"13 წლის არის და ბავშვი კინაღამ დაღუპა" - ბაღდათში 6 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ ბიჭს სოფლიდან ასახლებენ - კვირის პალიტრა

"13 წლის არის და ბავშვი კინაღამ დაღუპა" - ბაღდათში 6 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ ბიჭს სოფლიდან ასახლებენ

"თავი მარტო რომ დაიგულა, უმწეო ბავშვის დაღუპვა მოინდომა, - სადღაც ბნელ ხუხულაში შეათრია" - რა ვითარებაში მოხდა ამაზრზენი დანაშაული

"საწყალი პატარა გოგო ისეთი შეშინებული იყო, მკურნალობა დასჭირდება, რომ აზრზე მოვიდეს..."

"გამორიცხული არ არის, რომ სიკვდილამდე ცემონ, ან სახლი იმავე წუთში გადავუწვათ."

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი საიმედო ფეხზე დგას, - აქ  13 წლის მოზარდის საცხოვრებელი სახლის გადაწვას აპირებენ. აღნიშნულ სახლში არასრულწლოვნის ბებია და ბაბუა ცხოვრობს. განზრახვის შესრულებაში სოფელს ხელს პოლიცია უშლის, რომელიც აღნიშნულ საცხოვრებელ სხლს იცავს. თუმც კი, არავინ იცის რა მოხდება, როცა პოლიცია დასაცავ ობიქტს დატოვებს.

ვ.დ; სოფელ საიმედოს მკვიდრი:

- მართალია, სახლი პოლიციამ გადაარჩინა, მაგრამ ის, ვინც უმწეო ბავშვს ღუპავდა, სოფლიდან გასახლებას ვერ გადაგვირჩება. თუ აქ დავინახეთ, ლინჩის წესით გავასამართლებთ. გამორიცხული არ არის, რომ სიკვდილამდე ცემონ, ან სახლი იმავე წუთში გადავუწვათ. 13 წლის არის და ბავშვი კინაღამ დაღუპა, როცა გაიზრდება, ხომ საერთოდ ვერ გამოვუშვებთ შვილებს გარეთ. მაგის გვერდით ცხოვრებას ვერ შევეგუებით, შვილებს ვერ დავღუპავთ. თქვენ ამას ძალადობას ეძახით, ჩვენთვის შვილების დაცვაა.

- რეალურად რა მოხდა თქვენს სოფელში?

- ეს გზააცდენილი ბავშვი ბაბუამისმა სოფელში ჩამოიყვანა - მაგ ბიჭის დედ-მამა კარგა ხნის დაშორებულია ერთმანეთთან. მამას მეორე ცოლი ჰყავს და და დედაც მეორედ გათხოვდა. ჩავიდა ბაბუამისი ახალ სიძესთან და ეს ბიჭი აქ წამოგვიყვანა, - ჩემი ქალიშვილი ვერ ზრდისო. საკუთარი დედა თუ ვერ ზრდიდა, არც ბაბუაა შვილიშვილის გამზრდელი, - როგორ ვთქვა, მაგრამ ეგ ისეთი კაცია, სოფელში მაგასთან დალაპარაკებასაც კი ერიდებიან. გაუშვა შვილიშვილი უპატრონოდ, ეგ არის, აცმევდა და აჭმევდა, მაგრამ ეს ხომ არ არის ყველაფერი - 13 წლის ასაკის ბიჭს სხვანაირი აღზრდა უნდა, რაც ბაბუმისს აზრადაც არ მოუვიდოდა. ამისთანა გარემოში მყოფ მოზარდს რა უნდა მოსთხოვო? სულ რაღაცას აფუჭებდა, სკოლაში პოლიცია ზედამხედველობდა...

- ასეთს რას აკეთებდა 13 წლის ბავშვი?

- რაც ახლა მოინდომა, მასთან დაახლოებულ საქციელს, - გარშემო გოგოებს უწმაწურ წერილებს წერდა. სადაც ძალა დაუხვდა იქ ვერაფერი გაბედა, მაგრამ  სოფელში თავი მარტო რომ დაიგულა, უმწეო ბავშვის დაღუპვა მოინდომა, - სადღაც ბნელ ხუხულაში შეათრია. 6 წლის ბაშვი რას მიხვდებოდ, რას უპირედბდა, კიდევ კარგი, მეორე ბავშვმა დაინახა და ატეხა ერთი ამბავი. მიუსწრეს სულზე. საწყალი პატარა გოგო ისეთი შეშინებული იყო, მკურნალობა დასჭირდება რომ აზრზე მოვიდეს... მისი მშობლები შვილზე უარესად არიან, - დანა არ უხსნით პირს.

- ბიჭი სად არის ახლა?

- ხალხს უკვე გაქცეული დახვდა იმ ადგილიდან. მერე პოლიციამ აიყვანა...

... გვიპასუხეს გააფთრებულმა სოფლელებმა, რომლებიც შურისძიებას აპირებენ...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)