ბესიკ ხარძიანის მკვლელის ვინაობა ცნობილია?! - კვირის პალიტრა

ბესიკ ხარძიანის მკვლელის ვინაობა ცნობილია?!

ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელი ჩეჩნური წარმოშობის უკრაინის მოქალაქეა, - ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ის გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სავარაუდო მკვლელმა ქვეყანა მომხდარიდან ერთ საათში დატოვა.

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში და ის თბილისში უკრიანიდან შემოვიდა. მათივე ინფორმაციით, მისი იდენტიფიცირება სავარადოდ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ იმ ვიდეომასალით მოხდა, რომელიც გამოძიებამ სათვალთვალო კამერებიდან ამოიღო. პროკურატურას აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან 28 მარტს მოკლეს.

წაიკითხეთ ასევე