ჩადება, როგორც ასეთი - კვირის პალიტრა

ჩადება, როგორც ასეთი

ბევრი ჩადება გვახსოვს. 9 წლის წინაც, 9 წლის განმავლობაშიც. მათ შორის 1 ოქტომბრის ისტორიული "ჩადებაც".

ზოგად გეომეტრიაში არსებობს ასეთი პატარა ინსტრუმენტი ფარგალი. ფარგალს აქვს მხოლოდ ერთი ფუნქცია. ის წრეს ხაზავს...

წრეზე სიარულს გავს მეთოდები, რომელიც "ცივილურ" მსოფლიოში კარგად გამოიყენება. "დასაჭერია, მაგრამ ვერ ვიჭერთ და ბარემ ჩავუდოთ: წამალი, იარაღი და აშ"... სცენარი და ინსტრუმენტები ერთიდაიგივეა. წლებია ჩადებას ვუყურებთ, წლებია "ნტნტნტ"-ს ვიძახით და "რეცდივისტად" ვასაღებთ ადამიანებს.

ბუტა რობაქიძესაც ჩაუდეს, სანდრო გირგვლიანიც "შემოგვასაღეს", როგორც "რეციდივისტი".

თენგო ერისთავს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ოჯახის ახლობლები და ადვოკატი საეჭვოდ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, მაშინ როდესაც ის პრობაციის სააგენტოში მიდიოდა. ახლობლები ამტკიცებენ, რომ ერისთავის შევიწროვება, მისი მეგობრის, ლაშა მახარაძის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ დაიწყო.

პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორს სიტყვიერად დაუპირისპირდა გარდაცვლილი ლაშა მახარაძის დედა. მისი თქმით, ხელისუფლება შერჩევით სამართალს აწარმოებს.

ჩადება, თუ ასეთი რამე საბოლოოდ დადასტურდა (რაც ჯერჯერობით, შორ პერსპექტივაშიც არ ისინჯება) პირდაპირი საფრთხის შემცველია. თუ მსგავსი პრეცენდენტი კვლავ დავუშვით, ყველა ჩვენგანმა, ჩვენ ირგვლივ, ჩვენ გონებაში თუ კიდევ "გადავხარშეთ" ტერმინი "ჩადება" და არაფერი მოვიმოქმედეთ, ეს სასიამოვნოს ახლო მომავალში არაფერს მოგვიტანს.

მე არავის ვიცავ, მითუმეტეს ადამიანს, ვინც კანონს დაარღვევს, მაგრამ კანონის დამრღვევი უნდა დაისაჯოს ზუსტად იმ მუხლების მიხედვით, რასაც დაარღვევს, და არა მარტივად: ჩავუდოთ, ჩავტენოთ, ოქროყანაზე ავიყვანოთ, ჩავცხრილოთ, 2 გვამი მინდა...

ეს ერთხელ უკვე ვჭამეთ, ვთოხლეთ და თუ ვინმეს გონია, რომ ფარგალივით წრეზე სიარული ვინმეს სიამოვნებს, მათთვის დავძენ , რომ ფარგალს საკმაოდ ბასრი წვერი აქვს...

ლაშა მესხი