"მთავრობასთან მაქვს ერთადერთი კითხვა..." - გიორგი ერგემლიძე დაჩი დარჩიას მკვლელობას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"მთავრობასთან მაქვს ერთადერთი კითხვა..." - გიორგი ერგემლიძე დაჩი დარჩიას მკვლელობას ეხმაურება

"არ ვიცი, რა დავწერო. დაჩი ჩემი ძველი კარგი მეგობარი იყო.... მთავრობასთან მაქვს ერთადერთი კითხვა.. რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს კიდე მაგათ "გაგებით მოკიდებას"? - ტრაწიანი ღორები."- ასე გამოხატა საკუთარი აღშფოთება დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობის გამო მომღერალმა გიორგი ერგემლიძემ... როგორც ცნობილი გახდა, 1994 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა მიხეილ გ. 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დარჩიას, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა...

გიორგი ერგემლიძე:

- დაჩის ბავშობიდან ვიცნობდი. ჩემზე 8 წლით უფროსი იყო, მაგრამ კარგი მეგობრები ვიყავით. ძალიან პოზიტიური, სიყვარულით სავსე ადამიანი, მასთან ცუდ ხასიათზე ვერ დადგებოდი. სულ მგულშემატკივრობდა, ძალიან უყვარდა მუსიკა და ჩემს გემოვნებაზეც დიდი როლი იქონია. ბევრ კარგ რამეს მასმენინებდა. ძალიან ნიჭიერი რეჟისორი იყო, ბავშვობაში მეც გადამიღო კლიპი. არაჩვეულებრივი მუსიკალური გემოვნება ჰქონდა და შოკია ჩემთვის, ის რაც მოხდა. მთავრობასთან მაქვს კითხვა, რომ როდემდე აპირებენ ------- ფხანას?!.. დაჩი ძალიან დაგვაკლდება...

- უკვე დაკავებულია დამნაშავე...

- და ის ლაწირაკი, კრიმინალი ეხლა ციხეში იჯდება და რა მაგით, რამე შეიცვლება? .. სისტემა უნდა დაინგრესო და მივიღეთ კრიმინალების ზეიმი ქალაქში. ეს უნდოდა ალბათ ხალხს!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)