"ეგ ქალი ქალების სიყვარულში იყო შემჩნეული" - როგორ იქცა ერთ ღამეში 22 წლის ახალგაზრდა ქალი ცივსისხლიან მკვლელად?!"იმ ქალმა ხელზე დაუწყო მოფერება და ხელები შემოხვია - მაკოცეო. ეს გოგო კიდევ წამოხტა, თავში ტაფა ჩაარტყა და იატაკზე დააგდო. მერე დანას დასტაცა ხელი და დაჩეხვა დაუწყო"მკვლელობა, რომელმაც დაახლოებით სამი თვის წინ მანგლისში გარდაცვლილ 71 წლის მოხუცთან ერთად 22 წლის გოგონაც "შეიწირა", დღემდე გაუხმაურებელად რჩებოდა. სიტყვა "შეწირვა" შემთხვევით არ მოგვიხმია - 22 წლის ს. კ. სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის და მკვლელობის ფსიქოლოგიური კოშმარიდან გამოსვლა შეძლება მთელი ცხოვრება ვერ შეძლოს., - "მოძღვარიც ელაპარაკება და ფსიქოლოგიც, ის კი ისევ ისევ ცუდად არის, მეშინია, რომ ნორმალურ ცხოვრებას ვერასოდეს შეძლებს" - ამბობს ს. კ-ს დედა და სტრესიდან გამოსვლა თვითონაც უჭირს. ამ მკვლელობამ 5 თვის წინ მთელი მანგლისი შოკში ჩაააგდო, - ყელგამოჭრილი ყოფილი ექთანი მეზობელმა საკუთარ სახლში შემთხვევით იპოვა და პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ მკვლელის ძებნა ყველგან დაიწყო და ყველასათვის მოულოდნელად წააწყდა, - გოგონა მასთან თვითონ მივიდა და სთხოვა, ძალიან ცუდად ვარ და პოლიციაში წამიყვანეთო. ეს პოლიციელისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მკვლელს ხვეწნაც კი დასჭირდა. თუმცა მის პოლიციაში მიყვანისთანავე გაირკვა, რომ მან შემზარავი დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა.სასამართლომ 22 წლის მკვლელს თითქმის მინიმალური სასჯელი, 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, შემთხვევასთან დაკავშირებით კი ადგილობრივებში კითხვები ჯერ კიდევ რჩება, - რამ აიძულა ახალგაზრდა ქალი, რომ ხანდაზმული მოხუცი დანით ისე დაესახიჩრებინა, რომ მკვლელობის ადგილას მისულ მეზობლებს ერთმანეთში არეული სისხლი და სხეული დახვედროდათ! როგორ იქცა ერთ ღამეში 22 წლის ახალგაზრდა ქალი ცივსისხლიან მკვლელად?! ჩვენ შევეცადეთ, ეს ყველაფერი ადგილობრივებთან საუბარში გაგვერკვია. დ. კ: - საერთოდ, მოკლულს დიდიხანია ვიცნობდი, - მთელი სიცოცხლე მარტოხელა იყო, მაგრამ ამას არ განიცდიდა. საერთოდ ომახიანი ქალი იყო. თავს არავის დააჩაგვრინებდა და კაცებიც კი დაუჯაბნია. მეტით არაფრით განსხვავდებოდა არავისაგან, - დამახასიათებელი ის ჰქონდა, რომ თმები მუდამ ბიჭურად ჰქონდა შეკრეჭილი. ამბობდა, ქალისთვის შეუფერებელი სახე მაქვს და თმებს იმიტომ არ ვიზრდი, არ მიხდებაო. საერთოდ, ხალხში არ უყვარდა დიდად გამოჩენა. ამ მკვლელობაზე რომ გავიგე, მოტივს ვერ მივხვდი. ზოგმა რა თქვა, ზოგმა რა, მათ შორის ისიც თქვეს, ალბათ ფული ჰქონდა შენახული და იმიტომ მოკლა იმ გოგომო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს გამორიცხულია, - იმდენ ფულს მაგას არავინ მისცემდა, რომ ამისთვის მოეკლათ.ც. დ: - ჯერ პირობა მომეცით, რომ ჩემს ვინაობას არ გაამხელთ და მერე გეტყვით, ეგ მკვლელობა რატომ მოხდა( ჩვენ ამ ადამიანს, ისევე როგორც ამ სტატიის ყველა რესპონდენტს პირობას ვუსრულებთ, რის გამო ინიციალებსაც ვცვლით). მოკლედ, ეგ ქალი ქალების სიყვარულში იყო შემჩნეული, - ახლა ყველას კი არ ეტაკებოდა, რასაკვირველია, მაგრამ არიან ხალხი, ვისაც "ნამიოკით" აგრძნობინა თავისი სურვილები და მერე ისინი ამას ამბობდნენ. ეგ გოგო, მაგის მკვლელი, მაგის კარის მეზობელი იყო, მის თვალწინ გაიზარდა და სტუმრადაც დადიოდა. ისე ცოდვა გამხელილი სჯობს, - ხანდახან კი გამიფიქრებია, ნეტავი, რას აგზავნის დედამისი იმ ქალთან, არ იცის თავისი მეზობლის ამბავი-მეთქი, მაგრამ მერე მე თავად შემრცხვენია ამ ფიქრის, - რა დროს მაგის ეს ამბებია, უკვე ხანდაზმულია-მეთქი! მერე სასამართლოდან რომ გამოვიდა ხმა, იმ გოგომ მეზობელი ქალი სექსუალურ ნიადაგზე მოკლაო, იმ წუთში ეს ამბავი გამახსენდა.რ. გ: - აბა, რა ვიცი, რა გითხრათ, მე რაც გავიგე, ის იყო, რომ ეს გოგო მაგ ქალთან ღამე სტუმრად მივიდა. იმან ჩაი გაამზადა და დაპატიჟა. მაგიდასთან რომ დასხდნენ, იმ ქალმა ხელზე დაუწყო მოფერება და ხელები შემოხვია, ზურგიდან, - მაკოცეო. ეს გოგო კიდევ წამოხტა, თავში ტაფა ჩაარტყა და იატაკზე დააგდო. მერე დანას დასტაცა ხელი და დაჩეხვა დაუწყო. მაგრამ მე ის მიკვირს, ასე მწარედ როგორ დაჩეხა, რომ თავს აღარ ანებებდა. ყელის გამოჭრაც კი მოუნდომებია, - ცხედარი რომ ვნახე, ყელზე დანა ერთ-ორჯერ ჰქონდა დასმული. ისე, ის გოგოც ძალიან ძლიერი ბავშვია ფიზიკურად და მასავით კაციც ვერ იხმარს დანას.ლალი მ., ს. კ-ს დედა: - რაც ჩემს შვილს მკვლელის სახელი აქვს, მას შემდეგ მეც ფაქტობრივად, მკვდარი დედა ვარ. ციხეში დავდივარ და იქ შვილს ვეღარ ვცნობ, - ისევ სტრესშია და ყველაფერს არ მეუბნება. მაგრამ ის მანუგეშებს, რომ სასამართლოს და პოლიციას მოუყვა ყველაფერი და იმათ მინიმალური სასჯელი მისცეს.- რა მოხდა მაინც, იქნებ რაც შეგიძლიათ, დაწვრილებით, მომიყვეთ...- როგორ უნდა მოგიყვე შვილო... ერთგან დაუწერიათ გაზეთში, რომ ჩვენ, მის მშობლებს იმ ქალთან რაღაც საქმიანი ურთიერთობა გვქონია, მისი ლესბოსელობის ამბავიც ვიცოდით და შვილს უფლებას მაინც ვაძლევდით, რომ მასთან სტუმრად მისულიყო. რა მამა, რის მამა! ქმარი რა ხანია მკვდარი მყავს და ისეთი გაჭირვებული ვარ, მოხუცს ვუვლი, ზოგჯერ ღამღამობითაც კი ვრჩები მასთან. იმ ღამესაც იმ მოხუცთან ვიყავი და დილით დამირეკეს, შენი შვილი პოლიციაში წაიყვანესო. პოლიციაში რა უნდა-მეთქი, თავზარი დამეცა!- ანუ, თქვენ რომ სახლში არ იყავით, სწორედ მაშინ გადავიდა თქვენი შვილი იმ მოხუცთან?- გადავიდოდა, შვილო აბა, რა იქნებოდა, მაგ ქალის კარის მეზობლები ვიყავით და არავინ რომ არ ჰყავდა, ჩვენთან მეზობლობდა. ჩემი შვილი კოლეჯში სწავლობდა, მაგრამ სწავლის ფული რომ ვერ გადავუხადე, თავი დავანებებინე, მერე მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. დაურეკავდა ის ქალი და ეტყოდა, - ერთი პური წამომიღე, პური არ მაქვსო. ჩემს შვილსაც მოჰქონდა. ერთი-ორჯერ კი მითხრა, - მაგასთან არ წავალ, აჰა, პური და თვითონ გადაუტანეო, მაგრამ ძალიან გავუჯავრდი, რას ჰქვია, არ წახვალ, ხანშიშესული ადამიანია და უნდა დაეხმარო-მეთქი. იმ ღამესაც პური მიუტანია და აი, რა მოხდა, დაენგრა ცხოვრება ჩემს შვილს, მკვლელი გახდა.- თავად თუ აქვს ეს ყველაფერი გაცნობიერებული?- მეუბნება, დედა, ის ქალი ისეთი სიმახინჯე იყო, უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ჩემი ხელით რატომ უნდა მომკვდარიყო, მე რა დავაშავეო?! ... ეს უკანასკნელი კითხვა ისეთია, რაზეც ვერც ერთი ჩვენი რესპონდენტი ვერ უპასუხებს. თუმცა ცხადია, რომ სექსუალური ძალადობის ნიადაგზე მომხდარი დანაშაულის სტატისტიკის ზრდა, ისე როგორც დანარჩენი დანაშაულებისა, კვლავ დღის წესრიგშია!ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)