებს აგიწიოკებთო.

შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, შვიდივე მსხვერპლმა წამების შედეგად მიიღო სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება, მოტეხილობა,  დაჟეჟილობა   და ფსიქიკური ტრავმა. მიუხედავად ამისა, არავის უზრუნია მათთვის სამედიცინო დახმარებაზე, რამაც წამებულებს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესა და   დღემდე გადიან რეაბილიტაციის კურსს.

”მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 143-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შსს გენერალური ინსპექციის მიერ  დაკავებული არიან შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ყოფილი უფროსი,  ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე,  შს სამინისტროს  სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე,   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები: კაპრალი დავით გიორგაშვილი,  კაპრალი ალექსი დავითაშვილი, რიგითი ვლადიმერ ზანგიევი  და რიგითი რობერტ სუთიძე. საქმეში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.” -ნათქვამია შსს-ს საგანგებო განცხადებაში.

ნაწამები პოლიციელები დავით ჩუბინიძის განსაკუთრებულ სისასტიკეზე ლაპარაკობენ. ”ვერ გაგვიგია ასე რამ გაამხეცა ან რა უნდა მიეღო ჩვენი წამების სანაცვლოდ, ან თავისი შვილებისთვის თვალებში როგორ უნდა შეეხედა იმ არაკაცს. რომ გაგვაშიშვლეს, ჩუბინიძემ გვიბრძანა მუცლით დავწოლილიყავით მიწაზე, თან ღრიალებდა, მოღალატეებო უნდა გაგაუპატიუროთო.  ერთ-ერთ ჩვენგანს, ეროვნებით სომეხს კი გამატებით სცემდა ”ჯალათებიდან” ასევე ერთ-ერთი, გვარად ზანგიევი, მეორე ჯალათი კი, რომლის ვინაობაც არ ვიცი, მაგრამ სახეზე ამოვიცნობ, დედას აგინებდა და ზანგიევს უკიჟინებდა, მოკალი, სომეხია, რა უნდა ქართულ ჯარშიო?!”

ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)

Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE

Sss - policielebis wamebis mTavari damkveTi baCana axalaia iyo

baCana cofianiviT Rrialebda moRalateeboo. gvlanZRavda da gvaginebda. daviT vekuam Svidives samxreebi Camogvaxia da gviTxra, Tqveni kariera damTavrdao.

“SiSvlebs mTeli dRis ganmavlobaSi aiZulebdnen sirbils, daRlilebs ki yelze gamobmuli qamriT miwaze aTrevdnen, scemdnen, drodadro sasikvdilod ganwiruli gladiatorebiviT erTmaneTSi Cxubs aiZulebdnen”

CubiniZem vinCesteris tipis cecxlsasroli iaraRidan Cveni biWebidan erT-erTs SesaSineblad jer fexebSi esrola, mere ki haerSi gauSva tyvia. uceb msxverpls moubrunda da iaraRis kondaxi mTeli ZaliT Cascxo saxeSi, z.f-s gadamskdari kanidan sisxlma ixeTqa. CubiniZe erTi kacis wamebiT ver dakmayofilda da danarCenebsac gvirtya kondaxi, zogs TavSi, zogs mkerdSi. sisxlSi amosvrilebs gana SegveSvnen? gagvaSiSvles da serJantebma gvcemes qamrebiT, nagvemebi ki sagangebod amoTxril ormoSi Cagvyares da da CubiniZis brZanebiT miwa dagvayares zevidan, dagvmarxes, ra da TviTon arxeinad wavidnen. -ase hyveba sastiki wamebis faqtebs Sinagan saqmeTa erT-erTi yofili TanamSromeli (vinaoba gamoZiebis interesebidan gamomdinare ar saxeldeba), romelic baCana axalaias ministrobisas samsaxuridan imitom gaagdes, rom opoziciuri politikuri mosazrebebi hqondaT. sastiki wamebis meTodebiT gamorCeuli daviT CubiniZe gansakuTrebul davalebaTa departamentis erT-erTi, yofili maRalCinosania. nawamebi Svidi yofili policieli dasja-wamebis, damamcirebeli da araadamianuri mopyrobis organizebaSi da SesrulebaSi aRniSnuli departamentis kidev or maRalCinosans daviT vekuasa da mamuka abaSiZes deben brals, maTi wamebis SekveTaSi ki uSualod im droindel Ss ministr baCana axalaias asaxeleben.

saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros pressamsaxuris gancxadebiT, Tanamdebobis pirebis mier samsaxurebrivi uflebamosilebis gadametebis faqtze Sss-s generalurma inspeqciam gamoZieba daiwyo.

ukve Catarebuli gamoZiebis Sedegad Semdegi suraTi gamoikveTa: 2012 wlis agvistos Sua ricxvebSi Sss ministr baCana axalaias acnobes, rom saministroSi “gvelebi”, anu gansxvavebuli politikuri Sexedulebebis mqone Svidi TanamSromeli aRmoaCines. 18 agvistos amasTan dakavSirebiT axalaiam brZaneba gasca, saswrafod SeekribaT pirveli sammarTvelos piradi Semadgenloba, ris gamoc sammarTvelos maSindelma ufrosma daviT vekuam piradi Semadgenlobis srulad Sesakrebad gangaSi gamoacxada. daaxloebiT saRamos 9 saaTisTvis, ministri bazaze Tanmxleb pirebTan erTad mivida. samwyobro momzadebis moedanze idga I sammarTvelos mTeli piradi Semadgenloba. oficrebi Seiyvanes darbazSi, sadac axalaiam Svid maTgans mimarTa, gvaqvs Canawerebi, rom opoziciur partiebs TanaugrZnobTo. baCana cofianiviT Rrialebda moRalateeboo. gvlanZRavda da gvaginebda. daviT vekuam Svidives samxreebi Camogvaxia da gviTxra, Tqveni kariera damTavrdao.

