ბოლო დროს იმერეთის ექსგუბერნატორი თემურ შაშიაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე საუბრობს, რომელიც თურმე არაერთ იდუმალებით მოცულ მკვლელობას ახდის ფარდას. სულ მალე ერთ-ერთი ასეთი სკანდალური ჩანაწერი საქართველოში იქნება და მას სახალხო სასამართლო "მაესტროს" ეთერში წარადგენს. თემურ შაშიაშვილი: - 10 დეკემბერს, პირველი სკანდალური აუდიოჩანაწერი უკვე საქართველოში იქნება. ახლა მიმდინარეობს მისი დამუშავება იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს მისი ტიტრებით გამოქვეყნება... ჩვენთვის მთავარია, ეს ჩანაწერები იყოს ექსპერტიზაზე შემოწმებული, თანაც ისე, რომ არაფერი დაუზიანდეს.
- ეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ჩანაწერი იქნება?
- სახალხო სასამართლო თავად გადაწყვეტს, თუ რომელ ჩანაწერს გამოაქვეყნებს პირველად... ჟვანიასთან დაკავშირებული ჩანაწერი მართლაც სენსაციურია... ისმის ხელისუფლების ძალიან მაღალი თანამდებობის პირთა დიალოგები იმ დროს, როცა ჟვანია უკვე გარდაცვლილია, მიმდინარეობს "უბედური შემთხვევის" ინსცენირების დეტალების დაზუსტება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ჩანაწერიც, რომელიც 2003 წელს ჩატარებულ არჩევნებსა და "ვარდების რევოლუციას" უკავშირდება.
ჩემი აზრით, იმ დღიდან იწყება ერის პოლიტიკური სიკვდილიც, ჟვანიას მკვლელობაც, მეწარმეებთან დაკავშირებული პრობლემებიც, როცა არნახულ გარიგებებზეა ლაპარაკი... მე ამ ჩანაწერს "პოლიტიკური გარდაცვალების კასეტას" ვეძახი.
- ახლახან გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ჟვანიას მკვლელობის დეტალები გია ბარამიძისთვის არის ცნობილი. ეს უკანასკნელი ამ ჩანაწერში თუ ფიგურირებს?
- კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიდრე ჩანაწერი სრულად არ გამოქვეყნდება, იმ პერსონათა წრეს ვერ დავაზუსტებ, რომელიც ჟვანიასთან დაკავშირებით საუბრობს. ისინი ჩემი სკანდალური ინტერვიუებისა და ცალკეული გამონათქვამის გამო ისედაც გაბოროტებულები არიან და კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებენ.
გიდასტურებთ, რომ გია ბარამიძემ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ყველაფერი იცის. მეტიც, პირველად თქვენ გეტყვით, რომ იმ პირთა წრეში, რომლებიც ჟვანიას სიკვდილის შემდეგ გამოსავალს ეძებენ და უბედური შემთხვევის ინსცენირების დეტალებს აზუსტებენ, ერთ-ერთი გია ბარამიძეა. ეს ბატონი დღეს სწორედ იმიტომ ბრძანდება თანამდებობაზე, რომ ყველაფერი იცის... დიახ, ჩანაწერში, რომლის გამოქვეყნებასაც ვაპირებთ, გია ბარამიძე ფიგურირებს... ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება შედგება ერთმანეთისადმი ზიზღით გაჟღენთილი ადამიანებისაგან, რომელთაგან ერთი მეორეზე ვერაფერს ამბობს იმის გამო, რომ ერთმანეთის შესახებ ბევრი იციან.












ვინ გააყალბა ნივთმტკიცება?
ქალთა კოლონიის ყოფილმა უფროსმა გულიკო ნადარეიშვილმა თავისუფლებააღკვეთილი ქალების ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო ეპიზოდის თხრობა განაგრძო.
5 ივლისს 27 აპრილს დაპატიმრებული ქართველი კანონიერი ქურდის, ანდრო თოფურიას სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსკოვში მცხოვრები ქართველი
პირველ გასროლაზე არაფერი დასტყობია, მეორეზე და მესამეზე - თვალები გადმოატრიალა, ხელი უკან, თირკმლის ადგილზე მოიკიდა და თქვა - ვაიმე, მესროლესო - და მაშინვე უგონოდ დაეცა, ძირს დაცემულს მივვარდი, ჩემი შვილი უკვე მთლად თეთრი და გაშეშებული იყო.
"მე განსასჯელთა და მსჯავრდადებულთა პირადი მასალების შესწავლა და იმის გამოვლენა მევალებოდა, იყო თუ არა დარღვეული პატიმრობის ვადები და ზუსტად იყო თუ არა გამოტანილი განაჩენი".
16 ივლისს ნუგზარ ნაჭყებიას სასამართლო პროცესი განახლდება. პატიმრობა ემუქრება კონტროლის პალატის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც უშიშროების ოდეერებს ზოგიერთი თანამდებობის პირის საწინააღმდეგო აქტების დაწერის დაკვეთაში ამხელდა.
2010 წლის ივნისის ბოლოს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ათი რუსი ჯაშუში დააკავა. ეს საერთაშორისო სკანდალი იყო, მით უმეტეს, რომ ჯაშუშების დაკავება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ამერიკაში ვიზიტს დაემთხვა.
პრიმერადივიზიონის პირველ ქართველ ლეგიონერსა და ახლო წარსულში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს გიორგი დემეტრაძეს ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცნობილ ფეხბურთელს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
"კოლონიაში 24 წლის აშოლტილი გასათხოვარი გოგო ქეთინო თ. მოიყვანეს. ისე ტიროდა, მისი ცრემლები მტკვარს ერთვოდა. თურმე მოლარედ მუშაობდა, მამიდამისი კი იმავე დაწესებულების ბუღალტერი იყო. რასაც მამიდა ეუბნებოდა, ქეთინოც იმას აკეთებდა და... მამიდა რომ დაიჭირეს, ეს გოგოც დაუსახელებია, ჩემი თანამზრახველი იყოო. ქეთინოს მამიდაც ჩვენთან იხდიდა სასჯელს და ვერავინ იტანდა იმის გამო, ანგელოზივით გოგო ციხეში რომ ჩაასმევინა.
"პროკურატურის იაღლიში რომ ჩაფარცხულიყო, ისევ ციხეში უკრეს თავი"













რატომ ხდება საქართველოში,რომ ჯერ თანამდებობა უნდა დაკარგო,აი მერე კი დებს ყველა ერისშვილობაზე და პატრიოტობაზე თავს?!
ოქრუაშვილი,ბურჯანაძე,შაშიაშვილი,ნოღაიდელი,მამრაძე და ათასი ვინმე.
კაროჩე ამათ მიშა მირჩევნია.
იცი, რატომ არ ხურავენ?
რომ დახურონ, მისი ხელახლა გამოძიების კანონიერი მოთხოვნა გაჩნდება და ამიტომ აწყობთ ასე დაუხურავად თაროზე შემოდებული საქმე.