"იარაღი დაგვადო და ყვირილი დაგვიწყო, შარვლები ჩაიხადეთო" - 14 წლის მოზარდმა ათი წლის ბიჭებს ორალური სექსი აიძულა - კვირის პალიტრა

"იარაღი დაგვადო და ყვირილი დაგვიწყო, შარვლები ჩაიხადეთო" - 14 წლის მოზარდმა ათი წლის ბიჭებს ორალური სექსი აიძულა

"იმ ბიჭმა ასე მითხრა, მე შენ უკვე კაცობა დაგაკარგვინეო, ამიტომ როცა გავიზრდები, მოვკლავ"

"ამტკიცებდა, ხუმრობას ჰქონდა ადგილი, დაზარალებულ ბავშვს კიტრი ჩაუდეს პირშიო"

(სტატიაში გამოყენებული სურათი აღებულია ვებსივრციდან, იგი არ ასახავს რესპოდენტს)

სამწუხაროდ, დღეისათვის არ არსებობს კვლევები იმის შესახებ, გაჩნდა თუ არა დანაშაულის სტატისტიკის მატებასთან ერთად, დაუსჯელობის სინდრომიც. თუმცა, შეგვიძლია სწორედ ეს ვივარაუდოთ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის მოზარდის მიერ სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მიზეზად:

როგორც ამბობენ, ”საქმის გასკდომამდე” 14 წლის მ.გ-ს მსგავსი დანაშაულები ადრეც ჰქონდა ჩადენილი, თუმცა არავის დაუსჯია. მისი ბოლო მსხვერპლი თანასკოლელი 10 წლის ბიჭუნები აღმოჩნდნენ. მათგან ერთ-ერთმა დანაშაულის ჩადენის მომენტში უშველა თავს და ბიძაშვილის საშველადაც უხმო უფროსკლასელებს. ყოფილ საცურაო აუზის ნანგრევებში შეცვენილ უფროსკლასელებს, იქ მწარედ ატირებული მსხვერპლი დახვდათ.

ლ.კ., უფროსკლასელი:

- ეს ნანგრევები ჩვენს სკოლასთან ახლოა. მაგრამ ისე დაბინძურებულია, იქ ნორმალური არავინ შევა. ეს ბიჭი ჩვენთან მოვარდა და ტირილით მოგვიყვა - ერთმა ბიჭმა მე და ჩემი ბიძაშვილი ნანგრევებში შეგვიყვანა, იარაღი დაგვადო და ყვირილი დაგვიწყო, - შარვლები ჩაიხადეთო. მე გამოვიქეცი, მაგრამ ჩემს ბიძაშვილს იარაღი დაადო და ვეღარ გამოიქცაო. ეგრევე აზრზე მოვედით, რაც ხდებოდა, გაცოფებულები შევვარდით იმ ადგილზე, - მაგ დამპალზე ამას წინათაც გავიგეთ, - პატარა ბავშვები ორალურ სექსზე აჰყავსო. რომ მიგვესწრო, მოვკლავდით, მაგრამ ეტყობა, ჩვენი ხმა რომ გაიგონა, გარეთ გავარდა. ის საწყალი ბავშვი ძირს ეგდო და ტიროდა, ხელები და ფეხები უკანკალებდა - იმ საქონელს თავისი საქმე უკვე მოეთავებინა. საწყალი ძლივს წამოვაყენეთ ფეხზე და მანდატურთან მივიყვანეთ. ის დამპალიც მანდატურებმა დაიჭირეს.

რ. დ., დაზარალებულის ნათესავი:

- ამის შემდეგ ჩვენი ბავშვი ისეთ სტრესშია და ამ თემაზე ლაპარაკი ისეთ ტკივილს გვაყენებს, ალბათ, ჯობდა, ეს ამბავი არ გაგვეხმაურებინა და სასამართლოს მოეგვარებინა ყველაფერი. თუმცა როცა შევატყვეთ, საქმეს სიკეთის პირი არ უჩანდა, ავლაპარაკდით, გვინდა, თქვენი მეშვეობით მაინც მივაღწიოთ სამართალს. იმას ვგულისხმობ, რომ იმ ბინძური მ.გ-ს ძალოვანმა მამამ საქმის მიჩქმალვა და შვილის გამართლება მოინდომა.

- გვიამბეთ, რა მოხდა.

