რას ყვება ლაფანყურის სპეცოპერაციას გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლი (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

რას ყვება ლაფანყურის სპეცოპერაციას გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლი (ექსკლუზივი)

"ჯგუფის ერთი ნაწილი თანახმა იყო, თუმცა ფეიზულაჰ მარგოშვილი და "რაბანი" უარს ამბობდნენ, რამაც სიტუაცია დაძაბა ჯგუფში. შემდეგ ჯგუფთან უკვე ახმად ჩატაევიც გამოჩნდა."

ბიჭებმა ლაფანყურის ტყეებში რამდენიმე დღე იხეტიალეს, ბოლოს კი პანკისში ჩამოვიდნენ, მეორე თუ მესამე დღეს მათთან მივიდა ერთი ჩეჩენი და უთხრა რომ მათ თურქეთში გადაიყვანდნენ, და ასეც მოხდა.

რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გავრცელდა ჩეჩენი მებრძოლის " მანსურის" ვიდეო ინტერვიუ, საიდანაც ირკვევა რომ " მანსური" ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ ერთი გადარჩენილი მოწმეა, ინტერვიუ ჩეჩნურ ენაზეა ჩაწერილი და თითქმის ორი საათი გრძელდება.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა ინტერვიუს რამდენიმე საინტერესო დეტალი როგორც " მანსური" აცხადებს. ის და რამდენიმე ადამიანი 2012 წლის აგვისიტოს შუა ხანებში ახმად ჩატაევმა ჩამოიყვანა საქართველოში, ერთ დღე გაატარეს თბილისში, ხოლო შემდეგი რამდენიმე უკვე პანკისის ხეობაში,ერთ - ერთ სახლში, ჩატაევთან ერთად ამ პროცესს კურატორობდა "რაბანიც", მათ მოთხოვნით ჯგუფის წევრებს უნდა დაეცვათ კონსპირაცია, ამიტომ საერთოდ არ გამოდიოდნენ სახლიდან. ეზოში საჭიროებისთვის ფანჯრიდან გადადიოდნენ, რათა ვინმეს გაღებული კარები არ დაენახა. ლოპოტას ხეობაში ისინი მანქანით გადაიყვანეს,. როგორც "მანსური" ყვება:  თავიდან ლაფანყურის ტყეში ორი მძევალი აიყვანეს, მოგვიანებით კიდევ სამი, რომლებიც როგოროც თავად ამბობდნენ მონადირეები იყვნენ(?!) მძველებისთის არაფერი დაუშავებიათ, გადაწყდა ჯგუფის შესახებ ინფორმაცია რომ არ გაჟონილიყო, ისინი საქართველო- დაღესტანის საზღვრამდე მიეყვანათ და შემდეგ გაეშვათ, მოგვიანებით მათი ჯგუფი თავად მესაზღვრეებსად გადააწყდა.

შეიარაღებულ ჯგუფში იყო ფეიზულაჰ მარგოშვილიც( სავარაუდოდ სწორედ ეს ის იყო ნიღაბში, ჯგუფში ნიღბიანი პირის არსებობის შესახებ "კვირის პალიტრა" ადრეც წერდა) მანსურის თქმით, ის იყო მეგზური. როდესაც ლაფანყურში ჯგუფის მოძრაობის შესახებ გახმაურდა მათთან მივიდა ერთი კაცი ჯინსის შარვლით და სამხედრო ქურთუკით და ჯგუფის ქართულის მცოდნეებს ესაუბრებოდა. როგორც მანსურს უთხრეს, მოსული კაცი ამბობდა რომ - ჩვენ საზღვარზე ვერ გადაგიშვებთ, იარაღი ჩააბარეთ და უკან დაბრუნდითო, როგორც ჩეჩენი მებრძოლი იხსენებს, მას ერთმა ჯგუფის წევრმა სახელი მიმართა სანდრო ერქვა( ლაპარაკია ანტიტერორისტული ცენტრის სამმართველოს უფროსზე სანდრო ამირიძეზე, როგორც ცნობილია, თავიდან ის იყო ასული ჯგუფთან მოსალაპარაკებლად). "ჯგუფის ერთი ნაწილი თანახმა იყო, თუმცა ფეიზულაჰ მარგოშვილი და "რაბანი" უარს ამბობდნენ, რამაც სიტუაცია დაძაბა ჯგუფში. შემდეგ ჯგუფთან უკვე ახმად ჩატაევიც გამოჩნდა." -ამბობს მანსური.

ის ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ ცეცხლი პირველად ქართველებმა გახსნეს... ბრძოლა კარგა ხანს გრძელდებოდა, იყვნენ დაჭრილებიც, არავინ იცოდა რამდენი იყო ცოცხალი, "მანსური" ყვება რომ ისინი იყვნენ სამნი, დოკვახა დოშუევი (ახმედ ზაკაევის ყოფილი მცველი), ასლანი და თვითონ, თავიდან ფიქრობდნენ რომ მხოლოდ ისინი იყვნენ გადარჩენილები, ამიტომ ბრძოლას ბოლომდე აპირებდნენ ვიდრე შაჰიდები არ გახდებოდნენ, თუმცა დოკვახამ რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი, ბიჭებს უთხრა, -  წასულიყვნენ, თავად კი დარჩებოდა და სანამ შეძლებოდა მანამდე იბრძოლებდა... ბიჭებმა ლაფანყურის ტყეებში რამდენიმე დღე იხეტიალეს, ბოლოს კი პანკისში ჩამოვიდნენ, მეორე თუ მესამე დღეს მათთან მივიდა ერთი ჩეჩენი და უთხრა, რომ მათ თურქეთში გადაიყვანდნენ, და ასეც მოხდა.

"მანსური" ამბობს რომ: " ჩატაევი რუსეთის აგენტია," რომ ჯგუფში იყო კიდევე ერთ აგენტი, რომელმაც რუსებს შეატყობინა ჯგუფის მოძრაობის შესახებ. ამჟამად " მანსური" უკრაინაში იბრძვის ისა მუნაევის ჩეჩნურ მოხალისეთა რაზმში (თავად გენერალი 1 თებერვალს დაიღუპა) და მზად არის ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს.

კაცი ნიღაბში - ფეიზულაჰ მარგოშვილი სირიაში ერთ - ერთი გავლენიანი დაგუფების "ჯეიშ ალ მუხაჯირინ ვალ ანსარის" მეთაურია, მანამდე ამ დაჯგუფებას თარხან ბათრაშვილი ედგა სათავეში.

"მანსურის" ვიდეოინტერვიუს სრულ ვერსიას "კვირის პალიტრა" უახლოეს დღეეში შემოგთავაზებთ.

ნინო ბურჭულაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო