საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადირებაზე ისევ უარი თქვა - კვირის პალიტრა

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადირებაზე ისევ უარი თქვა

მთავარი პროკურატურა დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურისთვის უცნობია გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღო საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს.

"ინტერპრესნიუსი" პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2015 წლის 24 აპრილს საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პატრას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ. სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო დავით ახალაიას ადვოკატის მიერ წარდგენილი საჩივარი პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს პროკურატურისათვის ამ ეტაპზე უცნობია გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღო საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავარ პროკურატურას სურს ცალსახად განაცხადოს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს საერთოდ არ განხილულა დ. ახალაიას ბრალეულობის საკითხი, ვინაიდან აღნიშნულს არ ითვალისწინებს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალეულობის საკითხის განუხილველობის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირის მიმართ არსებული მტიკცებულებების შეფასება და პირის ბრალეულობის განსაზღვრა წარმოადგენს არა ექსტრადიციის განმხილველი, არამედ ექსტრადიციის ინიციატორი სახელმწიფოს სასამართლო ორგანოების პრეროგატივას", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცადებაში.

"ინტერპრესნიუსი"