"გია უდესიანმა და რეზო ქურასბედიანმა მომიკლეს ქმარი" - კვირის პალიტრა

"გია უდესიანმა და რეზო ქურასბედიანმა მომიკლეს ქმარი"

სატელევიზიო გადაცემაში "იმედის კვირა" ბესიკ ხარძიანის მეუღლე ეკა ნონიკაშვილმა დარეკა, რომელსაც ორიოდეს დღის წინ გერმა მიხეილ ხარძიანმა ბესიკ ხარძიანი მკველელობის შეკვეთაში დასდო ბრალი.

ეკა ნონიკაშვილი: "გია უდესიანმა და რეზო ქურასბედიანმა მომიკლეს ქმარი. ეგენი არიან ჩემი ქმრის მკვლელები. კიდევ ვიმეორებ, გიორგი უდესიანმა, დუჟმორეულმა, ნარკომანმა უდესიანმა და რევაზ ქურასბედიანმა მომიკლეს ქმარი. ბესო ხარძიანი ამ ორმა ადამინმა მომიკლა. მთელი ოჯახი მკვლელია."

ამასთანავე, ეკა ნონიკაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ ხარძიანის მიერ გაკეთებული განცხადებები სისულელეა. მისივე თქმით, მიხეილ ხარძიანმა უდესიანისგან დიდი ფული აიღო.

ბესიკ ხარძიანი 28 მარტს, სახლის სადარბაზოსთან ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მოკლა. ოჯახი და ახლობლები პირველივე დღიდან მომხდარ მკვლელობას გია უდესიანს უკავშირებდა.