ხარძიანის მკვლელობაში ეჭვიმტანილის თანამზრახველი დააკავეს? - კვირის პალიტრა

ხარძიანის მკვლელობაში ეჭვიმტანილის თანამზრახველი დააკავეს?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაცია ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა გაავრცელა. მათივე მტკიცებით, დაპატიმრებული ბიზნესმენის მკვლელობაში ეჭვმიტანილის თანამზრახველია, სწორედ მის სახლში ცხოვრობოდა ეჭვიტანილი მკვლელობამდე.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 28 მარტს, იმ სახლის სადარბაზოსთან მოკლეს, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განაცხდა, რომ პროკურატურამ მკვლელის იდენტიფიცირება მოახერხა.