- ის მოხდა, რომ ის ბინძური ბიჭი და ჩემი 10 წლის ნათესავები ერთ სკოლაში სწავლობენ. ამ ნაძირალას ეტყობა, სული უკვე იმდენად აქვს გადაგვარებული, თურმე ადრეც ჰყავდა პატარა ბიჭები ორალური სექსისთვის დაჭერილი, - ჩემი ნათესავების საქმე რომ გასკდა, ეს ამბავი მაშინ გაირკვა. იმ ბავშვებმა, როგორც ჩანს, ეს ამბავი სახლში არ გაამხილეს, მაგრამ სკოლაში ვიღაცას უამბეს. იმ ვიღაცამ კიდევ ვიღაცას უამბო და ერთხელაც იმ ნაძირალას სახლთან უფროსკლასელი ბიჭები მისულან, - საქმე გვაქვს, ჩამოდიო. შეეშინდა და იმის შემდეგ აღარც სკოლაში წასულა. სამაგიეროდ, აივნიდან იყურებოდა, პატარა ბიჭებს ზვერავდა და დაინახა თუ არა ეს ჩვენი ნათესავი ბავშვები, დაუძახა, დაავლო ხელი მამამისის იარაღს და ეზოში გაიქცა. მერე თურმე ჯერ ფული მისცა ბავშვებს - სიგარეტი მიყიდეთო. მერე ნანგრევებში გაყოლა სთხოვა. ესენიც გაჰყვნენ. იქ იარაღი დაძრო და უბრძანა, - ახლა შარვლები ჩაიხადეთ და ერთმანეთს ეს და ეს გაუკეთეთო... არ მინდა ამაზე ლაპარაკი, რომ წარმოვიდგენ, ბავშვები ამ დროს რა დღეშიც იყვნენ, სიცოცხლეც კი აღარ მინდა. ამ ძიძგილაობაში ერთი გამოექცა. მეორე კი დაიჭირა, თავად ჩაიხადა შარვალი და ბავშვი აიძულა, ეს საშინელება გაეკეთებინა. არ ვიცი, კიდევ რა ვთქვა, - უფრო ბინძური სული სიცოცხლეში არც შემხვედრია. იმ ნაძირალას მომავალი არ აქვს, მაგრამ მე ჩემიანზე ვფიქრობ, - ეს გაუბედურებული ბავშვი ისეთ დღეშია, ფსიქოლოგებიც ვეღარ შველიან. ბებიას წარამარა ეუბნება, - იმ ბიჭმა ასე მითხრა, მე შენ უკვე კაცობა დაგაკარგვინეო, ამიტომ როცა გავიზრდები, მოვკლავო.

- მამამისი და მის მიერ საქმის მიჩქმალვა ახსენეთ...

- როცა ექსპერტიზამ ნანგრევებში ნახული ქურთუკი დალუქა, ჩვენმა ადვოკატმა ნახა, რომ დალუქვა კანონის დაცვით არ იყო შესრულებული, დოკუმენტაციაც ყალბად იყო შედგენილი. ქურთუკზე სქესობრივი აქტის შედეგად დარჩენილი ლაქები იყო და ამის ნაცვლად ეწერა, - ქურთუკზე სტაფილოსფერი ლაქები დაფიქსირდაო. ეს ყველაფერი დამნაშავის მამამ ჩააწყო, თავადაც ძალოვანი იყო და ეტყობა, ნაცნობები გამონახა. თავადაც ნაძირალა რომ არის, იმიტომაც ჰყავს ასეთი შვილი, - სასამართლოზე მაგათი ადვოკატი ამტკიცებდა, - ხუმრობას ჰქონდა ადგილი, დაზარალებულ ბავშვს კიტრი ჩაუდეს პირშიო. ამას ერჩივნა, ენახა, მისი შვილი რა გზას ადგა, - მის ფეისბუკის გვერდი გავხსენი და შოკში ჩავარდი, - ისეთი სურათებით ჰქონდა სავსე, სადაც ბიჭები ერთმანეთს ეფერებიან. მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს ასეთი სისულელეების ბოდვა, როცა მათ სახლში ჩხრეკისას იარაღის მთელი არსენალი ამოიღეს. ასე რომ, იმედს ვიტოვებთ, დამნაშავეს თავისი მიეზღვება...

...  სასამართლომ არასრულწლოვან დამნაშავეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისი ჩადენილი დანაშაული 10-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ექნება თუ არა მას, როგორც არასრულწლოვანს, შეღავათი ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. საზოგადოების გადასაწყვეტი კი ის არის, რამდენად ადეკვატურად შეაფასებს შექმნილ სიტუაციაციას და რამდენად ჩააგონებს შვილებს, რომ ფრთხილად უნდა იყონ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)