სროლა მრგვალ ბაღთან - რატომ დაჭრეს დეპუტატის შვილი?! - კვირის პალიტრა

სროლა მრგვალ ბაღთან - რატომ დაჭრეს დეპუტატის შვილი?!

ცოტა ხნის წინ, მრგვალ ბაღთან, მცხეთის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. გავრცელებული ინფრმაციით, დაუდგენელმა პირებმა ერთ-ერთი ავტომობილის მიმართულებით დაახლოებით შვიდჯერ ისროლეს.

თვითმხილველთა თქმით, დაიჭრა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთან ერთად გოგონაც იმყოფებოდა. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ჭრილობები ქვედა კიდურების არეში აქვს და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ადგილზე კრიმინალისტები ჯერაც მუშაობენ. ამოღებულია მასრები. როგორც გაირკვა, მცხეთის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი დეპუტატ თენგიზ ხუბულურის შვილია. რესპუბლიკურ საავადმყოფოსში "ქართული ოცნების" დეპუტატები: შოთა ხაბარელი და ლერი ხაბელოვი იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, თენგიზ ხუბულრის ვაჟი წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.

"ინტერპრესნიუსი"