რატომ ჩამოიხრჩო 11 წლის მოზარდმა თავი?! - კვირის პალიტრა

რატომ ჩამოიხრჩო 11 წლის მოზარდმა თავი?!

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან, მოზარდი სკოლიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ძმამ და ბებიამ ბიჭი სახლის მიმდებარე სათავსოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, სუიციდის ერთ-ერთ მიზეზად თანაკლასელებთან კონფლიქტი სახელდება. ადგილობრივების განცხადებით, მოზარდს კლასელებმა უთხრეს, თითქოს ის ნაშვილები იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინეტრპრესნიუსი"