ქურდული სამყარო მოსკოვში უკრაინის კრიზისის განსახილველად იკრიბება?! - კვირის პალიტრა

ქურდული სამყარო მოსკოვში უკრაინის კრიზისის განსახილველად იკრიბება?!

კალაშოვი აქსიონოვს შეურიგდა

2014 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, 20 დეკემბერს მოსკოვი ქურდულ სამყაროში ისტორიული შერიგების მოწმე გახდა,მტრობა დაივიწყეს თანამედროვე კრიმინალური სამყაროს ორმა ყველაზე გავლენიანმა კანონიერმა ქურდმა შაქრო კალაშოვმა და ლეგენდარული" იზმაელოვოს" დაჯგუფების ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა, მათი კონფლიქტის მიზეზი ჯერ კიდევ 90 წლებში ციმბირის ალუმინის აქტივებისთვის სამი დიდი დაჯგუფების"პოდოლსკის" " ისმაელოვოს" და "სოლნცევოს" ბრძოლა გახდა.. "ალუმინის ომმა" უამრავი ადამიანის სიცოცხელ შეიწირა, მათ შორის აქსიონოვის მეუღლის, "იზმაელოვოს" ლიდერის მერსედესი მაშინ ააფეთქეს, როდესაც მანქანაში მისი ფეხმძიმე ცოლი იმყოფებოდამ, აქსიონოვი მომხდარში კალაშოვს ადანაშულებდა, როგორც ამბობენ, აქსიონოვმა რამდენეჯერმე სცადა მისი მოკვლა თუმცა კალაშოვს ყველა ჯერზე უმართლებდა, სწორედ ამის გამო წავიდა ის ევროპაში საცხოვრებლად...

2014 წლის ოქტომბერში შაქროს დაბრუნებას მოსკოვში, კრიმინალური სამყარო დიდი ინტერესით შეხვდა, თუმცა სანამ კალაშოვი ქურდული სამყაროს პრობლემები მოწესრიგებას შეეცდება, მან ჯერ თავისი პრობლემები უნდა მოაგვაროს. აქსიონოვთან შერიგებამ შაქრო კალაშოვს ხელფეხი გაუხსნა და მოსკოვი ამ დღეებში ბოლო დროის ყველაზე დიდი ქურდული "სხოდკის" მასპინძელი ხდება, როგორც მედია აცხადებს მოსკოვში უკვე ჩამოსულია ორასამდე კანონიერი ქურდი, როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, "შეკრებაზე" სხვა პრობლემებთან ერთად, უკრაინაში შემქნილი მდგომარეობაც განიხილება…(?!)

ნინო ბურჭულაძე ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