რუსთავში 23 წლის გოგო მოკლული იპოვეს - კვირის პალიტრა

რუსთავში 23 წლის გოგო მოკლული იპოვეს

რუსთავში ახალგაზრდა ქალი მოკლული იპოვეს რუსთავში, მეგობრობის გამზირზე #14 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 23 წლის გოგო, გ. კ. მეგობარმა გარდაცვლილი იპოვა

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მოკლულია და მას ყელი აქვს გამოჭრილი. მეზობლების თქმით, ბინა სადაც გარდაცვლილი გოგო ნახეს, 30-წლამდე მამაკაცს ქონდა ნაქირავები.  მოგვიანებით, ბინაში გ.კ-ს დაქალმა მიაკითხა და ის უკვე გადაცვლილი დახვდა. გარდაცვლილის მეგობარი კლინიკა "რუსთავში" სტრესულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.  როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მკვლელობაში ეჭვმიტანილის სავარაუდო ვინაობა სამართალდამცავებისათვის უკვე ცნობილია. ამ დრომდე ბინაში კრიმინალისტები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"