ონიანი და პატარაკაციშვილი - რატომ დაასახელა ეს გვარები გაიაშვილმა - კვირის პალიტრა

ონიანი და პატარაკაციშვილი - რატომ დაასახელა ეს გვარები გაიაშვილმა

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იხსენებს, რომ შევარდნაძის პერიოდში, მისი ბიზნესპარტნიორის, კახი ასათიანის მკვლელობამდე (2002 წლის 20 ნოემბერი), ავიაბიზნესის ხელში ჩაგდება რამდენიმე პირმა სცადა.

"როგორც მე ვიცი, ბადრი პატარკაციშვილსაც უნდოდა ჩვენი ბიზნესის ხელში ჩაგდება... მან მიგვიწვია მე და კახი ასათიანი სალაპარაკოდ, რომ მას უნდოდა ჩვენი ბიზნესის შესყიდვა, რაზეც კახი ასათიანმა უარი უთხრა.

- შემდეგ რა მოხდა?

- ერთი წლის შემდეგ, კახი, ნახეთ რომ აღარ არის..." - ეს არის ერთი ფრაგემენტი "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-იდან, რომელიც ეთერში 23 მარტს გავა და თამაზ გაიაშვილის ბიზნესისტორიას გაგაცნობთ. ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იხსენებს, რომ შევარდნაძის პერიოდში, მისი ბიზნესპარტნიორის, კახი ასათიანის მკვლელობამდე (2002 წლის 20 ნოემბერი), ავიაბიზნესის ხელში ჩაგდება რამდენიმე პირმა სცადა. მათ შორის იყვნენ ქურდული სამყაროს წევრები, მათ შორის კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა გაიაშვილ-ასათიანთან.

გაიაშვილის სკანდალურ ინტერვიუს სრულად იხილავთ ორშაბათს, 23 მარტს, "პალიტრა TV"-ის გადაცემაში "ბიზნეს-PRESS".

იხილეთ ასევე: