გირგვლიანის მამა: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა სააკაშვილის გეგმის ნაწილია - კვირის პალიტრა

გირგვლიანის მამა: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა სააკაშვილის გეგმის ნაწილია

"ახლა ეს "ნაციონალები" და მისი მომხრეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სიტუაცია გაართულონ"

"არ გამიკვირდება, ხვალ და ზეგ კიდევ მოხდეს, თავდასხმები"

"ეჭვი, რომ ირინა მოკლეს, მისი გარდაცვალების დროსაც ბევრს ჰქონდა"

საკუთარი ვაჟის საფლავზე მოკლული იური ვაზაგაშვილის გარდაიცვალების თაობაზე კომენტარი სანდრო გირგვლიანის მამას გურამ გირგვლიანს ვთხოვეთ:

- უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. ბატონი იური ძალიან მებრძოლი კაცი იყო, უკან დახევა არ სჩვეოდა და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა როგორმე დაემტკიცებინა საკუთარი სიმართლე. გახსოვთ ალბათ, რომ მის გარდაცვლილ შვილს ყაჩაღობაში სდებდნენ ბრალს, ბატონმა იურიმ მიაღწია და ბრალი შეაცვლევინა. შეუპოვარი კაცი იყო და წარმოუდგენელია მას თავი მოეკლა. ეს ისევ იმ ადამიანებმა გააკეთეს, რომლებმაც მისი შვილი ჩაცხრილეს. ეს იყო კარგად დაგეგმილი მკვლელობა. რამდენადაც ვიცი, იური ვაზაგაშვილისათვის ცნობილი გახდა საქმის ახალი გარემოებები, რისიც მისი შვილის მკვლელებს შეეშინდათ და იურის მკვლელობით ცდილობენ ყურადღების გადატანას და ამ გარემოებების მიჩქმალვას. ბოლო დროს ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ბევრი ახალი დეტალიც გამოიკვეთა, ცხადად გამოჩნდა, რომ მისი მანქანის ჩაცხრილვის შემდეგ, ის ისევ ცოცხალი იყო, ვიღაც შევიდა მანქანაში და მკერდში მიბჯენით ესროლა. ეს სხვა არაფერია, თუ არა მკვლელობა. ახლა ეს "ნაციონალები" და მისი მომხრეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სიტუაცია გაართულონ. იცით, რა მახსენდება, მიშა რომ იწერებოდა უცხოეთიდან - მოახდინეთ მკვლელობები, არეულობები, მოაწყვეთ დებოშები, რათა მერე ხელისუფლებაზე გადატყდეს ჯოხიო. სწორედ სააკაშვილის გეგმის ნაწილია იურის მკვლელობა. თუ ამ ხელისუფლებამ ეს მკვლელობა სწარაფად არ გამოიძია, ძალიან ცუდი რამ მოხდება. სხვათა შორის, ნამდვდილად არ გამიკვირდება, ხვალ და ზეგ კიდევ მოხდეს, თავდასხმები.

- თუ ეს მკვლელობა იყო, ვის ინტერესში შეიძლებოდა ყოფილიყი მისი სიკვდილი?

- იურის მკვლელობა, ტერაქტია. საფრანგეთში რომ ტერაქტი მოხდა, გამოვიდნენ ქართველები და იძახდენენ "მე ვარ შარლიო", ეს ხალხი სად არის დღეს?! რატომ არავინ ამბობს - "მე ვარ იური ვაზაგაშვილიო". წინა ხელისუფლება დაკვეთით ხოცავდა ადამიანებს და ხალხი ხმას ვერ იღებდა. აბსოლუტურად ყველა მკვლელობა მოხდა დაკვეთით და ეს ხალხი დღეს გამოდის და ამბობს რომ არაფრის გამკეთებელი ხელისუფლებაა სათავეშიო, ჩვენ დროს ასეთი ფაქტები არ ხდებოდაო. არადა, სწორედ მაგათ დროს ხდებოდა მკვლელობები, ქუჩაში, ხოცავდნენ უდანაშაულო ბავშვებს. თვითონვე იყვნენ დამკვეთებიც და შემსრულებლებიც. ამ ხელისუფლებამაც ძალიან გააწიანურა ეს გამოძიებები...

- ეს საშინელება ბუტა რობაქიძის მამის და სხვა შვილმკვდარი მშობლების დასაშინებელადაც ხომ არ დაგეგმეს?

- არის ამ კითხვაში სიმართლის მარცვალი, პირადად მე რამე რომ მომივიდეს, ნამდვილად არ გამიკვირდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ მაქვს მაგის შიში. ახლაც მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე ბოლომდე მივიყვანო. მინდა, ყველაფერი მალევე მოესწროს, თორემ როცა მე აღარ ვიქნებით, მერე ჩვენ საქმეს ვინ მიხედავს?!

- იური ვაზაგაშვილის გარდაცავლების შემედეგ სოციალურ ქსელებში ბევრმა დაწერა, რომ ქალბატონი ირინა ენუქიძეც მოკლეს, კონკრეტულად კი, მოწამლეს სანდრო გვირგვლიანის საფლავის ქვა...

- ეჭვი, რომ ირინა მოკლეს, მისი გარდაცავლების დროსაც ბევრს ჰქონდა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ახლა რამის მტკიცება ძალიან რთულია. სხვათა შორის იმ დროს გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილიც, რომელიც ისე მოკლეს, ვერავინ ვერაფერი გაიგო, ამის მერე რაა გასაკვირი?!

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)