ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი - ბაქოში 16 წლის გოგონა საქართველოს მოქალაქემ სასტიკად მოკლა - კვირის პალიტრა

ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი - ბაქოში 16 წლის გოგონა საქართველოს მოქალაქემ სასტიკად მოკლა

"ვუთხარი, ან ჩემი გახდები, ან მოკვდები-მეთქი. მის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა. ჩვენ დაახლოებით 5 თვის წინ დავშორდით და მე მას ყოველდღე ვთხოვდი შერიგებას, მაგრამ ის არ მთანხმდებოდა."

ბაქოში, ნიზამის რიონში საქართველო მოქალაქემ, 20 წლის იზეტ ჰუსეინოვმა, მე-11 კლასელი აიტაჯ ბაბაევა, ეჭვიანობის ნიადაგზე, სამზარეულოს დანის რამდენიმე დარტყმით  მოკლა... როგორც გარდაცვლილი გოგონას მეგობრები აცხადებენ, აიტაჯი თავის გარე ბიძაშვილზე აპირებდა გათხოვებას. სწორედ ამ თემაზე საუბარი გადაწყვიტა ყოფილმა შეყვარებულმა გოგონასთან და კამათის დროს დანით 5 ჭრილობა მიაყენა...

როზა, მოკლულის მეგობარი:

- ერთმენეთს რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა აიტაჯმა საბოლოოდ ურეთიერთობის დასრულება გადაწყვიტა, როგორც ვიცი, მათ იკამათეს და ისე დაშორდნენ. რის შემდეგაც აიტაჯი თავის ნათესავზე აპირებდა გათხოვებას. ყოფილი შეყვარებული თავს არ ანებებდა, გამოუდმებით ურეკავდა, წერდა და შეხვედრას სთხოვდა. ემუქრებოდა, რომ სხვაზე გათხოვების უფლებას არ მისცემდა, რადგან ძალიან უყვარდა. როგორც აიტაჯმა მითხრა ერთხელ, ბიჭს ისიც კი უთქვამს, თუ სხვაზე გათხოვდები შენს თვალწინ მოვიკლავ თავსო, მაგრამ ეს სერიოზულად არ მივიღეთ. მხოლოდ იმას ვშიშობდით, რომ შეეძლო მოეტაცებინა, გოგონას თუ მოსაკლავად გაიმეტებდა, ვერასდროს ვიფიქრებდით... იზეტს მე არ ვიცნობდი, მაგრამ მეგობრები ამბობდნენ, რომ არ იყო ცუდი ბიჭი და ძალიან უყვარდა ჩვენი მეგობარი. ის 20 წლის იყო და ვიცი, რომ აქ ბაქოში სადღაც მუშაობდა, მაგრამ სად, არ ვიცი... აიტაჯი ბაქოს 58-ე სკოლაში სწავლობდა, ულამაზესი გოგონა და კარგი მოსწავლე იყო. მისი ოჯახი და მეგობრები შოკში ვართ.

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. ჰუსეინოვის თქმით, ის შეყვარებულთან დაშორები შემდეგ ძალიან ცუდად იყო და მართლაც აპირებდა თავის მოვლას, მაგრამ ამის უფლება ყოფილმა შეყვარებულმა არ მისცა.

"ვუთხარი, ან ჩემი გახდები, ან მოკვდები-მეთქი. მის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა. ჩვენ დაახლოებით 5 თვის წინ დავშორდით და მე მას ყოველდღე ვთხოვდი შერიგებას, მაგრამ ის არ მთანხმდებოდა. როდესაც მას ბოლოს შევხდი, მინდოდა მის წინაშე მომეკლა თავი, რათა დარწმუნებულიყო, მართლა ძალიან მიყვარდა და მის გარეშე არ შემეძლო, მაგრამ არ დამანება. შემდეგ შევკამათდით და მე მას დანა დავარტყი, დავინახე როგორ წაიქცა და მეტი არაფერი მახსოვს... როდესაც მივხვდი, რომ მოვკალი, მის ცხედართან დავიჩოქე და ავტირდი. მივხვდი, რომ მისი და ჩემი ცხოვრებაც დასრულდა." - ეს არის ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანულმა საინფორმაციო საშულებებმა გაავრცელეს.

ორიოდე დღის წინ ბაქოში საპროტესტო აქციაც გაიმართა, მოწოდებით: არ მოკლა გოგონა!" რომელშიც გარდაცვლილი აიტაჯ ბაბაევას ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა მიიღეს მონაწილეობა, ისინი დამნაშავის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)