ვინ და რატომ მოკლა ბესო ხარძიანი? - "კუს ტბის" წართმევის ერთ-ერთი ვერსია - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ მოკლა ბესო ხარძიანი? - "კუს ტბის" წართმევის ერთ-ერთი ვერსია

"ცუდ გაფრთხილებას ვიძლევი, -თუ არ აღდგა სამართალი, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში."

"ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას. მთავრობას ვთხოვ, ჩემი ძმის მკვლელობა გამოიძიონ. ეს იყო ის, რაც მის ქონებას ეხებოდა, ეს იყო მისი პარტნიორი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, ეს არის გიორგი უდესიანი."

ბიზნესმენ ბესო ხარძიანს უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოში რამდენჯერმე ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მოტოციკლით იყო. ბიზნესმენი თავსა და ფეხში იყო დაჭრილი და იგი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ახლობლების მტკიცებით, მკვლელობა შეკვეთილია და ის კომპლექსის "კუს ტბას" უკავშირდება. ბესო ხარძიანი მისი მფლობელი იყო და წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე ჰქონდა წაყენებული. "ცუდ გაფრთხილებას ვიძლევი, -თუ არ აღდგა სამართალი, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში." - განაცხადა ცოტა ხნის წინ ბესო ხარძიანმა ერთ-ერთ გადაცემაში. გარდაცვლილ ბესო ხარძიანის დამ მაია ხარძიანმა განაცხადა: "ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას. მთავრობას ვთხოვ, ჩემი ძმის მკვლელობა გამოიძიონ. ეს იყო ის, რაც მის ქონებას ეხებოდა, ეს იყო მისი პარტნიორი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, ეს არის გიორგი უდესიანი."

რუსთავი 2"-ის ეთერსი ბრალდებას უპასუხა გია უდესიანმა: "მე ოჯახის წევრების კომენტარზე კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი არიან გამწარებული ადამიანები დღეს, მაგრამ მინდა გავაკეთო კომენტარი იმ ადამიანებზე, ვინც გარედან ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. არიან ჯგუფები, ვინც შავბნელ პიარს აგორებენ, წლების განმავლობაში ხდებოდა ეს. ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს."

ბიზნესმენისთვის "კუს ტბის" წართმევის ერთ-ერთ სცენარის შესახებ პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:

- ბესო ხარძიანს გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში შევხვდი, როდესაც ის პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფებოდა. მისგან მოვისმინე მისი დაპატიმრების გარემოებების თაობაზე ინფორმაცია... მოგვიანებით, როდესაც ე.წ. ციხის კადრები გავრცელდა, სასჯელაღსრულების ახლადდანიშნულმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა ციხეში მიიწვია ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. საზოგადოებრივი მონტორინგის ჯგუფში, რომელიც 55 უფლებადამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრისგან შედგებოდა, მეც ვიყავი. სწორედ მაგ პერიოდში შევედი გლდანის მე-8 დაწესებულებაში. მოვინახულე როგორც პოლიტპატიმრები, ასევე სხვა პატიმრები. მაშინ საკუთარი ინიციატივით შემხვდა პატიმარი, ვინმე თოლორდავა (იმედია, გვარი არ მეშლება), რომელსაც 18 წელი ჰქონდა მისჯილი და ადრეც მრავალგზის ნასამართლევი იყო. რასაც ახლა მოგიყვებით, ამას არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი ბესო ხარძიანის ნებართვის გარეშე მის სიცოცხლეში, მაგრამ სამწუხაროდ ახლა, როდესაც ის უკვე ცოცხალი აღარ არის, მზად ვარ, ყველაფერი ვთქვა, რაც საქმის გამოძიებას წაადგება, ასევე მზად ვარ, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო გამოძიებას. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ეს არის შეკვეთილი მკვლელობა და ეს ყველაფერი "კუს ტბის სპორტული კომპლექსს" უკავშირდება...

- რა გიამბობთ თოლორდავამ?

- ის მოყვა, თუ როგორ მოხდა კუს ტბის კომპლექსის ხელში ჩაგდება; -მისი თქმით, "გარედან" დაავალეს, რომ ეს კომპლექსი უნდა მოეგო, ანუ ციხის სისტემაში უნდა გათამაშებულიყო სცენარი, თითქოს ბესო ხარძიანი წააგებდა "კუს ტბას". ეს კი ასე მოხდა, -ეს პიროვნება ბესო ხარძიანს შეუყვანეს საკანში და მასთან ითამაშა, არ მახსოვს, ეს ბანქო, ჭადრაკი თუ სხვა რამ, მაგრამ ვიცი, რომ რესტორანზე ითამაშეს. ბესოს ეგონა, რომ მოწინააღმდეგე მას პურ-მარილზე ეთამაშებოდა, მაგრამ თამაშის დასრულების შემდგომ ამ კაცს განუცხდებია, რომ რესტორანზე, ანუ მთლიანად შენობაზე ეთამაშა, თავისი ინფრასტრუქტურით. სწორედ ამ წაგებულ რესტორანში "გაუქვითეს" "კუს ტბაო."-  მითხრა იმ კაცმა. მისივე ინფორმაციით, ეს გადაფორმება ნოტარიულად დაამოწმებინეს.

- საკანშივე შეუყვანეს ნოტარიუსი?

- ეს დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ოფიციალიურად გადაუფორმა. ამ ადამიანს 18 წელი ჰქონდა მისჯილი.

იმ პატიმარმა ასევე განაცხადა, რომ ის აპირებდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ვიცი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო კიდეც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს კაცი ბევრ საქმესა და ეპიზოდთან დაკავშირებით ფიგურირებს, მათ შორის, თეთრაძის საქმეზეც არის დაკითხული...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)