”ახალაიას შურის საძიებლად ჩეჩნებმა მიაკითხეს” (ექსლუზივი) - კვირის პალიტრა

”ახალაიას შურის საძიებლად ჩეჩნებმა მიაკითხეს” (ექსლუზივი)

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წასვლამდე ორი კვირით ადრე ბაჩო ახალაიას შეწყალება გადაწყვიტა და ამ ფაქტს ”ფეისბუქზე” ლამის ხუთგვერდიანი ოფიციალური ახსნა-განმარტება მიუძღვნა. ამ საკითხზე ექსპერტები ”ყველა სიახლესთან” საუბრობენ.

მამუკა არეშიძე(ექსპერტი):

- პრეზიდენტ სააკაშვილის პრინციპია, ჩემ მერე ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო. ეს კაცი, რასაკვირველია, ცდილობს, რომ პრობლემები შეუქმნას დღევანდელ ხელისუფლებას და ამიტომაც შეიწყალა ახალაია, რომელიც ჩემთვის ისეთივე დამნაშავეა, როგორიც ბევრი სხვა. მიმაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, თუნდაც პაუზებით, რაღაც პირობებით, მაგრამ უნდა იყოს შეუქცევადი. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულ ერთია, იჯდება თუ არა ახალაიასნაირი კაცი ციხეში. სხვა დამნაშავეებიც ვიცი და არ მესმის, რატომ უნდა იყვნენ გარეთ ჯალათები, რომლებიც დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდნენ და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ ადამიანებს? თუმცა ახალაიასთვის თავისუფლებაზე ყოფნა არ უნდა იყოს სახარბიელო: როცა ვამბობ, რომ შეიძლება ქაოსი დაიწყოს, ამას ნერვული რეაქცია მოჰყვება ხოლმე: ვიღაცა ვიღაცას სახლში რომ მიუვარდება, ბაღში ან რესტორანში დაესხმება თავს იმიტომ, რომ მას ისეთი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელზეც პასუხი არ უგია, ქაოსია, აბა, რა? მოსალოდნელია, რომ ახალაიასაც ვიღაცა ჩაუსაფრდება და ანგარიშს გაუსწორებს. ეს გასათვალისწინებელია და უნდა იცოდეს ხელისუფლებამ. უბედურება ისააა, რომ შურისმაძიებელი ადამიანები საზოგადოების მხარდაჭერით ისარგებლებენ.

მათე ციხესაშვილი(ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი):

- დღეს ჩეჩნებს ხელს აძლევთ ბაჩანა ახალაიას ციხიდან გამოშვება, რადგან ხელისუფლება არაფერს აკეთებს და არც გააკეთებს, მას ბრალიც კი არ აქვს წაყენებული ლაფანყურის საქმეზე, შეიძლება მავანმა იკითხოს, თუ ასეთი მაგრები ხართ, აქამდე რატომ გააჭიანურეთ საქმეო? და მართალიც იქნება. მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ბაჩანას წყნეთში აქვს აგარაკი, სადაც 5 თვის წინ, ღამით, ”ესტუმრნენ” სისხლის ასაღებად. საბედნიეროდ, სახლში არავინ აღმოჩნდა”.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ ”ყველა სიახლის” ოთხშაბათის ნომერში.