6 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში მშობლები თანასოფლელებს ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

6 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში მშობლები თანასოფლელებს ადანაშაულებენ

პედოფილია საქართველოში - უსახელო დანაშაული და სახიფათო "სენი"

ბავშვის დედის განცხადებით, შემთხვევა 5 აპრილს მოხდა. მისივე თქმით, ბავშვი თანასოფლელმა ძმებმა 15 და 18 წლის ახალგაზრდებმა სოფლის სიახლოვეს მდებარე სათბურში წაიყვანეს და მასზე ძალა იხმარეს.

რამდენიმე დღის წინ, კახეთში 6 წლის ბიჭის გაუპატიურების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ბავშვის დედის განცხადებით, შემთხვევა 5 აპრილს მოხდა. მისივე თქმით, ბავშვი თანასოფლელმა ძმებმა 15 და 18 წლის ახალგაზრდებმა სოფლის სიახლოვეს მდებარე სათბურში წაიყვანეს და მასზე ძალა იხმარეს. სამართალდამცავებმა საქმის შესწავლა უკვე დაიწყეს. როგორც მოზარდის მშობლები აცხადებენ, ჩატარდა რამდენიმე ექსერტიზა, რომლის პასუხებიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან ძალადობაში ეჭვმიტანილების მშობლებიც, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ ამ ბრალდებას და ბრალის დაუდასტურებლობის შემთხვევაში 6 წლის ბიჭუნას ოჯახს ჩივილით ემუქრებიან. მათივე ვერსიით, ვითარება სულს სხვაგვარია. ისინი ამტკიცებენ, რომ ბიჭის დედამ იცრუა, რადგან ბიჭები, რომელთაც ის სექსუალურ მოძალადეს უწოდებს, მასთან მწყემსებად მუშაობდნენ და მათთვის კუთვნილი გასამრჯელოს გადახდა არ უნდოდა... ვიმედოოვნებთ, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა და მართმსაჯულბა თავის სიტყვას იტყვის, თუმცა, ფაქტია, რომ ბოლო ხანებში ასეთმა შემთხვევებამ იმატა. ქვეყანაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია არასრულწლოვანთა გაუპატიურების შესახებ, თუმცა, ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენ მოზარდზე განხორციელდა სექსუალური ძალადობა, - არ არსებობს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ბოლო ხანს მხოლოდ ერთ რეგიონში - კახეთში არასრულწლოვანზე ძალადობის 10-ზე მეტი ფაქტი მოხდა:

10 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 46 წლის მამაკაცს, რომელიც ამნისტირებული იყო, პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა, სასამართლომ კი წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა;

პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ 65 წლის მამაკაცს. სასამართლომ მას 6 თვით პატიმრობა შეუფარდა;

10 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის, სიღნაღის რაიონში 50 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს... ბრალდებული დაზარალებული ბავშვის ნათლიაა;

ლაგოდეხში 48 წლის მამაკაცი 14 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო დააკავეს;

ახმეტაში 57 წლის მამაკაცი 9 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის დააკავეს...

მსგავსი შემთხვევები მოხდა ხაშურსა და ჩხორუწყუშიც.

საზოგადოების ერთი ნაწილი ასეთ ფაქტებში ხელისუფლებასაც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მიზეზი ფასთომასშტაბიან ამნისტიაშიც უნდა ვეძებოთ. მეორე ნაწილის თქმით კი, - პრობლემა ადამიანთა ფსიქიკაშია.

როგორც გავარკვიეთ, საქართველოს კანონმდებლობაში სიტყვა "პედოფილია" არსად არის მოხსენიებული. ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის მაია ხუციშვილის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში ეს დანაშაული სხვაგვარად არის ფორმულირებული:

- ამ ტიპის დანაშაულს კვალიფიკაცია სხვადასხვანაირად ხდება; საერთოდ კი, გაუპატიურება, ეს არის სქესობრივი კავშირი მუქარით ან დაზარალებულზე ზეწოლის გამოყენებით. მამათმავლობის შემთხვევვაში კი, კიდევ სხვა მუხლის გამოყენება ხდება. პედოფილია, როგორც სამართლებრივი ტერმინი, არ გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში. ეს სიტყვა როგორც მდედრობითი ისე, მამრობითი სქესის არასრულწლოვნების მიმართ ლტოლვას ნიშნავს, მაგრამ რადგან ასეთ შემთხვევები დანაშაული სქესობრივ კავშირს უკავშირდება, სწორედ ეს ტერმინი გამოიყენება. ისე კი, არასრულწლოვნის მიმართ ლტოლვა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ დანაშაული არ ჩაიდონოს. დასჯადია მხოლოდ დანაშაულის ცდა, მომზადება და მისი ჩადენაა. მიდრეკილება არ ისჯება.

იურისტს ასეთი ტიპის დანაშაულებში ამნისტირებულებისკენ თითის გაშვერა უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან არის შემთხვევები, როდესაც გაუპატიურებაში არასრულწლოვნები არიან ეჭვმიტანილი, რომელთათვისაც ეს პირველი დანაშაულია. თუმცა, ამ ტიპის დანაშაულის დროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან დგება, თუმცა მათ ის ნორმები დაეკისრებათ, რომელიც არასრულწლოვნებათნ დაკავშირებით გამოიყენება.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში მოცემული ფაქტების მიხედვით, ძალადობრივი სექსუალური აქტების შემთხვევებზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქცევის სოციალური და კულტურული ნორმა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები. ასევე, უთანასწორობა, უმუშევრობა და გენდერული სტერეოტიპები.

სპეციალისტების თქმით, პედოფილიისგან საბოლოო განკურნება არ ხდება, მაგრამ სწორი ჩარევის შემთხვევაში, შესაძლოა, მისი მართვა, ანუ ლტოლვის შემცირება ან დაქვეითება... ამ ურთულეს ვითარებაში, გამოსავალი, არც პედოფილის ციხეში იზოლაციაა, რადგან იქ მისი რეაბილიტაცია ვერ მოხდება, - ის ოდესმე მაინც მოიხდის სასჯელს და ისევ საზოგადოებას დაუბრუნდება. რისკები კი მაინც ყოველთვის იარებებს, რადგან ის ვერ იქნება ჯანმრთელი და ვერც მისი ინტეგრაცია მოხდება. მათთან სპეციფიკური მუშაობაა საჭირო...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)