cxadia, imave dRes Ss ministris brZanebis Tanaxmad, yvelani gaaTavisufles Tanamdebobidan da kadrebis mTavari sammarTvelos gankargulebaSi gadaiyvanes, magram amiT ar damTavrebula Cvens mimarT politikuri angariSsworeba. 19 agvistos, diliT adre, axalaiam kabinetSi dagvibara Svidive, oficerTa gadamzadebis kursebze unda waxvideTo. gulma reCxi miyo, rom raRac Zalian cuds gvipirebdnen, magram ras vizamdiT? Sada gaviqceodiT? Mmonstrebis xelSi viyaviT. ra Tqma unda, ministris gankargulebiT, daviT vekuam, mamuka abaSiZem da daviT CubiniZem Cven Svidni da sxva, maTTvis saeWvo reputaciis mqone kidev 38 TanamSromeli, ,,reinjerTa" momzadebis kursis gavlis sababiT, migviyvanes Ss saministros specialuri momzadebis centris teritoriaze. Svidive dagacalkeves da Cveni xelmZRvaneloba daavales Tavdacvis saministrodan TiTqosda gadmoyvanil, sinamdvileSi ki am uwyebasTan kontraqtgawyvetil yofil samxedro mosamsaxureebs, e.w. jalaTebs: aleqsi daviTaSvils, daviT giorgaSvils, robert suTiZes da vladimer zangievs. -hyveba erT-erTi wamebuli. E

dazaralebulebis ganmartebiT, e.w. ,,instruqtorebi" da maTi xelmZRvanelebi TiTqmis sul nasvamebi iyvnen. Svidive sagangebod dasasjel pirs Tavidanve miayenes fizikuri da sityvieri Seuracxyofa da axloblebTan kontaqti aukrZales. SiSvlebs mTeli dRis ganmavlobaSi aiZulebdnen sirbils, daRlilebs ki yelze gamobmuli qamriT miwaze aTrevdnen, scemdnen, drodadro sasikvdilod ganwiruli gladiatorebiviT erTmaneTSi Cxubs aiZulebdnen da Tu romelime daumorCileblobas gamoacxadebda, mogklavTo, emuqrebodnen. rodesac usastikesi wamebis Semdeg ormoSi cocxlad daamrxes, policielebs egonaT, rom amiT wamebasac moeReboda bolo da maT sicocxlesac, magram instruqtorebma isev moakiTxes, samaridan amoTxares da savele klasSi miaTries Svidive, iq isev scemes jaWvebiT da joxebiT. dRis bolos ki Svidive iqve, mitovebul SenobaSi Seyares da ukanonod aRukveTes Tavisufleba, karebi boqlomiT dauketes da dilamde araadamianur pirobebSi amyofes.

baCana axalaias piradi patimrebis ganmartebiT, es iyo erTi dRis wamebis scena, romelic erTi Tvis ganamvlobaSi yoveldRe grZeldeboda 21 seqtembramde. bazidan wamosvlamde ramdenime dRiT adre, Svidive kategoriulad gaafrTxiles, eTqvaT, rom dazianebebi wvrTnis dros miiRes, winaaRmdeg SemTxvevaSi - ojaxebs agiwiokebTo.

Sss-s pressamsaxuris gancxadebiT, Svidive msxverplma wamebis Sedegad miiRo sxvadasxva xarisxis sxeulis dazianeba, motexiloba, daJeJiloba da fsiqikuri travma. miuxedavad amisa, aravis uzrunia maTTvis samedicino daxmarebaze, ramac wamebulebs janmrTelobis mdgomareoba gauaresa da dRemde gadian reabilitaciis kurss.

mopovebuli mtkicebulebebis safuZvelze, saqarTvelos sisxlis samarTlis kodeqsis 333-e, 143-e da 144-e muxlebiT gaTvaliswinebuli danaSaulis CadenisaTvis, Sss generaluri inspeqciis mier dakavebuli arian Ss saministros specialuri operaciebis centris yofili ufrosi, vice-polkovniki mamuka abaSiZe, Ss saministros strategiuli milsadenebis dacvis sakontraqto TanamSromeli daviT CubiniZe, saqarTvelos Tavdacvis saministros samTo-sadazvervo batalionis samxedro mosamsaxureebi: kaprali daviT giorgaSvili, kaprali aleqsi daviTaSvili, rigiTi vladimer zangievi da rigiTi robert suTiZe. saqmeSi monawile sxva pirebis dadgenisa da dakavebis mizniT, mimdinareobs sagamoZiebo moqmedebebi. -naTqvamia Sss-s sagangebo gancxadebaSi.

nawamebi policielebi daviT CubiniZis gansakuTrebul sisastikeze laparakoben. ver gagvigia ase ram gaamxeca an ra unda mieRo Cveni wamebis sanacvlod, an Tavisi SvilebisTvis TvalebSi rogor unda Seexeda im arakacs. rom gagvaSiSvles, CubiniZem gvibrZana mucliT davwoliliyaviT miwaze, Tan Rrialebda, moRalateebo unda gagaupatiuroTo. erT-erT Cvengans, erovnebiT somexs ki gamatebiT scemda jalaTebidan aseve erT-erTi, gvarad zangievi, meore jalaTi ki, romlis vinaobac ar vici, magram saxeze amovicnob, dedas aginebda da zangievs ukiJinebda, mokali, somexia, ra unda qarTul jarSio?!